სევერიანს სურს, ფიზიკოსი გამოვიდეს. მისი თქმით, ფიზიკა და მათემატიკა იმიტომ უყვარს ყველაზე მეტად, რომ მეხსიერების და აზროვნების განვითარებაში ეხმარება. თავისუფალ დროს თავს ამოცანების ამოხსნით ირთობს.
ხათუნას ყველაზე მეტად ჰუმანიტარული საგნები უყვარს. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს და კულინარიითაა გატაცებული. სურს, რომ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში ჩააბაროს და დაწყებითი კლასების პედაგოგი გამოვიდეს. რაც შეეხება ცირას, მისი საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა და მომავალში ფარმაცევტობა სურს.
გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია, ბიოლოგია და ქართული ენაა. „ ინტერნეტს გამოვიყენებდი ჩემთვის საინტერესო საკითხების მოსაძებნად“. თავისუფალ დროს უყვარს ცხენით ჯირითი, რადგან ამ დროს თავისუფლებას გრძნობს.
ბეტოს საყავრელი საგნები სკოლაში მათემატიკა, ბიოლოგია და ქართულია. სწავლის გაგრძელებას ბეტო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს. თავისუფალ დროს უყვარს მხატვრული ლიტერატურის კითხვა.
შმაგის საყავრელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას აირჩევს მომავალში, თუმცა აინტერესებს სოფლის მეურნეობა და თავისუფალ დროს ეხმარება მშობლებს.
გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში სპორტი და მათემატიკაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს. „თავისუფალ დროს მიყვარს ვარჯიში, რადგან მინდა, რომ წარმატებული ვიყო და საქართველო ვასახელო“.
კახეთის სოფელ ენისლში 2013 წლიდან არსებობს 4 ახალგაზრდა ქალისაგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფი, რომელიც სოფელში მოხალისეობრივ საქმიანობას ეწევა. ჯგუფი მიზნად ისახავენ სოფელში არსებული პრობლემების აღმოფხვრას და აქტიურად მუშაობენ მათ გადაწყვეტაზე. ცენტრი სრულიად უფასოდ ეხმარება სოფლის მოსახლეობას კარიერულ წინსვლასა და განვითარებაში, რაშიც მათ ინტერნეტი სჭირდებათ.
რამდენიმე აქტიური ახალგაზრდის წყალობით, თეთრწყაროს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებული ორგანიზაცია მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას და ახალგაზრდებისათვის არაფორმალული განათლების მიმართულებით პროექტების განხორციელებას. ცენტრი ხელს უწყობს: საზოგადოების ერთმანეთთან დაახლოებას, იდეების გაცვლას, თანამშრომლობას და სხვადასხვა საინტერესო პროექტების და ღონისძიების ერთობლივი ძალებით დაგეგმვას.
ლიზას საყავრელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია და ინგლისურია. მომავალში სურს, რომ იურისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ინფორმაციის მოსაძიებლად, რომელსაც მოგვიანებით მასწავლებლებს და თანაკლასელებს გავუგზიარებდი“.
ბესიკის საყავრელი საგნები სკოლაში ქართული, მათემატიკა და ისტორიაა. მომავალში რა პროფესიას აირჩევს ჯერ არ აქვს მოფიქრებული, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს: სწავლა, თევზაობა, ცურვა და ფეხბურთის თამაში.
დალის საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია და ქართულია. სწავლის გაგრძელებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს, თუმცა ფაკულტეტი ჯერ არ მოუფიქრებია. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და საოჯახო საქმეების კეთება.
მარის საყავრელი საგნები სკოლაში ფიზიკა, მათემატიკა და ბიოლოგიაა. მომავალში სურს, რომ პოლიციელი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის და სკოლის დამატებითი მასალის მოსაძებნად“. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა, ფილმების ყურება და კულინარია.