მოსწავლეები

ჩართულია
შორენა (15)

შორენას საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა. სწავლის გაგრძელებას ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად და წიგნების წასაკითხად“.

ჩართულია
ნოდარი (17)

ნოდარის საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. მომავალში სურს მემანქანე გამოვიდეს. ინტერნეტს გამოიყენებდა სასურველი ინფორმაციის მოსაძიებლად. „თავისუფალ დროს სიამოვნებით ვეხმარები მშობლებს სასოფლო სამეურნეო საქმიანობაში“.

ჩართულია
ნათია (16) და თათია (17)

ნათიას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და მათემატიკაა. უნივერსიტეტი ჯერ არჩეული არ აქვს, თუმცა აპირებს, რომ იურისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა. თათიას სურს სწავლა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე გააგრძელოს და წარმატებული ფსიქოლოგი გამოვიდეს.

ჩართულია
ნინო (17)

ნინოს საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ინგლისურია. უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი აქვს, თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია სწავლას რა კუთხით გააგრძელებს. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება, წიგნების კითხვა და მეგობრებთან გართობა.

ჩართულია
თინიკო (16)

თინიკოს საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ლიტერატურაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალი პროფესია, თუმცა თავისუფალ დროს ფილმების ყურებას ანიჭებს უპირატესობას.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და ქიმია არის. სურს პროფესიით იურისტი გახდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად“. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და მეგობრებთან ურთიერთობა.

ჩართულია
ხატია (16)

ხატიას საყვარელი საგნები სკოლაში მათემატიკა და ეკონომიკაა. მომავალში სურს, სწავლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს და ეკონომისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს ძირითადად კითხულობს წიგნებს.

ჩართულია
ზურაბი (15)

ზურაბს ჯერ არ აქვს მოფიქრებული რომელ პროფესიას გაჰყვება, თუმცა სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია უყავრს. ინტერნეტს გამოიყენებდა მისთვის სიანტერესო რაღაცების მოსაძებნად. „ყველაზე მეტად მიყვარს საინტერესო ამბების მოძიება და შემდეგ განხილვა მეგობრებთან ერთად“.

ჩართულია
ზურა (15)

ზურას საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია და გეოგრაფიაა, რადგან ფიქრობს, რომ სოფელში მცხოვრები ბავშვისათვის ყველაზე საინტერესო და გამოსადეგი სწორედ ეს საგნებია. ინტერნეტის გამოყენებას აპირებს საჭირო ინფორმაციების მოსაძებნად. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა და ფილმების ყურება.

ჩართულია
ზაური (16)

ზაურის საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და გეოგრაფიაა. მომავალში გეგმავს, რომ ხატმწერი გამოვიდეს. ინტერნეტს ძირითადად სკოლის დავალებების შესრულებაში გამოიყენებს. „თავისუფალ დროს ძირითადად ვხატავ, რადგან ეს პროცესი უდიდეს სიხარულს მანიჭებს“.

ჩართულია
ანა (16)

ანას საყავრელი საგნები სკოლაში ბიოლოგია, ფიზიკა და უცხო ენაა. ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიის სურს რომ გამოვიდეს, თუმცა სწავლის გაგრძელებას შავი ზღვის უნივერსიტეტში გეგმავს. თავისუფალ დროს ძირითადად კითხვითაა დაკავებული.

ჩართულია
ლიკა (16)

ლიკას საყავრელი სკოლის საგანი გეოგრაფიაა, მომავალში კი ჟურნალისტობას აპირებს. ინტერნეტის გამოყენებას ძირითადად სამეცადინოდ და სკოლაში მიცემული დავალებების შესასრულებლად აპირებს. თავისუფალ დროს უყვარს ცეკვა.