თინათინს სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია უყვარს. სურს მომავალში გამოვიდეს მსახიობი. „ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოძიებისათვის და ფილმების საყურებლად“. თინათინს ძალიან უყვარს წიგნების კითხვა და ამჟამად „ახალგაზრდა ვერტერის ვნებებს“ კითხულობს.
ნინოს სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ისტორია და სამოქალაქო განათლება უყვარს. სურს მომავალში საჯარო მმართველობაზე ან პროგრამირებაზე ჩააბაროს. მისი საყვარელი საქმიანობა წერა და წიგნების კითხვაა, რის გამოც სკოლის ბიბლიოთეკაში დიდ დროს ატარებს.
ჟუჟუნას სამედიცინო კოლეჯში აპირებს ჩაბარებას და მომავალში სურს ექთანი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებ სხვადასხვა ინფორმაციის მოსაძიებლად“. მისი საყვარელი საქმიანობაა წიგნების კითხვა, რომლებიც სოფლის ბიბლიოთეკიდან გამოაქვს.
გიორგის სურს პოლიციის აკადემიაში ჩააბაროს და მომავალში პოლიციელი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ფილმების ყურება და საკუთარი ხელით ნივთების დამზადება. მარიამს ხელოვნება უყვარს, თუმცა ჩაბარებას ბიზნესის ფაკულტეტზე აპირებს. „მიყვარს სპექტაკლებში მონაწილეობა და ვწერ სცენარებს“.
შურმანის საყვარელი საგნები სკოლაში ხატვა და სპორტია. მომავალში სურს არქიტექტორი გამოვიდეს. თავისუფალ დროს უყვარს ხეზე მუშაობა და ფეხბურთის თამაში.
გიორგის უყვარს ისტორია და გეოგრაფია. მომავალში სურს პროგრამისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოსაძიებლად და ცოდნის გაღრმავებისთვის. მომავალში დამეხმარება პროფესიაში უკეთ დავხელოვნდე“. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა, ფეხბურთის თამაში და უფროსების დახმარება.
ნიკას სკოლაში უყვარს ლექსები და ესეების წერა. სურს მომავალში სწავლა ბიზნესის მიმართულებით გააგრძელოს. „მიყვარს სპორტი და განსაკუთრებით ჭიდაობა, რომელშიც მაქვს უკვე მიღწევები“.
ვასიკოს საყვარელი საქმიანობა ხატვა და მოგზაურობაა. კომპიუტერი სჭირდება სკოლის დავალებების გასაკეთებლად. რუსუდანის საყვარელი საგანი ბიოლოგიაა და მომავალში სურს თავად გახდეს ბიოლოგიის მასწავლებელი. თავისუფალ დროს დაკავებულია კულინარიით.
ვასიკოს საყვარელი საგნები ქიმია და ბიოლოგიაა. მას სურს, რომ მომავალში პროგრამისტი გამოვიდეს. „ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან მჭირდება კომპიუტერი“. თავისუფალ დროს უყვარს ხელსაწყოების აწყობა.
ქეთის სკოლის საგნებიდან ინგლისური უყვარს და სურს თბილისში ჩააბაროს უნივერსიტეტში. მისი საყვარელი საქმიანობა ბიბლიოთეკიდან წიგნების გამოტანა და კითხვაა.
ედუარდის საყვარელი საგნები სკოლაში ისტორია და გეოგრაფიაა. ყველაზე მეტად უყვარს ფეხბურთის თამაში მეგობრებთან ერთად და ბაღში მუშაობა. „კომპიუტერს გამოვიყენებდი ინფორმაციის მოსაძიებლად სკოლისათვის“.
ნინოს საყვარელი საგნები სკოლაში ბიოლოგია და სპორტია. ის დაკავებულია ჭიდაობით და სურს მომავალში ამ პროფესიას გაყვეს. „ინტერნეტს გამოვიყენებ სწავლის ხარისხის გაუმჯობესებისათვის“. თამარს სურს უნივერსიტეტში უცხო ენები შეისწავლოს და ამჟამად სუპერმარკეტში მუშაობს სწავლის ფულის შესაგროვებლად.