მოსწავლეები

ჩართულია
არჩილი (15)

არჩილს მომავალ პროფესიად გიდობა აქვს არჩეული. უყვარს კითხვა და ფიქრობს, ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
რობერტი (15)

რობერტის საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური, მატემატიკა და ისტორიაა. ჯერ არ იცის სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა ინჟინერობაზე ფიქრობს.

ჩართულია
ლუკასი (15)

ლუკასი ინჟინერობას აპირებს. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში უყვარს, სკოლაში კი ყველაზე მეტად ისტორიის, ქართულისა და ინგლისურის სწავლა მოსწონს.

ჩართულია
ალეკო (15) და ალექსი (16)

ალეკოს გადაწყვეტილი აქვს, რომ თარჯიმანი გახდეს, ამიტომ სკოლაში დიდი ინტერესით სწავლობს ინგლისურს. უყვარს ქართული ხალხური ცეკვა და სკოლის ანსამბლშიც კი ცეკვავს! ალექსის იურისტობა უნდა. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია, ქართული და ინგლისურია.

ჩართულია
თაკო (16)

თაკოს საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ისტორია, ქართული და ინგლისურია. უნდა, რომ ეკონომისტი გახდეს. თაკო სკოლის ფოლკლორულ გუნდშიც მღერის. ფიქრობს, ინტერნეტი სწავლაში ძალიან დაეხმარება.

ჩართულია
ლუკა (15)

ლუკა პროფესიულ სასწავლებელში სწავლობს და მომავალში ელექტროობის შემკეთებელი უნდა, რომ გახდეს. მისი საყვარელი საგნები ქართული, მათემატიკა და ხელოვნებაა. ხატვაც უყვარს და ფიქრობს, ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
მურმანი (17)

მურმანს ძალიან უყვარს ფრინველები, განსაკუთრებით მტრედები, ჰყავს კიდეც სახლში და ზრუნავს მათზე. ამჟამად აბიტურიენტია, კომპიუტერი და ინტერნეტი განსაკუთრებით სჭირდება, რათა ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მოემზადოს.

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკას კომპიუტერი და ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად სჭირდება. სკოლაში ყველა საგანს თანაბრად კარგად სწავლობს. მისი ჰობია ლექსების მხატვრულად წაკითხვა, როგორც თავად ამბობს, ეს გამორჩეულად ეხერხება.

ჩართულია
თამარი (17)

თამარი სწავლის გაგრძელებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს, ის მომავალი იურისტია. კომპიუტერის გამოყენებას სწავლის მიზნით აპირებს, სურს, რომ ბევრი წიგნი წაიკითხოს. სასკოლო საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია, ინგლისური ენა და ქართული ენა უყვარს.

ჩართულია
ლუკა (16)

ლუკას ყველაზე მეტად მეგობრებთან დროის გატარება უყვარს. სამომავლო პროფესია ჯერ არ შეურჩევია, განსაკუთრებულად ქართულ ენასა და გეოგრაფიას სწავლობს.

ჩართულია
დიმა (17)

დიმა ჟურნალისტობას აპირებს! ჯერ არ იცის, ზუსტად რომელ უნივერსიტეტში ისწავლის. სკოლაში განსაკუთრებით უყვარს გეოგრაფია, ისტორია და ინგლისური, რადგან ფიქრობს, რომ ეს საგნები მომავალ პროფესიაში გამოადგება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლაში გამოადგება.

ჩართულია
თალიკო (17)

თალიკო აპირებს, ფსიქოლოგი გამოვიდეს! ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს. განსაკუთრებულ სიამოვნებას წიგნების კითხვა ანიჭებს - რა გასაკვირია, რომ მისი საყვარელი საგანიც ქართული ენა და ლიტერატურაა. აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენოს.