ნინო თეთრიწყაროს რაიონში, სოფელ ხაიშში ცხოვრობს. ის ამჟამად აბიტურიენტია და უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას აპირებს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ძალიან დაეხმარება სასკოლო საგნების სრულყოფილად მომზადებაში. ყველაზე კარგად ქართულ ენასა და მათემატიკას სწავლობს.
ნიკა სკოლაში ჰუმანიტარულ საგნებს უფრო მარტივად სწავლობს. უნდა, რომ ეკონომისტი გახდეს. ფეხბურთის დიდი ქომაგია, ამიტომ ინტერნეტისა და კომპიუტერის ქონა განსაკუთრებით უხარია.
მანუჩარს ექიმობა სურს. უყვარს მეცნიერება და თავისუფალ დროს წიგნების კითხვაში ატარებს.
ნოდარს თითქმის ყველა საგანი თანაბრად მოსწონს. უნდა, რომ არქიტექტორი გახდეს. მუსიკის მოსმენაც უყვარს და ფიქრობს, ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფრომაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
მარიამის მიზანია, ექიმი გახდეს! თავისუფალ დროს სათავგადასავლო ფილმებს უყურებს. ფიქრობს, ინტერნეტი და კომპიუტერი ახალი ინფორმაციის მიღებაში ძალიან დაეხმარება.
მარიამს ტურიზმი აინტერესებს, მუსიკაც უყვარს და სიმღერაც ეხერხება. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული ენა და ლიტერატურაა.
ანას ქარგვა უყვარს. სკოლაში ჰუმანიტარული საგნების სწავლა მოსწონს, მომავალში კი აპირებს, ფარმაცევტი გახდეს.
ლევანს სადურგლო საქმიანობა აინტერესებს. ფიქრობს, ინტერნეტი სიახლეების გაგებაში დაეხმარება.
თემურს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა უყვარს. უნდა, რომ ინჟინერი გახდეს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ფიზიკა და მათემატიკაა.
კობას ჯარისკაცობა სურს. უყვარს ნადირობა, ინტერნეტს კი ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებს.
ვიქტორიას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი. წიგნებს ინგლისურად კითხულობს და აპიურბს, რომ ინგლისური ენის სპეციალისტი გახდეს.
სოფიკოს საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და რუსულია. სამომავლოდ გეგმავს, რომ ადვოკატი გახდეს. თავისუფალ დროს კერავს.