მოსწავლეები

ჩართულია
გია (16)

გიას სკოლაში გეოგრაფიის და ისტორიის სწავლა უყვარს. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ჩააბარებს. კომპიუტერს და ინტერნეტს სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად გამოიყენებს. ფიქრობს, განათლება მისი წარმატებული მომავლისთვის აუცილბელია.

ჩართულია
ციცინო (15)

ციცინოს საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ინგლისურია. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ჩააბარებს, მაგრამ ცეკვა ძალიან უყვარს. ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგის ჯერ არ მოუფიქრებია სად გააგრძელებს სწავლას. ინტერნეტს სასკოლო პროექტების განხორციალებაში გამოიყენებს. უყვარს ვარჯიში, რადგან თვლის, რომ მისი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა.

ჩართულია
ლუიზა (17)

ლუიზას სკოლაში ინგლისურის სწავლა მოსწონს. აპირებს, რომ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე ჩააბაროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უნდა, რომ სოციოლოგი გამოვიდეს.

ჩართულია
ნინი (16)

ნინი თავისუფალ დროს ბევრს კითხულობს. ჯერ არ იცის სად გააგრძელებს სწავლას, თუმცა სკოლაში ყველაზე მეტად ინგლისურის სწავლა მოსწონს.

ჩართულია
საბა (17)

საბა ფოტო-ვიდეო დამუშავებით არის დაინტერესებული. უნდა, რომ მეტი ისწავლოს და განავითაროს სხვადასხვა უნარი. ინტერნეტს სწორედ ამაში დაიხმარებს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორიაა.

ჩართულია
კახა (15)

კახას ძალიან უყვარს ისტორია, ქართული და ბიოლოგია. საკუთარი ქვეყნის და მსოფლიოს ისტორია აინტერესებს. ყველა სკოლის საგნის სწავლა მოსწონს. ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს სად ჩააბარებს, თუმცა ბიზნესით არის დაინტერესებული. ინტერნეტს გაკვეთილების მომზადებაში და ცოდნის გასაღრმავებლად გამოიყენებს. უყვარს სხვადასხვა ისტორიული ფაქტის მოძიება.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგი წელს აბიტურიენტია და მომავალ უნივერსიტეტს ახლა არჩევს. თვლის, რომ ინტერნეტს სწავლაში გამოიყენებს. უყვარს ისტორია, თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს.

ჩართულია
ელენე (15)

ელენეს საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია და ინგლისური ენაა. სამედიცინო უნივერსიტეტში უნდა ჩაბარება, რადგან ფიქრობს, რომ ერთ-ერთი უძველესი ტრადიციების მქონე და კარგი ცოდნის მომცემი სასწავლებელია. აპირებს, ექიმი გახდეს და ხალხს უმკურნალოს. ინტენრეტს გაკვეთილების მომზადებაში და მისთვის საინტერესო მასალის მოძიებაში გამოიყენებს. ფიქრობს, რომ საჭმლის მომზადებაც კარგად გამოსდის, ამიტომ კულინარიაც იტაცებს.

ჩართულია
ელენა (15)

ელენას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უნდა ჩაბარება. უყვარს მათემატიკა, ისტორია და ინგლისური, ქიმიის და ფიზიკის სწავლა არ მოსწონს. უნდა, რომ იურისტი გახდეს. კულინარიაც იტაცებს და გემრიელი სადილებით ყოველთვის აღფრთოვანებას იწვევს.

ჩართულია
ლევანი (15)

ლევანი ჯარისკაცობას აპირებს. სკოლაში მისი საყვარლეი საგნები ქართული, მათემატიკა და ფიზიკაა. ინტერნეტს სამეცადინოდ გამოიყენებს.

ჩართულია
ლუკა(16)

ლუკას თავისუფალ დროს კითხვა უყვარს. მათემატიკის და ფიზიკის სწავლა არ მოსწონს, თუმცა ფიქრობს, ინტერნეტს ამ საგნების უკეთ შესწავლაში გამოიყენებს.