მოსწავლეები

ჩართულია
ნონა (16)

ნონას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ლიტერატურა და ისტორიაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული სწავლას რა მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა უყვარს პოეზია და მხატვრული ლიტერატურა.

ჩართულია
ანა (17) და ნანა (18)

ანას საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ქართული და სამოქალაქო განათლებაა. მომავალში სურს, რომ სტილისტი გამოვიდეს და ინტერნეტით აპირებს უკეთ შეისწავლოს ეს სფერო. რაც შეეხება ნანას, იგი კულინარიითაა დაინტერესებული და სურს სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს უკეთ გაეცნოს.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რომელ პროფესიას აირჩევს, თუმცა ბევრი რამით არის დაინტერესებული. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სწავლისათვის საჭირო ინფორმაციის მოსაძიებლად“.

ჩართულია
ქეთევანი (17)

ქეთევანის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ქართული და ხელოვნებაა. ქეთევანს უნდა, რომ მომავალში შეფმზარეული გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს სხვადასხვა კერძების მომზადება.

ჩართულია
გიორგი (18)

გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. თავისუფალ დროს უყვარს სხვადასხვა მაკეტების შექმნა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძებნად“.

ჩართულია
ანა (17)

ანას საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. სწავლის გაგრძელებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში აპირებს ფილოლოგიის ფაკულტეტზე. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.

ჩართულია
გიორგი (17) და ლუკა (16)

გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ბიოლოგიაა. თავისუფალ დროს უყვარს ცხენით ჯირითი. რაც შეეხება ლუკას, მისი საყვარელი საგანი სკოლაში სპორტია, რადგან ძალიან უყვარს ფეხბურთის თამაში და თავისუფალ დროსაც ამ საქმიანობითაა დაკავებული.

ჩართულია
სალომე (16)

სალომეს საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და მათემატიკაა. თავისუფალ დროს უყვარს ქსოვა და სახლის საქმეების კეთება. ფიქრობს, რომ დედას დახმარება სჭირდება საქმეებში და ყოველთვის მზად არის დასახმარებლად. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სწავლის გასაუმჯობესებლად“.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს ჯერ არ აქვს მოფიქრებული სწავლას რა მიმართულებით გააგრძელებს, თუმცა სკოლაში ყველა საგანს კარგად სწავლობს. თავისუფალ დროს უყვარს სხვადასხვა ქვეყნის ლიტერატურის კითხვა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ინფორმაციის მისაღებად და ცოდნის ასამაღლებლად“.

ჩართულია
საბა (16)

საბას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. გეგმავს , სწავლა გააგრძელოს და ინჟინერი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი თვითგანვითარებისათვის და კომუნიკაციისთვის“. დაინტერესებულია ფოტო ხელოვნებით.

ჩართულია
მზია (15)

მზიას საყავრელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, ქართული ენა და სამოქალაქო განათლებაა. სურს, რომ გამოვიდეს ჟურნალისტი და დიზაინერი. უყვარს კერვა, სხვადასხვა ნივთების გადაკეთება, ფრენბურთის თამაში და კულინარია. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ინგლისურის ენის უკეთ შესასწავლად და სხვადასხვა საინტერესო ვიდეოების საყურებლად“.

ჩართულია
მარი (16)

მარის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ინგლისურია. სწავლას სად გააგრძელებეს ჯერ არ აქვს მოფიქრებული. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.