გიორგი აპირებს, პროგრამისტი გამოვიდეს. ძალიან უყვარს მათემატიკა, უფრო ზუსტად კი გამოთვლები და ლოგიკური აზროვნება. თავისუფალ დროს, ძირითადად, თევზაობას უთმობს. აპირებს, ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს.
გიორგის ძალიან უყვარს ელექტრონულ ნივთებთან „ჩხირკედელაობა“. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად მძაფრსიუჟეტიან ფილმებს უყურებს. აპირებს, ინტერნეტი და ახალი ლეპტოპი ახალი ინფორმაციის მოსაძიებლად და ფილმების საყურებლად გამოიყენოს. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში განსაკუთრებით ქართულითა და მათემატიკითაა გატაცებული.
ინგას უნდა, ექიმი გამოვიდეს! სკოლაში ყველა საგანი მოსწონს. აპირებს, ინტერნეტის მეშვეობით ელექტრონული წიგნები წაიკითხოს და მუსიკას მოუსმინოს - წიგნების კითხვა მისი საყვარელი საქმიანობაა.
სოფიკოს უნდა, სტომატოლოგი გამოვიდეს! ძალიან უყვარს წიგნების კითხვა - მისთვის წიგნები ახალი, საინტერესო სამყაროების გაცნობის საშუალებაა. აპირებს, ინტერნეტი სასკოლო დავალებებისთვის გამოიყენოს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და მითოლოგია აინტერესებს.
გიორგის ძალიან უყვარს სახლის საქმეები და „ჩხირკედელაობა“. სკოლაში ყველაზე მეტად ქართული და მათემატიკა მოსწონს, თუმცა ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს სწავლას. დარწმუნებულია, რომ ინტერნეტი სასწავლო მასალის მოძიებაში დაეხმარება.
დავითი აპირებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი გამოვიდეს. ძალიან უყვარს მუსიკა. სკოლაში ყველა საგანი მოსწონს და აპირებს, ინტერნეტი ცოდნის ასამაღლებლად გამოიყენოს.
გირშელს სახლის საქმეების კეთება უყვარს. აპირებს, ინტერნეტი გაკვეთილების უკეთესად გააზრებისთვის გამოიყენოს. განსაკუთრებით მოსწონს ბიოლოგია, თუმცა ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს.
სოფიოს ძალიან უყვარს კითხვა. სკოლაში ყველაზე მეტად ქართული, ისტორია და სამოქალაქო განათლება მოსწონს. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სასურველი ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
ილიას ძალიან უყვარს „ფიზიკური ხელსაწყოების დაშლა-აწყობა და ელექტრონული ნივთების შეკეთება”. სკოლაში მისი საყვარელი საგანიც ფიზიკაა. ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა ფიქრობს, რომ ინტერნეტი სასკოლო დავალებების მომზადებაში ძალიან გამოადგება.
რეზოს საყვარელი საქმიანობაა მწყობრიდან გამოსული ელექტრონული ნივთების შეკეთება! ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ქიმია, ბიოლოგია და ისტორია მოსწონს. ინტერნეტის დახმარებით აპირებს, მოიძიოს დამატებითი ინფორმაცია, რომელიც დაეხმარება „სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში“.
თამთას ძალიან უყვარს ახალი ინტერესების აღმოჩენა. თავისუფალ დროს, ძირითადად, მუსიკის მოსმენას უთმობს. სკოლაში განსაკუტრებით ხელოვნება და ისტორია მოსწონს, თუმცა ჯერ არ იცის, სად ჩააბარებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ინფორმაციის მოძიებაში გამოადგება.
ნიკას უნდა, ისტორიკოსი გამოვიდეს, თუმცა ჯერ ზუსტად არ იცის, სად ჩააბარებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი პროექტების წერისას გამოადგება. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ხატვა და კალათბურთის თამაში იტაცებს.