სამოელს სკოლის საგნებიდან ქართული უყვარს. უნივერსიტეტში ჩაბარების სურვილი აქვს, თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია სად. “ინტერნეტს გამოვიყენებდი ცოდნის გაღრმავებაში”.
მიხეილს სკოლის საგნებიდან ქართული, ქიმია და მათემატიკა უყვარს. სურს სწავლა აგრარულ უნივერსიტეტში გააგრძელოს და ვეტერინარი გამოვიდეს. “კომპიუტერს გამოვიყენებდი საგამოცდო ტესტების გაკეთებასა და მასალის მოძიებაში”. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება და ფეხბურთის თამაში.
ალექსანდრეს სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია უყვარს. უყვარს სპორტის ყველა სახეობა, განსაკუთრებით კი თავისუფალ დროს მოსწონს კალათბურთის თამაში. “ინტერნეტს გამოვიყენებდი საკუთარი თავის განსავითარებლად, მოვიძიებდი ჩემთვის საინტერესო ინფორმაციებს”.
მარიამს სკოლის საგნებიდან ქიმია უყვარს და მოსწონს როდესაც ქიმიურ ექსპერიმენტებს აკეთებს. ინტერნეტს გამოიყენებდა ინფორმაციის მოძიებასა და ცოდნის გაღრმავებაში. თავისუფალ დროს კითხულობს წიგნებს.
მარიამს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ინგლისური უყვარს და მომავალში სურს ამ ენის პროფესიულ დონეზე შესწავლა. თავისუფალ დროს უყვარს წიგნების კითხვა და ინტერნეტს გამოიყენებს ინფორმაციის მისაღებად.
ქეთინო მოწესრიგებული და უყვარს ოჯახის საქმეები. სკოლის საგნებიდან ყველაზე კარგად ქართულს და მათემატიკას სწავლობს. აპირებს სამედიცინო კოლეჯში გააგრძელოს სწავლა და ექთანი გამოვიდეს.
საბას სკოლის საგნებიდან ისტორია და გეოგრაფია უყვარს. ძირითადად დაინტერესებულია სპორტით, განსაკუთრებით კი ფეხბურთით. ინტერნეტს გამოიყენებდა მისთვის საინტერესო ინფორმაციის მოსაძიებლად.
საბას საყვარელი საგანია ხელოვნება. მომავალში სურს გამოვიდეს პროგრამისტი. კომპიუტერი სჭირდება ამ პროფესიის უკეთ შესასწავლად. უყვარს საოჯახო საქმეების კეთება და ფეხბურთის თამაში.
ნიკა სპორტით არის დაინტერესებული, უყვარს ვარჯიში და ფეხბურთის თამაში. სურს შეისწავლოს კომპიუტერული ტექნოლოგიები. „ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოსაძიებლად. საჭიროების შემთხვევაში, რათა პროფესიას კარგად დავეუფლო“.
თამარს უყვარს ხელოვნება და ქართული. მომავალში ფიქრობს გამოვიდეს ექთანი. თავისუფალ დროს დაკავებულია ოჯახის საქმეებით.
თემური ძირითადად სპორტით არის დაინტერესებული. უყვარს ფეხბურთის თამაში. მომავალში აპირებს ჩააბაროს პროფესიულ კოლეჯში და პროგრამირება ისწავლოს. კომპიუტერსაც პროგრამირების უკეთ სასწავლად გამოიყენებს.
ლაშას სკოლის საგნებიდან უყვარს ისტორია, სპორტი და ხელოვნება. მომავალში სურს ჩააბაროს სამხედრო აკადემიაში. ინტერნეტი სჭირდება სკოლის დავალებების შესასრულებლად. უყვარს ვარჯიში და ფეხბურთის თამაში.