მოსწავლეები

ჩართულია
მარიამი (15) და გიორგი (16)

გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. მომავალში სურს, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს და თავისუფალ დროსაც ძირითადად ფეხბურთის თამაშით არის დაკავებული. რაც შეეხება მარიამს მისი საყავრელი საგანი გეოგრაფიაა და კულინარითაა გატაცებული.

ჩართულია
ნიკა (17)

ნიკას საყვარელი საგნები სკოლაში გეოგრაფია და ბიოლოგიაა. მომავალში სურს, რომ სტომატოლოგი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა, კალათბურთის და ფეხბურთის თამაში.

ჩართულია
ნინო (15)

ნინოს საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და სამოქალაქო განათლებაა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სასწავლო პროცესისთვის“. გატაცებულია ასევე კულინარიით.

ჩართულია
თამარი (15)

თამარის საყვარელი საგნებია ისტორია და ქართული. მომავალში უნდა, რომ იურისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.

ჩართულია
მაია (16)

მაიას საყვარელი საგნები სკოლაში ფიზიკა, ისტორია და მათემატიკა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი უფრო მეტი იმფორმაციის მოსაძიებლად გონებრივი განვითარების მიზნით“. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და ხატვა.

ჩართულია
ხატია (17)

ხატიას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია და ფიზიკაა. მომავალში სურს, რომ კრიმინალისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წერა.

ჩართულია
ნიკოლოზი (17)

ნიკოლოზის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. სურს, რომ მომავალში პოლიციელი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში.

ჩართულია
თამარი (17)

თამარის საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგიაა. მომავალში სურს, რომ მზარეული გამოვიდეს და თავისუფალ დროსაც სხვადასხვა საჭმელების მომზადებას უთმობს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი განათლების ასამაღლებლად და უფრო მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად კულინარიულ სფეროში.“

ჩართულია
ხურვალეთის ცენტრი

ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე ბიბლიოთეკა არის ადგილობრივი კლუბის შენობაში. შენობა, რომელიც 2009 წელს აშენდა და აღიჭურვა Save the Children-ის მიერ, ბოლო სამი წლის განმავლობაში დაკეტილი იყო. შენობა არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მფლობელობაში, რომელიც იხდის ასევე ელექტრო ენერგიის გადასახადსაც. „კონა-ს“ პროექტის ფარგლებში აქტიური ახალგაზრდების თაოსნობით შენობაში გაიხსნა ბიბლიოთეკა, ხოლო აქტივობების ორგანიზება ხდება 2 აქტიური გოგონას მიერ კვირაში 3-ჯერ. 2019 წლიდან იგეგმება კიდევ უფრო მეტი აქტივობების ორგანიზება სხვადსხვა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ.

ჩართულია
ქვემო ჭალის ბიბლიოთეკა

ქვემო ჭალის ბიბლიოთეკა განთავსებულია კულტურის სახლის შენობაში, რომლის მფლობელიც არის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი და სწორედ მათ მიერ ხდება კომუნალური გადასახადების გადახდაც. არასამთავრობო ორგანიზაცია „კონამ“ ბიბლიოთეკა გაარემონტა, აღჭურვა ინგლისური წიგნებით, გათბობითა და ლეპტოპებით. ბიბლიოთეკაში აქტივობების ორგანიზება ხდება აქტიური ადგილობრივი ახალგაზრდების მიერ, რომლებიც კვირაში ორჯერ იკრიბებიან ბიბლიოთეკაში. ასევე სირცის გამოყენება და აქტივობების მოწყობა ხდება შემდეგი ორგანიზაციების მიერ: KONA, DRONI, YUF.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა, რადგან ამ გზით იგი ეცნობა ქართველ და უცხოელ მწერლებსა და მათ ნაწარმოებებს. „თავისუფალ დროს მიყვარს წიგნების კითხვა, რადგან ვფიქრობ, რომ საუკეთესო საშუალებაა ცოდნის გასაღრმავებლად“.

ჩართულია
ბესიკი (17)

ბესიკის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა და ფიქრობს, რომ ინტერნეტი უკეთ დაეხმარება დედამიწის უკეთ კვლევაში. მისი საყვარელი საქმიანობა თავისუფალ დროს წიგნების კითხვაა, რადგან თვლის, რომ ამ გზით სამყაროს უკეთ შეცნობაა შესაძლებელი.