თამთა 8 და-ძმას შორის ყველაზე პატარაა. თითქმის ყველა სასკოლო საგანი უყვარს და მოსწონს წიგნების კითხვა. ჯერ ზუსტად არ იცის, რა იქნება მისი მომავალი პროფესია, თუმცა სტილისტობაზეც ფიქრობს.
ბონდოს სპორტსმენობა უნდა, თავისუფალ დროს ყოველთვის ვარჯიშობს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ისტორია, ბიოლოგია და ქართულია.
ლიკას უნივერსიტეტი ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნდა, ბიოლოგიის მასწავლებელი გახდეს. უყვარს ყველაფერი, რაც ბიოლოგიას ეხება და ფიქრობს, ინტერნეტს მომავალ პროფესიაზე მეტი ინფორმაციის მიღებაში გამოიყენებს.
მარიამს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, რას შეისწავლის უნივერსიტეტში. უყვარს ფილმების ყურება და ფიქრობს, კომპიუტერსა და ინტერნეტს სკოლაში მოცემული დავალებიბების შესასრულებლად გამოიყენებს.
ხატიას უნდა, მომავალში სამართალდამცავი გახდეს. ფიქრობს, ინტერნეტს თანატოლებთან ურთიერთობისთვის გამოიყენებს, სკოლაში კი ყველაზე მეტად ისტორია და გეოგრაფია აინტერესებს.
მონიკას საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, ქართული, მსოფლიო კულტურა და სპორტია. ცხოველებიც ძალიან უყვარს. ფიქრობს, ინტერნეტს სკოლის დავალებების მოსამზადებლად გამოიყენებს.
ბექას მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული. თუმცა, სპორტი აინტერესებს, სკოლის დარბაზში ვარჯიში უყვარს და ძალოსნობითაა დაკავებული.
დემეტრეს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა ისწავლოს უნივერსიტეტში - ტურიზმის მენეჯმენტი თუ კომპიუტერული პროგრამირება. სკოლაში ყველა საგანი აინტერესებს, განსაკუთრებით კი ისტორია, გეოგრაფია, ქართული და მატემატიკა. რომელი პროფესიაც არ უნდა აირჩიოს, იცის, რომ კომპიუტერი ახალი უნარების გამომუშავებაში აუცილებლად დაეხმარება.
ვანოს სკოლაში ყველაზე მეტად უცხო ენების სწავლა უყვარს. ჯერ არ გადაუწყვეტია მომავალი პროფესია რა იქნება, თუმცა, ზუსტად იცის, რომ თსუ-ში უნდა სწავლა. ვანოს ჰობი მუსიკის შექმნაა.
თეკლეს სურს, რომ ფილოლოგი გახდეს. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ბიოლოგია და გერმანულია. უყვარს წიგნების კითხვა და უხარია, რომ კომპიუტერს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
ნუგზარის საყვარელი საგნები სკოლაში იტორია და სამოქალაქო განათლებაა. ფიქრობს, ინტერნეტსა და კომპიუტერს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს. მას ჯარისკაცობა სურს.
გოგას ვეტერინარობა სურს. მას შინაური ცხოველების მოვლა უყვარს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები უცხო ენები და ბიოლოგიაა.