მოსწავლეები

ჩართულია
დათო (15)

დათოს მეზღვაურობა გადაუწყვიტავს! მაღალმთიან აჭარაში ცხოვრობს, ჯერ სკოლის მოსწავლეა, თუმცა თვალუწვდენელ ზღვაში მოგზაურობზე ხშირად ოცნებობს. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ისტორიაა, თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვას უთმობს. ახლა, როცა უკვე კომპიუტერი და ინტერნეტი აქვს სასკოლო დაველებების შესრულებას უფრო ადვილად შეძლებს, როგორც გვითხრა, ტელეფონით მეცადინეობა ძალიან ერთულებოდა.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგი პროფესიულ სასწავლებელში აბარებს, მშენებელ-არქიტექტორი უნდა, რომ გამოვიდეს! სახლის საქმეებსაც ყოჩაღად ასრულებს, ოჯახს სოფლის მეურნეობაში ეხმარება. თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაში უყვარს. კომპიუტერის მიღება ძალიან უნდა, რადგან ასე თავის უკეთ განვითარებას შეძლებს.

ჩართულია
ანა (15) და ანრი (14)

ანას მოსამართლეობა სურს, ანრის კი ხეზე კვეთა იტაცებს და სხვადასხვა ნივთს ამზადებს ხოლმე! “კომპიუტერის მიღების შემთხვევაში, დავალებების წერის დროს ინფორმაციის მოძიება უფრო გამიადვილდება და ჩემი მომავალიც უკეთესი იქნება” - გვიყვება ანა.

ჩართულია
საბა (15)

საბა ინგლისური ენის შესწავლით ძალიან დაინტერესებულია - სკოლაში ყველაზე მეტად ინგლისურის გაკვეთილები მოსწონს, თავისუფალ დროსაც კი მეგობრებთან ერთად ინგლისურად საუბრობს. გასაკვირიც არ არის, რომ პროფესიაც ამ ინტერესს დაუკავშირა - თარჯიმნობა სურს! კომპიუტერის ცოდნის გაღრმავებისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ანრი (15)

ანრის სურს პროფესიულ სასწავლებელში ჩააბაროს და სოფლის მეურნეობას მისდიოს! გვიყვება, რომ სპეციალური საჭიროებები აქვს და ამიტომ უფრო მეტად უნდა “ციფრულ, ელექტრონულ თუ სოციალურ ქსელში” ჩართვა. მისი ჰობი ხეზე ფიგურების კვეთაა.

ჩართულია
სულხანი (15)

სულხანი აჭარის მთებში ცხოვრობს და მეზღვაურობა სურს! თავისუფალ დროს წიგნის კითხვა უყვარს, რადგან “ცხოვრებისეულ გამოცდილებებს ეცნობა”. სკოლის საგნებიდან ისტორია უყვარს, რადგან მისი თქმით, წარსულში მომხდარ უმნიშვნელოვანეს მოვლენებს იგებს და ადვილად სწავლობს, მათემატიკის ათვისება კი ერთულება. გვპირდება, რომ ლეპტოპის გამოყენებას შეისწავლის და უმეტესად სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ივერი (16)

ივერის არქიტექტორობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს სულ ხატავს, რადგან არჩეული პროფესიისთვის ეს მნიშნველოვანია და უნდა განვითარდეს. სკოლის საყვარელი საგნები ქართული, გეოგრაფია და ისტორიაა. “ნამდვილად მსურს ლეპტოპის მიღება, რადგან დამეხმარება და გამიადვილებს ინფორმაციის დაგროვებას, ეს კი მომავალში გამომადგება”. - გვიყვება ივერი.

ჩართულია
ნუგზარი (14)

“ინტერნეტი და კომპიუტერი ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, სწორედ ამ დროს გამიჭირდა ყველაზე მეტად ინტერნეტისა და კომპიუტერის გარეშე. ონლაინ სწავლება პირდაპირ ითხოვდა ორივე კომპონენტს. მე გაკვეთილებს მეგობრებისა და მეზობლების დახმარებით ვესწრებედი. დღეს სკოლაში დავდივარ, მაგრამ სასკოლო და არასასკოლო პროექტებში ჩართვა მიჭირს. ასევე მიჭირს პრეზენტაციების მომზადება და დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ჩემთვის ლეტოპი და ინტერნეტი დამატებითი მოტივაციაა, რომ უკეთესად ვისწავლო, რაც დამეხმარება მიზნის მიღწევაში.” - გვიყვება ნუგზარი, რომელსაც გემის კაპიტნობა აქვს გადაწყვეტილი!

ჩართულია
მარიამ (16)

“მომავალში ძალიან მინდა ინგლისურის პედაგოგი გავხდე და მჭირდება უფრო მეტი სწავლა, ჩემი აზრით, ინტერნეტი დამეხმარება ამაში. მე აუცილებლად გამოვიყენებ ლეპტოპს სწავლაში და ჩემს დებსაც ვასწავლი.” - გვიყვება მარიამი. ძალიან უყვარს ხატვა და ცეკვა, რადგან მისი თქმით, კარგად გამოსდის.

ჩართულია
ანრი (16)

ანრი მანქანების შეკეთებას სწავლობს და ეს საქმე მოსწონს კიდეც, თუმცა სამომავლო პროფესია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. სოფელში არსებული ეკონომიკური რთული პირობებიდან გამომდინარე არგვაქ წვდომა საჭირო ტექნიკასთან, რომელსაც გამოვიყენებთ ჩვენი განვითარებისთვის. უკვე რაკი ლეპტოპი მაქვს, დავესწრები ტრენინგებს და გავერთიანდები იმ თიმს ჯგუფებში, საიდანაც შემეძლება საინტერესო პროექტებზე ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა” - გვიყვება ანრი.

ჩართულია
ნინო (17) და ზურიკო (15)

ნინოს მასწავლებლობა უნდა, ზურიკოს კი პროფესია ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს ყველაზე კარგად მეგობრებთან ერთობიან, ხანაც წიგნს კითხულობენ. ნინო წელს აბიტურიენტია და ლეპტოპი გამოცდებისთვის მოსამზადებლად სჭირდება. ზურიკოს კი სკოლაში ხშირად აქვს ისეთი დავალებები, რომლებიც კომპიუტერთან მუშაობას ითხოვენ და აქამდე ამას ვერ ახერხებდა.

ჩართულია
თინიკო (17) და თემური (14)

“მე მჭირდება ლეპტოპი, რათა გამოცდებისთვის მოვემზადო და ჩემი ოცნების პროფესიის სწავლა დავიწყო.” - გვიყვება თინიკო. წელს აბიტურიენტია და ბათუმის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება. ორი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული მიმართულება აინტერესებს - მედიცინა და ქართული ფილოლოგია. მის ძმა თემურს კი ჯერ პროფესია არ შეურჩევია. კომპიუტერს სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს. თინიკოს ჰობი ცეკვაა, თემურს კი ფეხბურთის თამაში უყვარს ყველაზე მეტად.