მარიამი იურისტობას აპირებს და სურს, რომ ივ.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს. უყვარს ისტორია და თავისუფალ დროს ლექსებს წერს. ლუკა სპორტითაა დაკავებული, გამორჩეულად სამოქალაქო განათლება და გეოგრაფია უყვარს.
გიორგის საყვარელი საგანი გეოგრაფიაა, თავისუფალ დროს რუკების გარჩევით იქცევს თავს. სამომავლოდ სურს, რომ გეოლოგი გამოვიდეს.
ნურის ექიმობა სურს. სასკოლო საგნებიდან გულმოდგინებით ბიოლოგიას და ხელოვნებას სწავლობს. მისი ჰობია წიგნების კითხვა.
ელვარდს არ აქვს მოფიქრებული სამომავლოდ რა პროფესიას დაეუფლება. მისი ჰობი წიგნის კითხვაა. როგორც თავად ამბობს, ინტერნეტს მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
მაიას ჰობია ტრადიციული კერძების მომზადება, სამზარეულოში საქმიანობა მისთვის ყველაზე სასიამოვნო გასართობია. სასკოლო საგნებიდან უყვარს გეოგრაფია და ქართული ენა.
ლიკას პედაგოგობა აქვს გადაწყვეტილი. სასკოლო საგნებიდან ბიოლოგია ყველაზე მეტად უყვარს, ფიზიკა კი ძალიან ერთულება. თავისუფალ დროს წიგნის კითხვით იქცევს თავს.
მარიამს სურს ერთდროულად მწერალიც გამოვიდეს და მხატვარიც. მისი თქმით, თავისუფალ დროს ძირითადად წიგნებს კითხულობს, რადგანაც ეს სულიერ სიამოვნებას ანიჭებს.
ედიკს არ აქვს გადაწყვეტილი, რომელ პროფესიას დაეუფლება, ამჟამად ყველაზე მეტად მათემატიკა და ფეხბურთი უყვარს. ამბობს, რომ ინტერნეტს ძირითადად ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
მარიამის საყვარელი საგნები სამოქალაქო განათლება და ქართული ენაა. გამორჩეულად უყვარს კანონების სწავლა. უნივერსიტეტში ჩაბარებაზე ფიქრობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.
ნათიას სურს, რომ უცხო ენების სპეციალისტი გამოვიდეს, სკოლაშიც ყველაზე უკეთ ინგლისურს და გერმანულს სწავლობს. ამჟამად აბიტურიენტია, ინტერნეტი და კომპიუტერი განსაკუთრებით სჭირდება გამოცდებისთვის მოსამზადებლად.
სალომეს სურს, სამართალმცოდნე გამოვიდეს. სკოლაში ყველაზე მეტი ხალისით უცხო ენებს და სამოქალაქო განათლებას სწავლობს. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა და ხატვა უყვარს.
დიმიტრის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ქიმიაა. ჯერ არ აქვს ზუსტად გადაწყვეტილი რომელ პროფესიას აირჩევს, თუმცა არჩევანის გაკეთებას ქირურგობასა და პროგრამისტობას შორის აპირებს. თავისუფალ დროს უყვარს მათემატიკური ამოცანების ამოხსნა და ისტორიული ფილმების ყურება.