მოსწავლეები

ჩართულია
მარი (16)

მარის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ინგლისურია. სწავლას სად გააგრძელებეს ჯერ არ აქვს მოფიქრებული. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა.

ჩართულია
შორენა (16)

შორენას საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ქართულია. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რისი კეთება სურს. „კომპიუტერს გამოვიყენებდი გაკვეთილების უკეთ მოსამზადებლად და მათემატიკაში სავარჯიშოდ“.

ჩართულია
რაინდი (16) და როლანდი (15)

რაინდის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ბიოლოგიაა. ფიქრობს, რომ ინტერნეტს გამოიყენებს უცხო ენების უკეთ შესასწავლად, ასევე დაინტერესებულია ავტომობილებით. რაც შეეხება როლანდს, მას სურს, რომ სპორტსმენი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება.

ჩართულია
ეკა (17)

ეკას საყვარელი საგანი სკოლაში ბიოლოგიაა. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. „ინტერნეტს გამოვიყენებდი გაკვეთილების უკეთ მოსამზადებლად და საინტერესო ინფორმაციის სანახავად“.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს კითხვა და ტაძარში სიარული. ინტერნეტს გამოიყენებდა საინტერესო ინფორმაციის მოსაძებნად.

ჩართულია
მაია (18) და ნინო (16)

მაიას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია უყვარს. სწავლის გაგრძელებას ფიქრობს საჯარო მმართველობის მიმართულებით. ფიქრობს , რომ დღეს ინტერნეტი ყველაზე კარგი საშუალებაა განვითარებისთვის. რაც შეეხება ნინოს, მისი საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა და ბუღალტერიითაა დაინტერესებული.

ჩართულია
დიანა (17)

დიანას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ფიზიკა და ბიოლოგიაა. მომავალში სურს, რომ ფსიქოლოგი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საატესტატო გამოცდებისთვის მოსამზადებლად“. თავისუფალ დროს უყვარს მუსიკის მოსმენა და კითხვა.

ჩართულია
ედნარი (16)

ედნარს ყველაზე გამორჩეულად მუსიკა უყავრს, ხშირად უსმენს სიმღერებს, გაკვეთილებიდან უპირატესობას სპორტის გაკვეთილებს ანიჭებს.

ჩართულია
ნოდარი (15)

ნოდარის საყავრელი საგანი სკოლაში ქართული ენაა. მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს მოფიქრებული, თუმცა უყვარს, როდესაც მშობლებს საოჯახო საქმეებში ეხმარება და ფეხბურთის თამაში.

ჩართულია
მარიამი (15)

მარიამის საყავრელი საგანი სკოლაში ქართული ენაა, რადგან ძალიან უყვარს კითხვა. ინტერნეტს გამოიყენებდა ინფორმაციის მისაღებად. სურს, შეისწავლოს კერვა. უყვარს საოჯახო საქმეების კეთება და ცხოველები.

ჩართულია
დავით (16)

დავითისთვის არ არსებობს სასკოლო საგანი, რომელიც მას არ უყვარს. სურს, რომ მსახიობი გამოვიდეს. არის მუსიკოსი და ძმებთან ერთად ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებებს. თვლის, რომ ეს ყველაზე კარგი საშუალებაა გამოხატო საკუთარი გრძნობები და ემოციები. ძალიან აინტერესებს ასტრობიოლოგია და სურს,რომ ინტერნეტისა და კომპიუტერის ქონის შემთხვევაში ბევრი მასალა მოიძიოს ამ თემის ირგვლივ.

ჩართულია
თამთა (16)

თამთას საყვარელი საგნებია ბიოლოგია, ისტორია, ქართული ენა და ლიტერატურა. სურს, რომ მედიცინის მუშაკი გამოვიდეს. ხშირად უწევს ბებიისთვის წნევის გაზომვა, ნემსის გაკეთება და ეს პროცესი დიდ სიამოვნებას ანიჭებს.