გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და მათემატიკაა. მომავალში სურს აიტი სპეციალისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ინგლისურის ონლაინ კურსების გავლისათვის“. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.
მარიკას საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. მომავალში გადაწყვეტილი აქვს, რომ პოლიციელი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ქსოვა.
მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ბიოლოგიაა. მომავალში სურს სტომატოლოგი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად“. თავისუფალ დროს დაკავებულია კითხვით.
გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ლიტერატურაა, რადგან დაინტერესებულია პოეზიით და მოსწონს ახალი ნაწარმოებების წაკითხვა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს, თუმცა თავისუფალ დროს დაკავებულია ვარჯიშით და ფიქრობს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მნიშვნელოვანია.
თემურის საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. მომავალში სურს, პროგრამისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში და მანქანის ტარება.
გიგის საყვარელი საგანი სკოლაში სპორტი არის, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული რომელ პროფესიას აირჩევს. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება. „ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოსაძიებლად, ონლაინ კურსებში ჩასართავად და სოციალური ქსელებისთვის“.
არჩილს ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს, თუმცა ამჟამად სპორტით არის დაინტერესებული. თავისუფალ დროს უყვარს რაგბის თამაში. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად და კომუნიკაციისათვის“.
მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია, ქართული და ინგლისურია. „ ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოსაძიებლად, რაც დამეხმარება ცოდნის გაღრმავებასა და დავალებების სწორად შესრულებაში“. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება, მუსიკის მოსმენა და მეგობრებთან ერთად ყოფნა.
მინდიას საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია, ისტორია და ბიოლოგიაა. სწავლის გაგრძელებას ტურიზმის მიმართულებით ფიქრობს, რადგან დაინტერესებულია ამ სფეროთი. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სხვადასხვა ქვეყანაზე ისტორიული და გეოგრაფიული ცნობების მოსაძებნად“. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში და ლაშქრობებზე სიაურული.
იზოს საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული რომელ პროფესიას აირჩევს, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს ნამცხვრების ცხობა. რაც შეეხება ლევანს, ის მეტად სპორტით არის დაინტერესებული. „მიყვარს ვარჯიში და წიგნების კითხვა,რადგან ამით ვანვითარებ ჩემს გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს“.
ზაქროს საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში სწავლას რა მიმართულებით გააგრძელებს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.
ელიკოს საყვარელი საგანი სკოლაში ინგლისური ენაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული სწავლას რა მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა თავისუფალ დროს ძირითადად დაკავებულია ხატვით.