მოსწავლეები

ჩართულია
ნატო (18)

ნატოს კომპიუტერი და ინტერნეტი ეროვნული გამოცდებისთვის მოსამზადებლად სჭირდება. იგი დამოუკიდებლად მეცადინეობს მასწავლებლების გარეშე. სურს, რომ სწავლა სამართლის ფაკულტეტზე გააგრძელოს და მომავალში ლექტორი გამოვიდეს. „თავისუფალ დროს მუსიკას ვუსმენ ან წიგნებს ვკითხულობ, ბოლოს „ნუ მოკლავ ჯაფარას“ (To kill a mockingbird ) წავიკითხე და ძალიან მომეწონა“.

ჩართულია
დავითი (17)

დავითს სკოლის საგნებიდან მათემატიკა მოსწონს ყველაზე მეტად. სწავლის გაგრძელებას ბიზნესის განხრით აპირებს. „ინტერნეტი მჭირდება მეცადინეობისათვის და პრეზენტაციების გასაკეთებლად“. თავისუფალ დროს დავითი გიტარაზე უკრავს „The Doors“ -ის სიმღერებს.

ჩართულია
ნატო (17)

ნატოს საყვარელი საგნები ბიოლოგია და მათემატიკაა. მომავალში გეგმავს სამედიცინოზე ჩააბაროს და წარმატებული ექიმი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლის დამატებითი მასალის მოსაძიებლად და ფილმების საყურებლად“.

ჩართულია
თამარი (18)

თამარს სურს პოლიციის აკადემიაში ჩააბაროს და პოლიციელი გამოვიდეს, თუმცა მისი მთავარი ოცნება მსოფლიო ჩემპიონობაა კრივში. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საგანმანათლებლო ვიდეოების საყურებლად“. თავისუფალ დროს თამარს უყვარს ფილმების ყურება და წიგნების კითხვა.

ჩართულია
ლუკა (15)

ლუკას სურს მომავალში მოცეკვავე გახდეს და ბევრს შრომობს ამისათვის. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლის დავალებების შესასრულებლად და იუთუბის საინტერესო ვიდეოების საყურებლად“. ლუკა ასევე დადის მუსიკაზე, უკრავს ფანდურზე და სალამურზე.

ჩართულია
თამთა (15)

თამთას საყვარელი საგნები ბიოლოგია და ისტორიაა. „მსურს მომავალში მოსამართლე გამოვიდე, ვფიქრობ, საქართველოს სჭირდება პროფესიონალი მოსამართლეები“. თავისუფალ დროს თამთა წიგნებს კითხულობს და ფილმებს უყურებს.

ჩართულია
ზინი (18)

ზინის ყველაზე მეტად სკოლაში სამოქალაქო განათლების საგანი უყვარს. მომავალში სურს სტილისტი გამოვიდეს. თავისუფალ დროს მუსიკას უსმენს და ცეკვავს. მისი საყვარელი შემსრულებელი არის Amy Winehouse .

ჩართულია
ქეთი (17)

ქეთის სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია უყვარს. მას სურს მომავალში ფსიქოლოგი გახდეს. თავისუფალ დროს გიტარაზე და პიანინოზე უკრავს და მუსიკას უსმენს.

ჩართულია
გიორგი (16) და ანა (17)

გიორგის სურს მომავალში ტექნიკის ბიზნესი ჰქონდეს. თავისუფალ დროს სათავგადასავლო ფილმებს უყურებს და მღერის. ანას ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს. მისი ოცნებაა ბიბისის ჟურნალისტი გახდეს.

ჩართულია
ბარბარე (10)

ბარბარეს საგნებიდან ქართული და ბიოლოგია უყვარს. ბარბარეს ძალიან უყვარს ხელოვნება და თავისუფალ დროს ხატავს. ხშირად გამოაქვს ბიბლიოთეკიდან წიგნები და თავის პატარა და-ძმას მეცადინეობაში ეხმარება. მომავალში სურს იურიდიულზე ჩააბაროს და ადვოკატი გამოვიდეს.

ჩართულია
ხატია (15)

ხატიას სკოლის საგნებიდან ყველაზე მეტად ქართული და ბიოლოგია აინტერესებს. მომავალში სურს ფსიქოლოგი გამოვიდეს. ინტერნეტს ძირითადად სასწავლო მასალის მოძებნაში გამოიყენებდა. „თავისუფალ დროს მიყვარს სათავგადასავლო წიგნების კითხვა“.

ჩართულია
ნოდარი (16)

ნოდარს სკოლის საგნებიდან ტექნიკური საგნები მოსწონს და სწავლის გაგრძელებასაც კომპიუტერული ინჟინერიის ფაკულტეტზე აპირებს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საგანმანათლებლო ვიდეოების და სასწავლო მასალების მოსაძებნად“. თავისუფალ დროს ვარჯიშობს და უკრავს დრამზე.