ანა-მარიას საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული სწავლას რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს, თუმცა სურს, ჟურნალისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს ძირითადად წიგნებს კითხულობს.
ბაბექი ძირითადად სპორტით არის დაინტერესებული. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მომავალში რა პროფესიას აირჩევს.
ინთიზარის საყვარელი საგანი სკოლაში ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებია. მომავალში რა პროფესიას აირჩევს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. თავისუფალ დროს ძირითადად მშობლებს ეხმარება.
ილგამის საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური ენა და გეოგრაფიაა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი გამოცდებისათვის მოსამზადებლად“. თავისუფალ დროს ეხმარება მშობლებს.
ელდარის საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, ქართული და ფიზიკაა. მომავალში სურს, რომ მასწავლებელი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი გამოცდებისათვის მოსამზადებლად და სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად“.
დავითი ძირითადად სპორტით არის დაინტერესებული. თავისუფალ დროს მუშაობით არის ძირითადად დაკავებული. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად“.
იას საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და ბიოლოგიაა. სურს, რომ გაიზრდება ვეტერინარი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.
ლექსოს საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, გეოგრაფია და ისტორიაა. ინტერნეტს გამოიყენებდა ცოდნის გასაღრმავებლად. თავისუფალ დროს მუშაობს.
მაკას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და გეოგრაფიაა. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული სწავლას რა მიმართულებით გააგრძელებს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.
მარის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. მომავალში სურს, რომ ექიმი ან მხატვარი გამოვიდეს. „ინტერნეტის საშუალებით მოვიძიებ ინფორმაციებს სასკოლო დავალებებისთვის“. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა.
ეკატერინას ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას გაჰყვება, თუმცა დაინტერესებულია კულინარიით და ინტერნეტს გამოიყენებს ამ სფეროში ცოდნის ასამაღლებლად. თავისუფალ დროს უყვარს ნამცხვრების გამოცხობა.
აჩიკოს საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენაა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საშინაო დავალებების უკეთ შესასრულებლად“. თავისუფალ დროს უყვარს კალათბურთის თამაში.