ლაშა ჯარისკაცობაზე ოცნებობს. სკოლაში ყველაზე მეტი ინტერესით საქართველოს ისტორიასა და გეოგრაფიას სწავლობს. სურვილი აქვს, მეტი იცოდეს საქართველოს ჯარის შესახებ. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაშიც უყვარს.
მიკას ისტორიის და უცხო ენების შესწავლა უყვარს, აპირებს სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელოს, მაგრამ არ გაქვს შერჩეული კონკრეტული პროფესია. ფიქრობს, რომ განათლების მიღება ცხოვრებაში ყველაზე მეტად გამოადგება.
მარიკას ყველაზე მეტად კითხვა უყვარს და თვლის, რომ კითხვის დასრულების შემდეგ უკეთეს ადამიანად ყალიბდება. ისტორია მისი საყვარელი სასკოლო საგანია და მომავალში ფსიქოლოგობას აპირებს. უხარია, რომ ინტერნეტის საშუალებით წვდომა უფასო ელექტრონულ წიგნებთან ექნება. ფიქრობს, რომ მისი სუპერძალა მოსმენის უნარია.
შალვას სკოლაში მხოლოდ 2 საგანი უყვარს: ისტორია და ინგლისური ენა. აპირებს სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტში ჩააბაროს. ამის პარალელურად სურს, სპორტის მასწავლებელი ან კრივის მწვრთნელი გახდეს.
მარიამს სასკოლო საგნებიდან ქართული ენა ყველაზე მეტად უყვარს, ამიტომაც გადაწყვიტა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძოს სწავლა. განსაკუთრებით უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა და სურს, ქართული ენისა და ლიტერატურას მასწავლებელი გახდეს.
თინათინს სურს კომპიუტერი და ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენოს. თავისუფალ დროს მისი საყვარელი საქმიანობა ქარგვაა.
ირაკლის უყვარს მათემატიკა და ფეხბურთი. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, ინტერნეტის გამოყენება უკეთესად სწავლისთვის და სოციალური ურთიერთობებისთვის სჭირდება.
დათოს პროგრამისტობა სურს, უყვარს ისტორია, თუმცა არ უყვარს ქართული ენა და ლიტერატურა, როგორც თავად ამბობს, თემების წერა დიდად არ იზიდავს. მისი ჰობია სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა.
ციური ინტერნეტის გამოყენებას გაკვეთილების მომზადებისთვის აპირებს. სამომავლო პროფესია უკვე შერჩეული აქვს, სურს, სტილისტი გამოვიდეს. მისი ჰობია ოჯახში საქმიანობა.
გენადის არ აქვს გადაწყვეტილი, რა პროფესიას აირჩევს, კომპიუტერი და ინტერნეტი ინფორმაციის მოსაძიებლად სჭირდება. თავისუფალ დროს ფეხბურთის თამაში უყვარს.
ალექსანდრე ივ.ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს და სურს, გეოდეზისტი გახდეს. მისი თქმით, უყვარს გეოგრაფია, ისტორია, ბიოლოგია და ქართული ენა.
თამარს სასკოლო საგნებიდან ძალიან უყვარს ქართული ენა, არ უყვარს მათემატიკა. სამომავლოდ აპირებს მხატვარი გამოვიდეს, რადგანაც ძალიან მოსწონს ხატვის პროცესი.