მოსწავლეები

ჩართულია
ლინდა (15)

ლინდას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, გეოგრაფია და ბიოლოგიაა. ინტერნეტს გამოიყენებდა კომუნიკაციისა და ინფორმაციის მოსაძიებლად სკოლისათვის. „თავისუფალ დროს მიყვარს დიასახლისობა, ვეხმარები მშობლებს საოჯახო საქმეებში“.

ჩართულია
ლიდა (17), გიგო (16) და ქრისტინე (15)

ლიდას საყავრელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა, თავისუფალ დროს უყვარს ქსოვა. ქრისტინეს სურს მომავალში სტილისტი გამოვიდეს და მოსწონს ოჯახში საქმიანობა. რაც შეეხება გიგოს მას მათემატიკური საგნები იზიდავს და სურს, ეკონომისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყავრს ფეხბურთის თამაში და წიგნების კითხვა.

ჩართულია
ვალერი (16)

ვალერის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა. სკოლის დასრულების შემდეგ სურს, რომ მზარეული გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ლექსების წერა.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში სამოქალაქო განათლებაა, რადგან თვლის, რომ იგი ამაღლებს მოქალაქეობრივ ცნობიერებას. სურს, სკოლის დამთავრების შემდეგ პროგრამისტი გამოვიდეს. ინტერნეტს გამოიყენებდა მისთვის საინტერესო მასალების მოსაძებნად.

ჩართულია
მათე (16)

მათეს საყავრელი საგანი სკოლაში სამოქალაქო განათლება და გეოგრაფიაა. თავისუფალ დროს უყვარს მოგზაურობა და სხვადასხვა კულტურის გაცნობა თუნდაც ინტერნეტისა და წიგნების საშუალებით. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ჩემი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ინფორმაციის მოსაპოვებლად და აკადემიური მოსწრების ასამაღლებლად“.

ჩართულია
ლაშა (15)

ლაშას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, გეოგრაფია და ისტორიაა. მომავალში ჯერ არ აქვს მოფიქრებული თუ რა პროფესიას აირჩევს, თუმცა აქტიურადაა დაკავებული ჭიდაობით და თავისუფალ დროს ამ საქმიანობას უთმობს.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა. მომავალში უნდა, რომ მეზღვაური გამოვიდეს. „ინტერნეტის დახმარებით მოვიძიებ ინფორმაციებს, გამოვიყენებ მას სასწავლო პროცესში, რათა შევძლო განათლების მიღება“. თავისუფალ დროს ძირითადად სპორტითაა დაკავებული, უყვარს ფეხბურთისა და კალათბურთის თამაში.

ჩართულია
გურამი (15), ნოე (17) და ლილი (18)

გურამი, ნოე და ლილი დედმამიშვილები არიან, ნოეს თქმით, ყველაზე მეტად ხატვა უყვარს, ეს ამშვიდებს, გურამს კი საოჯახო საქმეების კეთება მოსწონს. სამომავლო პროფესია ჯერ არც ერთს არ შეურჩევია.

ჩართულია
უჩა (15)

უჩას მათემატიკა უყვარს და სურს, რომ ფეხბურთელი გამოვიდეს. ფიქრობს, რომ პერსონალური კომპიუტერისა და ინტერნეტის ქონა ყველაზე მეტად სასწავლო პროცესისთვის გამოადგება.

ჩართულია
ნაზი (16)

ნაზის საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. სწავლას სად გააგრძელებს ჯერ არ აქვს მოფიქრებული. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად“. თავისუფალ დროს ძირითადად მეცადინეობს ან სახლის საქმეებითაა დაკავებული.

ჩართულია
სოფიკო (15)

სოფიკოს საყვარელი საგანი სკოლაში ხელოვნებაა, თუმცა სწავლას სად გააგრძელებს ჯერ არ აქვს მოფიქრებული. „ინტერნეტს გამოვიყენებდი განათლების მისაღებად“.

ჩართულია
იზა (16)

იზას საყავრელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. მომავალში სურს რომ კულინარი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ზოგადი განათლების ასამაღლებლად“. თავისუფალ დროს უყვარს სახლის საქმეების კეთება.