ირინას მოთხრობების წერა და მუსიკის მოსმენა მოსწონს. აპირებს, თარიჯიმანი გახდეს - ძალიან უყვარს ინგლისური ენა. კომპიუტერს და ინტერნეტს ზუსტად ინგლისურის უკეთ სასწავლად გამოიყენებს.
გიორგის მწყობრიდან გამოსული ნივთების შეკეთება უყვარს. ელექტრიკოსობის 3 თვიანი კურსი გაიარა და დედამ ხელსაწყოების ყუთიც კი აჩუქა. ყველამ იცის, გიორგი დახმარებაზე უარს არასდროს იტყვის! სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა მოსწონს. აპირებს, ინგლისურიც შეისწავლოს, რადგან იცის, სამომავლოდ დასჭირდება.
გაბრიელს ძალიან უყვარს ცეკვა, სკოლის დასშიც ცეკვავს. მისი საყვარელი საგანი ფიზიკაა, ყველაზე ნაკლებად კი გეოგრაფიასთან მეგობრობს, რუკები არ მოსწონს. ჯულიეტა ნამდვილი წიგნის ჭიაა - კითხულობს ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდება. აპირებს ფსიქოლოგი გახდეს. როცა არ კითხულობს, გემრიელ კერძებს ამზადებს.
მათეს ძალიან უნდა, კულინარი გახდეს. ინტერნეტს და კომპიუტერს გემრიელი რეცეპტების მოსაძიებლად და სასკოლო დავალებების მოსამზადებლად გამოიყენებს
ჯეკო მოცეკვავეა - ცეკვაზე 10 წელია დადის. აპირებს, მუდამ ჰქოდეს კავშირი ქართულ ცეკვასთან. როგორც კი ბოლომდე შეისწავლის, თავადაც ქორეოგრაფი გახდება. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორიაა.
ირაკლის სკოლის საგნებს შორის ყველაზე მეტად ქართული ენა და ლიტერატურა აინტერესებს, თავისუფალ დროს კი ფეხბურთს თამაშობს. ერეკლე წელს ამთავრებს სკოლას. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ჩააბარებს, მაგრამ იცის, რომ ინჟინერობა სურს.
ისლამის საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. კომპიუტერს და ინტერნეტს სასკოლო დავალებების შესასრულებლად გამოიყენებს.
ლარისას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა, რადგან პოეზია ძალიან უყვარს. აპირებს, რომ სტომატოლოგი გახდეს. მისი ჰობი წიგნების კითხვაა.
ნინოს სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ენის და ლიტერატურის სწავლა უყვარს. მშობლიური ენა და კულტურა მისთვის მნიშვნელოვანია. უყვარს ცხოველები, ფიქრობს, გიდი გახდება ან ვეტერინარი. ფოტოგრაფიაც აინტერესებს, ამიტომ ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში გამოიყენებს. მომავალში აპირებს, პროფესიულ კოლეჯში ჩააბაროს.
მარიამს კითხვა უყვარს. სკოლაში ყველაზე დიდი ინტერესით ისტორიას სწავლობს. ჯერ არ იცის სად ჩააბარებს. ინტერნეტს სასკოლო მასალის მოძიებაში გამოიყენებს.
მარიამი აპირებს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა. უნდა, რომ გიდი გახდეს. ხატვა უყვარს და ფირობს, რომ კარგად გამოსდის. ინტერნეტს სოციალურ ქსელში მეგობრებთან კომუნიკაციისთვის გამოიყენებს. ასევე, ფიქრობს, რომ სწავლაშიც ძალიან გამოადგებ
დავითს უნდა, რომ დიზაინერი გახდეს. უყვარს ხატვა და ფიქრობს, რომ კარგად გამოსდის. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია და სპორტია.