ლიზის საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა პროფესია ჯერ ვერ შეარჩია. თავისუფალ დროს წერა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა უყვარს.
კარლო და ანრი ძმები არიან და ორივეს მეზღვაურობა აქვთ გადაწყვეტილი! როგორც ამბობენ, სკოლაში ყველა საგანი ერთნაირად უყვართ, კომპიუტერს და ინტერნეტს კი კომპლექსური დავალებების შესასრულებალდ გამოიყენებენ.
აჩიკოს საზღვაო აკადემიაში ჩაბარება სურს, რათა მეზღვაური გახდეს! ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და ზოგადადაც ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს. ლეპტოპს სპორტული შეჯიბრების სანახავად, სოციალურ ქსელებში შესასვლელად და სწავლისთვის გამოიყენებს.
მაგდას და მარინას ფილოლოგობა გადაუწყვიტავთ! თავისუფალ დროს მაგდა წიგნის კითხვითაა გადაცემული, მარინა კი მზარეულობს და კულინარიულ ექსპერიმენტებს ატარებს. ამბობენ, რომ ინტერნეტთან წვდომის გარეშე საგაკვეთილო მასალებზე დამატებით ინფორმაციას ვერ იძიებდნენ. თანაც, მარინა აბიტურიენტია და სასწავლო პროგრამის მიყოლა უჭირდა. ახლა, როცა ლეპტოპიც აქვთ და ინტერნეტიც, უფრო გაუადვილდებათ თავიანთი მიზნებისთვის ბრძოლა.
“მე მინდა კომპიუტერი, რათა გამოვიყენო სხვადასხვა ინფორმაციის მისაღებად და ჩავერთო სხვადასხვა პროექტებში”. - გვიყვება ლელა. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ხატვა უყვარს, რადგან ეს პროცესი სიამოვნებას ანიჭებს, განსაკუთრებით ღამის დახატვა.
ზაზას ყველაზე მეტად წერა უყვარს. სკოლის საგნებიდანაც ქართული ენისა და ლიტერატურის გავკეთილებს გამოარჩევს. უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა ჯერ პროფესია ვერ აარჩია. გვპირდება, რომ ლეპტოპს განათლებისთვის გამოიყენებს!
მარიამს პოლიციელობა გადაუწყვიტავს! სპორტითაც აქტიურად არის დაკავებული, კერძოდ, მაგიდის ჩოგბურთით. “ლეპტოპს რა თქმა უნდა სწავლაში გამოვიყენებ. სკოლაში მაქვს დავალებები მაგალითად, პროექტი, რომელსაც ლეპტოპის არქონის გამო ვერ ვასრულებდი. ჩემი აზრით, ლეპტოპი ჩემს მონდომებას და მოტივაციას სწავლის მიმართ გაზრდის.” - გვიყვება მარიამი.
მელანოს სურს, რომ ცხოვრება ხელოვნებას დაუკავშიროს! “ფოტოგრაფია, მწერლობა, სიმღერა შინაგანი სამყაროს გამოხატვაში მეხმარება” - გვიყვება თავად. წელს აბიტურიენტია და ბათუმის უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. სწავლის პროცესში უამრავი რესურსი სჭირდება, საკუთარი ლეპტოპი და ინტერნეტიც ამიტომ გაეხარდა - უპრობლემოდ მოიძიებს და კარგადაც შეინახავს.
ნიკას გემის კაპიტნობა სურს! საზღვაო აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადება. ფიზიკური აქტივობები მისი ყოველდღიურობაა - ვარჯიში, ფეხბურთი, ცურვა. მისი თქმით, სკოლაში თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმს ისტორიაში, ინგლისურში, ქართულში, ფიზიკასა და ქიმიაში ავლენს. “ლეპტოპის საშულაებით უფრო მეტი ხელშემწყობი ფაქტორი მექნება ელექტრონულად მივიღო განათლება, რასაც ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.” - გვიყვება ნიკა.
სანდროსაც მთელი გულით მეზღვაურობა სურს! ჯერ სკოლაში სწავლობს და ძალიან მოტივირებულია. როგორც თვითონ გვიყვება, მისი საყვარელი საგანი ინგლისურია - საერთაშორისო და მნიშვნელოვანი ენა. ასევე, მსოფლიო ისტორიის შესწავლა აქვს გადაწყვეტილი. ძალიან ცნობისმოყვარეა: “ინტერნეტს ჩემთვის საინტერესო ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის გამოვიყენებ. ონლაინ სწავლების დროს ძალიან გამიჭირდა გაკვეთილებზე დასწრება, რადგან არ მქონდა ლეპტოპი. ასევე სხვადასხვა სასკოლო პროექტებში მონაწილეობას და პრეზენტაციების დამუშავებას ვერ ვახერხებდი”. სანდროს სკოლაში დარჩენა და იქ მეცადინეობა აღარ მოუწევს, უკვე საკუთარი ლეპტოპი აქვს!
ლაურას სამხედრო სფერო აინტერესებს და ფიქრობს, რომ პროფესიაც ამ მიმართულებას დაუკავშიროს! უყვარს ხატვა, რადგან ბავშვეობიდან კარგად გამოსდის, გარდა ამისა, ფილმების ყურებაც მისი ჰობია. სკოლაში მუსიკის, ქართულის, ისტორიის, ხელოვნების და სამოქალაქოს გაკვეთილები მოსწონს - ნაწარმოებებს ადვილად იმახსოვრებს. ფიზიკისა და ქიმიის ათვისება კი უჭირს, რთული ფორმულების გამო. “ლეპტოპი მჭირდება იმისთვის, რომ უკეთსად შევძლო სწავლა და ავიმაღლო განათლების დონე. ინტერნეტის დახმარებით შევძლებ, რომ მოვახერხო სასწავლო მასალაში არსებული მოსაძიებელი ინფორმაციის მოძიება და დავალებების შესრულება” - გვიყვება ლაურა.
“რთულია როცა ხარ მე-11 კლასში და არ გაქვს ინტერნეტზე და კომპიუტერზე ნორმალური წვდომა. ახლა, როცა საკუთარი ლეპტოპი მაქვს შევეცდები სწავლის უნარები გავიუმჯობესო, მითუმეტეს მომავალ წელს ვამთავრებ სკოლას და თანამედროვე ტექნოლოგიებთან წვდომა ჩემი მომავლისთვის მნიშვნელოვანია.” - გვიყვება ქეთინო. სკოლაში უცხო ენები უყვარს, ქიმია, მათემატიკა და ფიზიკა კი ეძნელება. თავისუფალ დროს მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს. პროფესიად კი სტილისტობა აქვს არჩეული და შესასწავლად პროფესიულ სასწავლებელში ჩაბარებას აპირებს.