გიორგის არ აქვს ჯერ მოფიქრებული მომავალი პროფესია, თუმცა სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია უყვარს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი მასალების და სასწავლო პროგრამების მოძიებისათვის“. დაინტერესებულია სპორტით და თავისუფალ დროს ძირითადად ვარჯიშობს.
დიმიტრის სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული უყვარს. ჯერ არ მოუფიქრებია თუ რა პროფესიას სურს გაჰყვეს, თუმცა ძირითადად სპორტით არის გატაცებული, რაშიც საკმაოდ წარმატებულია. „ინტერნეტს გამოვიყენებ ინტერესების სფეროს გასაფართოებლად“.
სოფოს საყვარელი საგანი ქართული ლიტერატურაა. მომავალში სურს მზარეული გამოვიდეს. თავისუფალ დროს უკრავს გიტარაზე. ინტერნეტს გამოიყენებდა სწავლასა და საინტერესო ისტორიების კითხვაში.
ელენეს საყავრელი საგნები ფიზიკა, ქიმია და მათემატიკაა. მომავალში სურს ვეტერინარი გამოვიდეს, რადგან ძალიან უყვარს ძაღლები და თავისუფალ დროს მეზობლის ძაღლებსაც ასეირნებს. ინტერნეტს გამოიყენებს სწავლასა და ფილმების ყურებაში.
გიორგის მომავალში ფსიქოლოგობა სურს, თუმცა უნდა, რომ მისი ცხოვრება რამენაირად დაკავშირებული იყოს ხელოვნებასთან, რადგან მისი აზრით, ხელოვნება სამყაროს უფრო მშვენიერს და საინტერესოს ხდის. ინტერნეტს გამოიყენებდა გამოცდებისათვის მომზადებაში სხვადასხვა ქართულ საგანმანათლებლო საიტზე. თავისუფალ დროს უყვარს ხატვა და სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვა.
გვანცას სკოლის საყავრელი საგნები ქიმია და ბიოლოგიაა, მომავალში კი ექიმობას გეგმავს. ინტერნეტს გამოიყენებდა სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძებნად და ფილმების საყურებლად.
ლუკას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული უყვარს. ინტერნეტს ძირითადად გამოიყენებს მეცადინეობისათვის. თავისუფალ დროს უყვარს თევზაობა და სურს მომავალში მზარეული გამოვიდეს.
ქ.წყალტუბოში არსებული ცენტრი ემსახურება 24 სოციალურად დაუცველ, მზრუნველობამოკლებულ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვს. ცენტრი ეხმარება მათ სასკოლო მასალის დაძლევაში, არაფორმალური განათლების მიღებაში და აქტიურად მუშაობს მათი უფლებების დაცვის კუთხით. ბენეფიციართა უმრავლესობისთვის ინტერნეტი მიუწვდომელი რამაა.
ბაგრატს ფიზიკა და მათემატიკა უყვარს, თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია სად სურს სწავლის გაგრძელება. “ინტერნეტს გამოვიყენებ სწავლაში, ინფორმაციის მოძიებაში და კომუნიკაციაში”.
დაჩის ისტორია და გეოგრაფია უყვარს განსაკუთრებით. ჯერ არ მოუფიქრებია მომავალი პროფესია, თუმცა თავისუფალ დროს უყვარს კალათბურთის თამაში. “ინტერნეტს გამოვიყენებდი შემეცნებითი ინფორმაციის მოსაძებნად და სოციალური ქსელებისათვის”.
გიორგის ყველაზე მეტად ქართული ენა უყვარს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად ფეხბურთს თამაშობს. “ინტერნეტს გამოვიყენებ სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვაში და კომუნიკაციისათვის”.
გიორგის ქართული ისტორია და ინგლისური უყვარს. თავისუფალ დროს უყურებს ფილმებს და ხატავს. “ინტერნეტით მოვიძიებდი ჩემთვის საინტერესო რაღაცებს”.