ბესიკის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა და ფიქრობს, რომ ინტერნეტი უკეთ დაეხმარება დედამიწის უკეთ კვლევაში. მისი საყვარელი საქმიანობა თავისუფალ დროს წიგნების კითხვაა, რადგან თვლის, რომ ამ გზით სამყაროს უკეთ შეცნობაა შესაძლებელი.
მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია გურამს, თუმცა უყვარს ფიზიკა და დაინტერესებულია ზოგადად ტექნიკური საგნებით. „თავისუფალ დროს მიყვარს ხატვა, რადგან ეს საქმიანობა ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს“.
თეას საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ცოდნისა და ინფორმაციის მისაღებად“.
გოჩას საყვარელი საგანი სკოლაში ქიმიაა. მომავალში არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს, თუმცა დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად“.
კახაბერის საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და ფიზიკაა. მომავალში სურს, რომ მეზღვაური გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი უკეთ სასწავლად“. დაინტერესებულია ასევე სოფლის მეურნეობით.
ემზარი გეგმავს, რომ სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელოს და ექიმი გამოვიდეს. ფიქრობს, რომ ინტერნეტის მეშვეობით ცოდნის გაღრმავებას და უნივერსიტეტისთვის უკეთ მომზადებას შეძლებს. ცდილობს, საკუთარ ჯანმრთელობაზეც იზრუნოს და თავისუფალი დრო სპორტითა და ფიზიკური აქტივობებით გაჰყავს.
ანასტასიას საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური ენა და გეოგრაფიაა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სწავლას სად გააგრძელებს, თუმცა სურს გეოგრაფიის მასწავლებელი გამოვიდეს. „ინტერნეტი გამომადგება ჩემთვის საინტერესო დამატებითი ინფორმაციის მოძიებასა და ცოდნის გაღრმავებაში“. თავისუფალ დროს უყვარს ბუნების პეიზაჟების ხატვა.
ირინეს საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა, თავისუფალ დროს კი უყვარს ახალი წიგნების კითხვა. სურს მომავალში სტილისტი გახდეს. რაც შეეხება ირმას, იგი ბიოლოგიითაა დაინტერესებული და სურს, რომ მომავალში პედაგოგი გახდეს. თავისუფალ დროს დაკავებულია კულინარიით.
ცირას საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. მომავალში სურს, რომ ფარმაცევტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს დაკავებულია კულინარიით.
ლელას სკოლაში ძირითადად ჰუმანიტარული საგნებით არის დაინტერესებული. მას სურს, რომ მომავალში დაწყებითი კლასების მასწავლებელი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.
თამარს სურს ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა და პედაგოგი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლის დავალებების შესასრულებლად“. რაც შეეხება გიორგის, მას ჯერ არ აქვს მოფიქრებული სწავლას სად გააგრძელებს და ინტერნეტი ცოდნის გასაღრმავებლად სჭირდება.
ლიზის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ინგლისურია, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს მომავალში. „მიყვარს წიგნის კითხვა, მათი საშუალებით ვიღებ ახალ ინფორმაციებს და განათლებას“.