ვახტანგს სასკოლო საგნებს შორის ქართული და მათემატიკა მოსწონს ყველაზე მეტად. წიგნების კითხვა უყვარს და ინტერნეტს ახალი ამბების გასაგებად გამოიყენებს.
გიორგის სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა უყვარს. არ უყვარს ტექნიკური საგნები. ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებაში გამოიყენებს. უყვარს, როცა მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარება.
ნიკოლოზს ყველაზე მეტად ხატვა უყვარს. სასკოლო საგნებიდან ისტორიას ინტერესით სწავლობს. ფიქრობს, რომ აუცილებელია წარსული იცოდეს. უნდა, რომ ინჟინერი გახდეს.
ანას სკოლაში ყველაზე მეტად ისტორიის სწავლა უყვარს, არ უყვარს რუსული ენა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სად ჩააბაროს. უნდა, რომ სტილისტი გახდეს. თვლის, რომ საკმაოდ ცნობისმოყვარეა და ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყნებს. ყველაზე მეტად მეგობრებთან ერთად უყვარს ყოფნა და მათთან სხვადასხვა თემაზე მსჯელობა.
ქეთევანს უნდა, რომ ადვოკატი გახდეს. სკოლაში მისი საყვარელი საგნებია: ქართული, მათემატიკა და ინლისური. ფიქრობს, დავალებების შესასრულებლად ინტერნეტი ძალიან გამოადგება. მოსწონს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. წერა და ასოების ხატვაც ძალიან უყვარს.
გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში სპორტია, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. ფიქრობს, ინტერნეტს ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენებს და სასკოლო დავალებების შესასრულებლადაც გამოადგება.
ლიკა ფიქრობს, რომ ყველა საგანს თავისი ხიბლი აქვს, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბიოლოგია მოსწონს. აპირებს, ჩააბაროს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, პედიატრი უნდა რომ გახდეს. ინტერნეტს დამატებითი საკითხის მოძიებასა და მეგობრებთან კომუნიკაციაში გამოიყენებს. ძალიან უყვარს გიტარაზე დაგკვრა, რადგან მუსიკა მისთვის ბევრს ნიშნავს.
ლიზამ წელს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის უნივერსიტეტში ჩააბარა, ლიდას კი სკოლაში ყველაზე მეტად ქართული ლიტერატურის სწავლა მოსწონს, რადგან სხვადასხვა მწერლების შესახებ ინფორმაციას იგებს. აპირებს, მასწავლებელი გახდეს, კომპიუტერს კი ელექტრონული წიგნების კითხვაში გამოიყენებს.
ზაარა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. უნდა, ფსიქოლოგი გახდეს. ინტერნეტთან და კომპიუტერთან წვდომა ახარებს, რადგან ელექტრონული წიგნების კითხვას შეძლებს. კულინარიაც ძალიან უყვარს და საკუთარი რეცეპტებითაც კი ამზადებს საჭმელს.
მუხმადს ყველა სკოლის საგანი მოსწონს, განსაკუთრებით კი მათემატიკა. ძალიან უნდა, პროგრამისტი გახდეს. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში და კითხვა.
მარხას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული ენა და ბიოლოგია მოსწონს. აპირებს, უკეთ შეისწავლოს უცხო ენები. უყვარს წიგნების კითხვა და ფიქრობს, რომ თვითგანვითარებაში ეხმარება.
აიშათს ჯერ არ გადაუწყვეტია, სად ჩააბარებს. უყვარს წიგნების კითხვა და ფიქრობს, კომპიუტერს და ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. სკოლაში ყველაზე მეტად ისტორიის სწავლა უყვარს.