მოსწავლეები

ჩართულია
მერი (15)

მერის ჯერაც არ გადაუწყვეტია, რა უნდა გამოვიდეს, თუმცა სკოლაში როგორც ჰუმანიტარული, ისე სამეცნიერო საგნები გამოსდის ძალიან კარგად: გეოგრაფია, ისტორია, ფიზიკა… მათემატიკა ნაკლებად გამოსდის და, შესაბამისად, ნაკლებად უყვარს. თავისუფალ დროს ყოველთვის მეგობრებთან ერთად ატარებს.

ჩართულია
მიშიკო (16)

მიშიკოს გადაწყვეტილი აქვს, ათლეტი გამოვიდეს. სკოლაში განსაკუთრებით ქიმიის სწავლა მოსწონს, რუსული ენა კი გულზე დიდად არ ეხატება. აპირებს, ინტერნეტი სასკოლო დავალებებისთვის გამოიყენოს. თავისუფალ დროს მისი საყვარელი საქმიანობა მეგობრებთან ერთად ფილმების ყურებაა.

ჩართულია
ქეთევანი (15)

ქეთევანი ცნობისმოყვარე მოსწავლეა - აინტერესებს ყველა საგანი და კლასგარეშედაც არაერთ წიგნს კითხულობს „მეტი ცოდნის მისაღებად“. რა გასაკვირია, რომ აპირებს, უნივერსიტეტში ჩააბაროს და ინგლისური ენის სპეციალისტი გამოვიდეს - ინგლისურ ენაზე ხომ ყველაზე დიდი რაოდენობის ინფორმაციაა ხელმისაწვდომი!

ჩართულია
ნიკა (16)

ნიკას ძალიან უყვარს კინემატოგრაფია. ჯერ არ გადაუწყვეტია, რა გამოვა, თუმცა სკოლაში გეოგრაფიასა და სამოქალაქო განათლებას განსაკუთრებული მონდომებით სწავლობს. ფიქრობს, რომ ინტერნეტსა და ახალ ლეპტოპს სკოლის დავალებებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
თამთა (14) და ლიკა (16)

თამთას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად გააგრძელებს სწავლას. უყვარს ფილმების ყურება და ფიქრობს, ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. ლიკას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს, რა უნდა გამოვიდეს, თუმცა ძალიან უყვარს ცეკვა. სკოლაში განსაკუთრებით ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილები მოსწონს.

ჩართულია
გოგა (16)

გოგას ყველაზე მეტად სასკოლო საგნებს შორის ინგლისური მოსწონს. უნდა, რომ პროგრამისტი გახდეს, ცეკვაც უვარს. სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი აქვს არჩეული, რადგან ამ უნივერსიტეტს საკუთარი ცეკვის ანსამბლი ყავს.

ჩართულია
მარიკა (15) და მარიამი (16)

მარიკა და მარიამი ფიქრობენ, რომ ინტერნეტი სასკოლო დავალებების შესრულებაში ძალიან დაეხმარებათ. მარიკას გემრიელი კერძების მზადება ეხერხება, მარიმს კი სიმღერა და ცეკვა უყვარს.

ჩართულია
სუზანა (15) და ანი (16)

სუზანა ფოტოგრაფობას აპირებს. მისი საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. ანის ფარმაცევტი უნდა რომ გახდეს. ყველაზე კარგად თავს წიგნების კითხვისას გრძნობს. ინტერნეტს და კომპიუტერს სასკოლო პროექტების შესაქმნელად გამოიყენებენ.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს სკოლაში მათემატიკისა და ინგლისურის სწავლა უადვილდება. უყვარს კითხვა და დოკუმენტური ფილმების ყურება. ფიქრობს, რომ ინტერნეტს განათლების მისაღებად გამოიყენებს.

ჩართულია
რუსუდანი (16)

რუსუდანს კითხვა უყვარს. თვლის, რომ ყველა წიგნი რაღაც ახალს ასწავლის. სკოლაშიც ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა მოსწონს. ინტერიერის დიზაინი აინტერესებს. სახლში თავადაც ხშირად ცდილობს დიზაინის შეცვლას. ფიქრობს, ინტერნეტს სასწავლო მასალების მოძიებაში გამოიყენებს.

ჩართულია
ნათია (17)

ნათიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ინტერიერის დიზაინერი გახდეს. ფიქრობს, ინტერნეტს ზუსტად ამ მხრივ შთაგონების მისაღებად გამოიყენებს. თავისუფალ დროს ხატავს და ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ფოტოგრაფიაც აინტერესებს. პირველად კლასელებმა შენიშნეს მისი ფოტოგრაფიული ნიჭი, ახლა ყველა მას თხოვს ფოტოების გადაღებას.

ჩართულია
ლუკა (17)

ლუკას ინგლისური ენა უყვარს. ფიქრობს, ინგლისური მოთხოვნადი და გავრცელებული საკომუნიკაციო ენაა, ამიტომაც აუცილებელია მისი კარგად ცოდნა. სკოლის საგნებს შორის ყველაზე მეტად მათემატიკა აინტერესებს და თვლის, რომ ამოცანების ამოხსნა ეხერხება. აპირებს, მომავალში ელექტო-ინჟინერი გახდეს.