მოსწავლეები

ჩართულია
ზურა (14)

ზურას საყავრელი საგნები სკოლაში ისტორია, მათემატიკა და ქართული არის. სურს მომავალში წარმატებული კომპანიის მენეჯერი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა, „ინტერნეტს გამოვიყენებდი ახალი ადამიანების გასაცნობად და სიახლეების გასაგებად“.

ჩართულია
გიორგი (17) და გურამი (15)

გიორგიც და გურამიც ძირითადად სპორტით არიან დაინტერესებული და სურვილი აქვთ მომავალში ორივენი სპორტსმენები გამოვიდნენ. თავისუფალ დროს ბიჭებს უყვართ ცურვა და ფეხბურთის თამაში. ინტერნეტს გამოიყენებენ სამეცადინოდ და სიახლეების გასაცნობად.

ჩართულია
მარიამი (15) და ნინო (14)

მარიამს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ბიოლოგია უყვარს, ხოლო მომავალში აპირებს, რომ წარმატებული და მოთხოვნადი ექიმი გამოვიდეს მთელი ქვეყნის მასშტაბით. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება და კალათბურთის თამაში. ნინოს ყველაზე მეტად კერძების მომზადება და კალათბურთის თამაში უყვარს. იგი სპორტსმენია და მისი სურვილია, რომ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში მოხვდეს.

ჩართულია
ნიკოლოზი (16)

ნიკოლოზს სკოლის საგნებიდან ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა უყვარს. ინტერნეტს გამოიყენებდა სკოლაში მიცემული დავალებების უკეთესად შესასრულებლად. „მიყვარს ელექტრონული ხელსაწყოების შეკეთება, ვცდილობ გავამარტივო და ახლებურად გადავაკეთო,ასევე მაინტერესებს კომპიუტერული პროგრამები“.

ჩართულია
თეონა (18) და თამუნა (17)

თეონას სურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაბარება. მომავალში აპირებს მასწავლებელი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად და ცოდნის გასაღრმავებლად“. რაც შეეხება თამუნას უნივერსიტეტში ჩაბარება მასაც სურს, თუმცა სასურველი ფაკულტეტი ჯერ არ მოუფიქრებია. უყვარს მოგზაურობა.

ჩართულია
თათია (15)

თათიას სკოლის საყავრელი საგნებია ისტორია, სამოქალაქო განათლება და ინგლისური. სწავლის გაგრძელებას გეგმავს, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული სად. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლის დავალებების უკეთ შესასრულებლად“.

ჩართულია
ნია (14)

ნიას საყვარელი საგნები სკოლაში ქიმია და ბიოლოგიაა. მომავალში სურს ბიოლოგი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და ფილმების ყურება. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლისათვის საჭირო ინფორმაციის მოძიებლად და ფილმების საყურებლად“.

ჩართულია
ბესო (14)

ბესოს სკოლის საგნებიდან ბიოლოგია, ისტორია და სამოქალაქო განათლება უყვარს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა მიმართულებით სურს სწავლის გაგრძელება. „თავისუფალ დროს ვკითხულობ სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებს და ვსეირნობ ველოსიპედით“.

ჩართულია
დიანა (18)

დიანას საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და მათემატიკა არის. სურს სწავლა ფინანსების მიმართულებით გააგრძელოს. „ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოსაძიებლად და უკეთ სასწავლად“.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენაა. მარიამს ჯერ არ აქვს მოფიქრებული მომავალში რა პროფესიას სურს, რომ გაყვეს. თავისუფალ დროს ძირითადად დედას ეხმარება სახლის საქმეებში.

ჩართულია
თორნიკე (18)

თორნიკეს საყავრელი საგანი სკოლაში გეოგრაფიაა. მომავალში სურს კულინარი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საჭირო ინფორმაციის მოსაძებნად“.

ჩართულია
უჩა (17)

უჩას საყვარელი სკოლის საგნები გეოგრაფია და ქართულია. ჯერ არ მოუფიქრებია სად აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა სურს სპორტსმენი გამოვიდეს. თავისუფალ დროს თამაშობს ფეხბურთს და კალათბურთს.