მარიამს ყველაზე მეტად სამზარეულოში ტრიალი უყვარს - აპირებს, პროფესიული მზარეული გამოვიდეს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ბიოლოგია და გეოგრაფიაა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ყველაზე ხშირად სასკოლო დავალებების მოსამზადებლად გამოიყენებს.
თამარი აპირებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბაროს და გამომძიებელი გამოვიდეს. თავისუფალ დროს მისი საყვარელი საქმიანობა კითხვაა. სკოლაში განსაკუთრებით გეოგრაფია და მათემატიკა აინტერესებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
დავითს ძალიან უყვარს ფიზიკა და მათემატიკა, თუმცა ჯერ ბოლომდე არ გადაუწყვეტია, უნივერსიტეტში რა ფაკულტეტზე ჩააბარებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად ვარჯიში უყვარს.
მარიამს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა. ჯერ არ იცის, სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა სკოლაში განსაკუთრებით გეოგრაფია და ინგლისური მოსწონს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
რუსუდანი აპირებს, ექთანი გამოვიდეს! ფიქრობს, რომ ინტერნეტიც სწორად მასალის მოსაძიებლად და უნივერსიტეტში ჩაბარებისას გამოადგება. თავისუფალ დროს საქმის სახლეებით ირთობს თავს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული და გეოგრაფია მოსწონს.
გიორგის კალათბურთის თამაში იტაცებს. სკოლაშიც მისი საყვარელი საგანი სპორტია. აპირებს, ჯარისკაცი გამოვიდეს. ფიქრობს, რომ ინტერნეტი ყველაზე მეტად ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
მარიამი აპირებს, ფსიქოლოგი გამოვიდეს, ინტერნეტსაც სწორედ ამ თემაზე ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. თავისუფალ დროს ბევრს კითხულობს. სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენა და ლიტერატურა და ქიმია უყვარს.
გიორგი აპირებს, ინტერნეტი და ახალი კომპიუტერი „თვითგანვითარებისთვის“ და მასალის მოსაძიებლად გამოიყენოს. აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა ჯერ არ იცის, სად. სკოლაში განსაკუთრებით ქართული და გეოგრაფია მოსწონს - ფიზიკა და მათემატიკა უჭირს.
ომარს ძალიან უყვარს მათემატიკა, ქიმია და ინგლისური, რადგან კარგად გამოსდის. აი, ფიზიკას კი „ვერაფრით ვერ გაუგო“. თავისუფალ დროს ფილმებს უყურებს და ახალ ამბებს ადევნებს თვალ-ყურს. ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, პროფესიით რა გამოვა.
ნათელა აპირებს, სწავლა უცხოეთში გააგრძელოს, დოქტორის ხარისხი აიღოს და უნივერსიტეტის პროფესორი გამოვიდეს! განსაკუთრებით ფილოსოფია და პოლიტიკური იდეოლოგიები იტაცებს. ინტერნეტს უმეტესად კვლევების ჩასატარებლად, ლექციების სანახავად და ელექტრონული წიგნებისთვის გამოიყენებს.
ქრისტინეს ხატვა უყვარს - ამბობს, რომ ეს პროცესი ამშვიდებს. აპირებს, სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს - ჯერ არ იცის, სად, თუმცა განსაკუთრებით ქიმია, ბიოლოგია, ინგლისური და ქართული უადვილდება და მოსწონს. ინტერნეტს დავალებების მოსამზადებლად და ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.
მარინას სურს, სწავლა ამერიკულ უნივერსიტეტში გააგრძელოს და ფარმაცევტი გამოვიდეს. სკოლაში განსაკუთრებით ქიმია და სამედიცინო ბიოლოგია უყვარს, ფიზიკა კი ნაკლებად ეხატება გულზე. ფიქრობს, რომ ინტერნეტი სწავლასა და ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება. თავისუფალ დროს თავს წერა-კითხვით ირთობს.