უჩას საყვარელი სკოლის საგნები გეოგრაფია და ქართულია. ჯერ არ მოუფიქრებია სად აპირებს სწავლის გაგრძელებას, თუმცა სურს სპორტსმენი გამოვიდეს. თავისუფალ დროს თამაშობს ფეხბურთს და კალათბურთს.
მარიამის საყვარელი საგნები ქიმია და ბიოლოგიაა. აპირებს მომავალში სწავლა სამედიცინო უნივერსიტეტში გააგრძელოს და ექიმი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ინფორმაციის მოსაძიებლად და საშინაო დავალებების უკეთ მოსამზადებლად“.
მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ფიზიკა არის. ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა პროფესიას გაყვება, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს მუსიკის მოსმენა და ფოტოების გადაღება.
მარიამს სკოლის საგნებიდან ისტორია, ქართული და ბილოგია უყვარს, სურს სწავლა შავი ზღვის უნივერსიტეტში გააგრძელოს და გამომძიებელი გამოვიდეს. ინტერნეტს გამოიყენებდა ფილმების საყურებლად. „ძალიან მიყვარს ცეკვა, რადგან ცეკვისას ვგრძნობ თავისუფლებას“.
მარიამის საყვარელი საგანი სამოქალაქო განათლებაა. სურს სწავლა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე გააგრძელოს და წარმატებული იურისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სწავლის გასაუმჯობესებლად“.
შალვა ძირითადად სპორტით არის გატაცებული. მომავალში აპირებს, რომ მეზღვაური გამოვიდეს და ცდილობს წინასწარ მოემზადოს ფიზიკურად ამისათვის. „ინტერნეტი დამეხმარებოდა საატესტატო გამოცდების ტესტებში მომზადებლად და ინფორმაციის მოძიებლად, რაც მომავალში გამომადგება“.
ამირანის საყვარელი საგანი სკოლაში მათემატიკაა. მომავალში სურს დიპლომატი გამოვიდეს და ახლაც აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივობებში. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მეტი ინფორმაციის მისაღებად“.
ნინოს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ბიოლოგია უყვარს და დაინტერესებულია ადამიანის ანატომიით. აპირებს სწავლა კოლეჯში გააგრძელოს და მომავალში კულინარი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ელექტრონული წიგნების წასაკითხად და ჩემთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად“.
თამუნას საყვარელი სკოლის საგანი ქართულია. მისი ჰობი წიგნების კითხვაა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სასწავლო პროცესში უკეთ ჩასაბმელად“.
თენგიზს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად გეოგრაფია უყვარს. თავისუფალ დროს ძირითადად კითხვითაა დაკავებული. „ინტერნეტს გამოვიყენებდი გაკვეთილების უკეთ სასწავლად“.
თინათინს თავისუფალ დროს კითხვა უყვარს, მისი საყვარელი საგანიც სკოლაში ქართული ლიტერატურაა. მომავალში არ იცის რომელ პროფესიას აირჩევს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლის დავალებების უკეთ შესრულებაში“.
მარიამს სკოლის საგნებიდან ქართული და გეოგრაფია უყვარს. მომავალში სურს, რომ კულინარი გამოვიდეს, თავისუფლად დროსაც ძირითადად კერძების მომზადებით არის დაკავებული. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სასურველი ინფორმაციის მოძიებისათვის“.