უჩას მეზღვაურობა სურს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები მათემატიკა, ქართული, ხელოვნება და მუსიკაა. გვიყვება, რომ კომპიუტერს ინფორმაციის მოძიებისთვის, სწავლისა და განვითარებისთვის გამოიყენებს.
ინდირასთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს! ლეპტოპიც იმისთვის უნდა, რომ დავალებები სრულყოფილად მოამზადოს, პროექტები გააკეთოს და სხვადასხვა საგანმანათლებლო, ფილმების თუ სოციალური ქსელების საიტებზე შევიდეს.
ენრიკეს მეზღვაურობა სურს! სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორიაა მისი საყვარელი. თავისუფალ დროს კი წიგნების კითხვას უთმობს. გვპირდება, რომ ლეპტოპს განათლებისთვის გამოიყენებს.
ლანას პედაგოგობა გადაუწყვიტავს! სკოლაში ქართულის, ისტორიის და ინგლისურის გაკვეთილები ძალიან უყვარს, რუსულის კი არა. სახლში ოჯახური საქმეების კეთება მოსწონს. ლეპტოპის გამოყენება უკეთესად სწავლისთვის უნდა.
ლაშას კომპიუტერებთან და ტელეფონებთან მუშაობა მოსწონს და სწორედ ამიტომ, პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! ლაშას თქმით, საკუთარი ლეპტოპი მისთვის ოცნება იყო, ახლა კი სჯერა, რომ კომპიუტერი მიზნების მიღწევაში დაეხმარება და მეტის სწავლის საშუალებას მისცემს. სკოლაში ქართული უყვარს, მათემატიკა კი არა, რადგან “ვერ ერკვევა”. კომპიუტერით მათემატიკის უკეთ გაგებასაც შეძლებს, ეს პროფესიაშიც გამოადგება.
ლინდა სამართალის ფაკულტეტზე ჩაბარებას აპირებს, თუმცა თავის არჩევანში დარწმუნებული არაა. ლიზის კი პროფესია ჯერ არ შეურჩევია. ინტერნეტი სხვადასხვა უნივერსიტეტის და ფაკულტეტის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარებათ. ლინდას საყვარელისაგანი ისტორიაა, ლიზის ქართული და ინგლისური მოსწონს, თუმცა გეოგრაფია ერთულება რუკების გამო.
“საწავლო პროცესში ტელეფონის გამოყენება მოუხერხებელია მსურს მქონდეს კომპიუტერი” - გვიყვება გიგი. მისი საყვარელი საგანი მათემატიკაა და არჩეული პროფესიაც ამ საგანს დაუკავშირა - ეკონომისტობა სურს! თავისუფალ დროს ფეხბურთს თამაშობს.
სკოლაში სანდროს ბევრი საგანი უყვარს - მათემატიკა, ქიმია, სპორტი, რუსული, ინგლისური და ფიზიკაც კი. თუმცა, ჯერ არ მოუფიქრებია მომავალში რომელი სფერო აირჩიოს. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, მაგრამ დარწმუნებით არ გადაუწყვეტია ჩააბარებს თუარა. იმედია, ლეპტოპი უფრო საინტერესოს გახდის მის ცხოვრებას და მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება!
ლიზა სეირნობის მოყვარულია, ბუნებაში მშვიდდება და საკუთარ თავს პოულობს. მისი არჩეული პროფესიაც ამ ყველაფერს გავს კიდეც - ლიზის ფსიქოლოგობა სურს, რომ სხვა ადამიანებს სიმშვიდის მოპოვებაში დაეხმაროს. “ლეპტოპი ყველაზე მეტად ეხლა მჭირდება, რადგან უკვე აბიტურიენტი ვარ და დამეხმარება ყველანაირი ინფორმაციის მოძიებაში. ასევე უნივერსიტეტში გამომადგება, მექნება საკუთარი ლეპტოპი და აღარ დამჭირდება ვინმესგან თხოვება ან ყიდვა” - გვიყვება ლიზა.
“მიყვარსს ტრენიგებზე დასწრება და ხშირად ვერ ვახერხებ იმის გამო, რომ არ მაქვს კომპიუტერი, რომელიც სხვადასხვა ლინკების გასახსნელადაა საჭირო. ასევე, ვერ ვაკეთებ ბევრ პრეზენტაციას, არადა, მიყვარს ამის კეთება. ასევ ვარ სხვადასხვა კლუბებში გაწევრიანებული და ლეპტობი დამეხემარება შეუფერხებლად ჩავერთო. კიდევ, ლეპტოპში მუშაობის დროს თავს კომფორტულად ვიგძრნობ და მოტივაცია ამიმაღლდება.” - ვრცლად გვიწერს მარი კითხვარში. თავის თავს კი მომავალში ქართულის მასწავლებლად ხედავს. ახლა, სკოლაშიც კი ძალიან უყვარს საინტერესო მოთხრობების წაკითხვა, გააზრება და თემების წერა.
ლიკა საოცრად ბეჯითია - როცა ვკითხეთ თავისუფალ დროს რისი გაკეთება მოსწონდა, გვითხრა რომ სკოლის გარეთ, დამატებითი მეცადინეობა! სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. სკოლაში უყვარს ქართული, ინგლისური და ისტორია. მათემატიკას, ფიზიკას და რუსულს კი მარტივად ვერ ითვისებს. წელს აბიტურიენტი ხდება და კომპიუტერი ნამდვილად დიდ დახმარებას გაუწევს.
დარინა კოლეჯში სწავლას აპირებს კულინარიის განხრით! მზარეულობა მისი საყვარელი საქმეა და ახლაც ბევრ დროს უთმობს. “ ჩემი ოცნება იყო მქონოდა საკუთარი ლეპტოპი და შემძლებოდა ბევრი რამის სწავლა” - გვიყვება დარინა.