ლუკას გადაწყვეტილი აქვს, რომ ბათუმის შავი ზღვის სახელმწიფო აკადემიაში ჩააბაროს. უყვარს ფიზიკა, სპორტი, არ უყვარს ქიმია. თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს და ცხენზე ჯირითობს. მაკას ყველაზე მეტად კითხვა და ფილმების ყურება მოსწონს: „სხვადასხვა სამყაროში მამოგზაურებს და ახალ ინფორმაციას ვიღებ წარსულზე თუ დღევანდელობაზე.“
ეთერს ხატვა და სიმღერა უყვარს. აპირებს, ინტერნეტი უცხო ენების შესწავლაში დაიხმაროს. სასკოლო საგნებს შორის ყველაზე ნაკლებად სპორტი მოსწონს, ყველაზე მეტად კი ინგლისური და მათემატიკა. მომავალში გეგმავს, თსუ-ში ჩააბაროს.
ვერიკოს უნდა, რომ პოლიციელი გახდეს. სასკოლო საგნებს შორის სიამოვნებით სწავლობს ქართულსა და ისტორიას, ბიოლოგია კი ყველაზე ნაკლებად მოსწონს. ძალიან უყვარს ცეკვა.
ნათია აპირებს, ფარმაცევტი გახდეს. ყველა სასკოლო საგანი უყვარს და მოსწონს წიგნების კითხვა. ფიქრობს, კომპიუტერსა და ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
ზაზას უნდა, რომ ჯარისკაცი გახდეს. უყვარს სპორტი, მათემატიკა, ისტორია და არ უყვარს - რუსული, ინგლისური და ფიზიკა.
თორნიკეს მომავალში უნდა, რომ ბიზნესმენი გახდეს. ფიქრობს, ინტერნეტსა და კომპიუტერს სასწავლო რესურსების მოსაძიებლად გამოიყენებს.
ილიას უყვარს ქართული, ისტორია გეოგრაფია, არ უყვარს მათემატიკა. ჩასაბარებლად თსუ აქვს არჩეული - აპირებს, რომ იურისტი გახდეს. უყვარს კითხვა და ფიქრობს, ინტერნეტი სწავლაში დაეხმარება.
ფიფქიას სკოლის საგნებს შორის გასაკუთრებული ინტერესით მათემატიკას სწავლობს. ძალიან უყვარს კერვა და უნდა, რომ ჰობი პროფესიად გადააქციოს. ფიფქია აპირებს, მკერავი გახდეს!
ნინოს სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენის სწავლა მოსწონს და არ უყვარს მათემატიკა. უნდა, რომ საჯარო მმართველი გახდეს.
ანას განსაკუთრებით უყვარს ისტორია და ქართული ენა. ჩაბარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს. მოსწონს წიგნების კითხვა და ფიქრობს, რომ ინტერნეტს მეგობრებთან საკომუნიკაციოდ და ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებს.
სალომეს უნდა, რომ ექიმი გახდეს. სკოლაში ყველაზე მეტად ქიმიის და ბიოლოგიის სწავლა მოსწონს. უყვარს წიგნების კითხვა და ფიქრობს ინტერნეტი მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
გურამს უყვარს ტანვარჯიში და ფიქრობს, რომ ბოდიბილდერი გახდეს. სასკოლო საგნებს შორის კი ყველაზე მეტად ქართული ენა, მათემატიკა, სპორტი და ფიზიკა მოსწონს.