იას ხატვა უყვარს, ამიტომ სკოლაშიც მისი საყვარელი საგანი ხელოვნებაა. უცხო ენების სწავლა კი ნაკლებად მოსწონს. ფიქრობს ინტერნეტს საინტერესო ინფორმაციის მისაღებას გამოიყენებს.
თამთას უნდა, რომ მასწავლებელი გახდეს. სასკოლო საგნებს შორის უყვარს ქართული ენა და ლიტერატურა, არ უყვარს მათემატიკა. ფიქრობს, ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
გიორგის უნდა, რომ ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ისწავლოს. ფიქრობს, ინტერნეტი და კომპიუტერი სტუდენტობის დროს ძალიან გამოადგება.
საბა ჟურნალისტობას აპირებს. ამბობს, რომ ყველა ჰუმანიტარული საგანი უყვარს, რადგან მომავალ პროფესიაშიც გამოადგება. ასევე, მოსწონს მისთვის საინტერესო თემებზე სტატიების კითხვაც.
ანა ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. უყვარს ბუნებაში ყოფნა, ზღვა და მეგობრებთან ერთად გართობა. სკოლაში ინტერესით სწავლობს ხელოვნებას, ქართულ ენასა და ლიტერატურას.
გიგას უნდა, რომ გემის კაპიტანი გახდეს! აპირებს, ბათუმის შავი ზღვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზღვაო-საინჟინრო ფაკულტეტზე ისწავლოს. სასკოლო საგნებს შორის ყველაზე მეტად გეოგრაფია, ისტორა და მათემატიკა აინტერესებს.
მარიკა აპირებს, პოლიციის აკადემიაში ჩააბაროს და პოლიციელი გახდეს. უნდა, რომ ქვეყანა და მისი მოქალაქეები დაიცვას. უყვარს ცეკვა და სიმღერა. ფიქრობს, ინტერნეტს სასკოლო დავალებების მოსამზადებლად და სოც. ქსელებში მეგობრებთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს.
მარიამს ყველაზე მეტად ცეკვა უყვარს, ამიტომ აპირებს, ქორეოგრაფი გახდეს. სასკოლო საგნებს შორის ყველაზე მეტად ქიმია და რუსული მოსწონს.
თამარს ჯერ არ აქვს არჩეული რომელ უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა ზუსტად იცის - ადვოკატი უნდა გახდეს. უყვარს ქართული, ისტორია, ინგლისური, ფიზიკა, გეოგრაფია და წიგნების კითხვა.
თეონას ინგლისური, რუსული, ქართული და ქიმია იმიტომ მოსწონს, რომ მისთვის „სააზროვნო და საინტერესოა“. ყველაზე მეტად უყვარს კითხვა, რადგან ფიქრობს, რომ ამშვიდებს. ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში გამოიყენებს.
კარლოს სკოლაში ყველაზე მეტად მოსწონს სპორტი, არ უყვარს ქიმია. ოთხი და-ძმა ყავს და აპირებს, მეზღვაური გახდეს.
გიორგის მომავალ პროფესიად სტომატოლოგობა აქვს არჩეული. ინტერესით სწავლობს ფიზიკას, მაგრამ ქიმიას ვერაფერი გაუგო. კითხვაზე - ყველაზე მეტად რისი კეთება უყვარს, გვიპასუხა - „ჭამა, ძილი და სწავლა!”