ანანოს საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური ენა, ქიმია და სამოქალაქო განათლებაა, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს. თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით.
მათეს საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. მომავალში სურს წარმატებული იურისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და ფეხბურთის თამაში.
ნინოს საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია და მათემატიკაა, ხოლო მომავალში სურს ფარმაცევტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და ქსოვა. რაც შეეხება ბექას, იგი პოლიციელის პროფესიით არის დაინტერესებული, თავისუფალ დროს კი დაკავებულია ხატვით.
ირაკლის საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია, სპორტი და ისტორიაა, თუმცა ჯერ ვერ გადაუწყვეტია რომელ პროფესიას აირჩევს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.
მონიკას საყვარელი საგანები სკოლაში მათემატიკა და ბიოლოგიაა. ფიქრობს ექთნის ან ფარმაცევტის პროფესია აირჩიოს, თუმცა ჯერ ვერ გადაწყვიტა რომელს გაჰყვება. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა, ქარგვა და ხატვა. რაც შეეხება ნიკას, მას ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალი პროფესია, თუმცა ძალიან უყვარს მოგზაურობა.
როსტომის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა, თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია მომავალში რომელ პროფესიას აირჩევს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად“. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და ვარჯიში.
მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და ფიზიკაა, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.
თეკლეს საყვარელი საგანი სკოლაში ქიმიაა, თუმცა, მიუხედავად ამისა, სურს, მომავალში სტილისტი გამოვიდეს. ინტერნეტსაც მომავალი პროფესიის უკეთ შესასწავლად გამოიყენებდა. თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით.
ოთარის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. მომავალში სურს ჯარისკაცი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ცოდნის მისაღებად“. თავისუფალ დროს დაკავებულია ხატვით.
შოთიკოს საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა, ხოლო თავისუფალ დროს დაინტერესებულია ისტორიული წიგნების კითხვით. მიუხედავად ამისა, ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რომელ პროფესიას აირჩევს.
გიგას საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა და მომავალში სურს, რომ ბიზნესმენი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში. რაც შეეხება გიორგის, მისი საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა, თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია მომავალში რა პროფესიას აირჩევს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სხვადასხვა სფეროში ცოდნის გასაღრმავებლად“.
ჯეირანის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა, თავისუფალ დროს კი ძირითადად ვარჯიშითაა დაკავებული. სურს ჯარისჯაცი გამოვიდეს და ემსახუროს ქვეყანას. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ინფორმაციის მისაღებად“.