ანას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად მათემატიკა უყვარს. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს ცეკვა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლისთვის საჭირო მასალის მოსაძებნად“.
სულიკოს საყვარელი საგანი სკოლაში ქიმიაა. მომავალში სურს ინჟინერი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი განათლების უკეთ მიღებაში“. თავისუფალ დროს მოსწონს თეატრში მუშაობა.
არამის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ქართულია. მომავალში რა პროფესიას აირჩევს, ჯერ არ მოუფიქრებია. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ქართულის უკეთ სასწავლაში და დავალებების მოსამზადებლად“.
ქეთევანის საყავრელი საგანი სკოლაში ქართული ლიტერატურაა. სურს სწავლა სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში გააგრძელოს და ინგლისურის მასწავლებელი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს სეირნობა.
ზურაბის საყავრელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა, რადგან მოსწონს როდესაც საშუალება აქვს წარმოსახვით დროსა და სივრცეში იმოგზაუროს. ჯერ არ აქვს მოფიქრებული სწავლას სად გააგრძელებს, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს ისტორიული ფილმების ყურება და ინტერნეტს მეტი ცოდნის მისაღებად გამოიყენებდა.
ბარბარეს საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. მომავალში სურს, რომ იურისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მისაღებად“. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.
აკვილინას ძირითადად საბუნებისმეტყველო საგნები უყვარს: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია. მომავალში სურს, რომ ექიმი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა, ბადმინტონის და კალათბურთის თამაში. „ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციების მოსაძიებლად, რაც გამიადვილებს სწავლის პროცესს“.
ნიკას საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ისტორიაა. მომავალში რისი კეთება სურს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი. „ინტერნეტის დახმარებით გავიღრმავებ ცოდნას,გავეცნობი სხვადასხვა ინფორმაციას და სიახლეებს, ასევე გამოვიყენებ მას სკოლაში დავალებების მომზადების დროს“.
სალომეს საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ინგლისურია. მომავალი პროფესია ჯერ არ მოუფიქრებია, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს ცეკვა და წიგნების კითხვა.
მიშიკოს საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და ინგლისურია. სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში სურს, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა განხრით. „ინტერნეტს გამოვიყენებდი შემეცნებითი საგნების უკეთ ასათვისებლად“.
თინათინის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა, მომავალ პროფესიაც სურს ამ საგანს დაუკავშიროს და ისტორიკოსი გამოვიდეს. ინტერნეტს გამოიყენებდა მეტი ინფორმაციის მისაღებად. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.
ოთარის საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და სპორტია. სურს რომ მომავალი პროფესია ინჟინერიას ან მეცნიერებას დაუკავშიროს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად და ფილმების საყურებლად“.