თამარის საყვარელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. ჯერ არ მოუფიქრებია რომელ უნივერსიტეტში გააგრძელებს სწავლას, თუმცა სურს მომავალში იურისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.
სალომეს საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. მომავალში სურს გამომძიებელი გახდეს. „თავისუფალ დროს ძირითადად წიგნებს ვკითხულობ რადგან მიყვარს თავგადასავლები“.
არიანას საყვარელი საგანი სკოლაში ბიოლოგიაა. მომავალში სურს წარმატებული ექიმი გამოვიდეს. ინტერნეტის გამოყენებას ძირითადად სწავლის პროცესში აპირებს. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა.
თორნიკეს საყვარელი საგნები სკოლაში ქართული ენა და ისტორიაა. „ინტერნეტს ძირითადად გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მისაღებად“. თავისუფალ დროს უყვარს ჭიდაობა.
თამუნას საყვარელი საგანი სკოლაში რუსული ენაა. მას ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალი პროფესია. ინტერნეტს ძირითადად გამოიყენებდა საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად. „თავისუფალ დროს მიყვარს ორიგამების გაკეთება“.
მარგალიტას საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, გეოგრაფია და ინგლისური ენაა. უნივერსიტეტში ჩაბარებას გეგმავს, თუმცა მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს არჩეული. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ასევე სიახლეების და ახალი ფილმების სანახავად“.
გვანცას საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა და ამოცანების ამოხსნის პროცესით იგი დიდ სიამოვნებას ღებულობს. მომავალი პროფესია ჯერ არ აქვს მოფიქრებული. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა.
თორნიკეს საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. მომავალში სურს ჟურნალისტი გახდეს. „თავისუფალ დროს მიყვარს ტელე-სიუჟეტების მომზადება“.
ალექსანდრეს საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ისტორიაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი არსებული ცოდნის გასაღრმავებლად“. თავისუფალ დროს უყვარს ფანდურზე დაკვრა.
ნინოს საყავრელი საგანი სკოლაში ისტორიაა, რადგან ის მას საშუალებას აძლევს გაეცნოს სხვადასხვა ქვეყნების კულტურასა და ხელოვნებას. მომავალში სურს მოდელი გახდეს. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა, ხოლო ინტერნეტს ძირითადად მეცადინეობის დროს გამოიყენებდა.
მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. მომავალში სურს მედიცინის მუშაკი გამოვიდეს. ინტერნეტს გამოიყენებდა სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა.
ანას სკოლის საგნებიდან ძირითადად უცხო ენები იტაცებს. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას აირჩევს. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა.