მოსწავლეები

ჩართულია
ანა (16) და ვანო (17)

ანას სკოლის საგნებიდან ქიმია და მათემატიკა უყვარს. სურს მომავალში ბანკში იმუშაოს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი საგანმანათლებლო ვიდეობის საყურებლად და ინფორმაციის მოძიებისათვის“. თავისუფალ დროს ხატავს და კითხულობს. უყვარს სათავგადასავლო ცხოვრებისეული რომანები.

ჩართულია
გიორგი (15) და მარიანა (17)

გიორგის სურს მომავალში წარმატებული ჟურნალისტი გახდეს. ამჟამად იგი ძალიან ბევრ აქტივობაში არის ჩართული, როგორებიცაა ლიდერთა კლუბი, ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრი და ა.შ. მარიანას სურს საკუთარი მომავალი ბიზნესს ან სამართალს დაუკავშიროს. თავისუფალ დროს უყვარს დეტექტივების კითხვა.

ჩართულია
პავლე (16)

პავლე გეგმავს პროგრამირება შეისწავლოს და კომპიუტერს სწორედ ამ მიზნისათვის გამოიყენებდა. თავისუფალ დროს დაკავებულია კულინარიით და ასევე უყვარს მძრაფსიუჟეტიანი ფილმების ყურება.

ჩართულია
მილანა (17), ხატია (17) და ხათუნა (15)

მილანას მომავალში სტილისტობა სურს და ინტერნეტს გამოიყენებდა ვიდეო გაკვეთილებისათვის. ხატია და ხათუნა სპორტსმენები არიან და მათ სურთ მომავალში პროფესიონალი მოჭიდავეები გახდნენ. თავისუფალ დროს გოგონები ვარჯიშსა და მეცადინეობას უთმობენ.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს უყვარს ლექსებისა და მოთხრობების კითხვა და თავადაც წერს მათ. თავისუფალ დროს ხშირად ხატავს ხოლმე. მისი ჰობია კულინარია. მომავალში სურს პროფესია დაუკავშიროს ცეკვას ან გამომძიებელი გამოვიდეს.

ჩართულია
ლუკა (15)

ლუკას სკოლის საგნებიდან ბიოლოგია უყვარს და თავისუფალ დროს ვარჯიშობს. იგი ბრძოლა წესების გარეშეს ჩემპიონია. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლის დავალების შესასრულებლად და ფილმების საყურებლად.“

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგის ძალიან აინტერესებს ფსიქოლოგია და მომავალშიც ფსიქოლოგობა სურს. „ჩემთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ სხვადასხვა ადამიანები ერთ სიტუაციაში სხვადასხვანაირად იქცევიან და შეგვიძლია ვთქვათ, რომ რამდენი ადამიანიც არსებობს დედამიწაზე, იმდენი განსხვავებული სამყაროა“. ფსიქოლოგიური წიგნების კითხვის გარდა, გიორგი სწავლობს პოლონურს და ფეხბურთელია. გიორგი ინტერნეტს გამოიყენებს მეტი ცოდნის მისაღებად, პრეზენტაციების გასაკეთებლად, ფსიქოლოგიური ფილმებისა და ჟაკ ფრესკოს ლექციების საყურებლად.

ჩართულია
ნინო (15) და დავითი (16)

ნინოს უყვარს სათავგადასავლო და ისტორიული წიგნების კითხვა. სურს, მომავალში გამოვიდეს ფსიქოლოგი და დაეხმაროს ადამიანებს. „ინტერნეტს გამოვიყენებდი ინფორმაციის მოსაძიებლად და ინგლისურის სასწავლად“. დავითს სურს, სწავლა მეღვინეობაზე განაგრძოს. იგი დაინტერესებულია სოფლის მეურნეობით. თავისუფალ დროს უყვარს ვარჯიში, ფეხბურთის თამაში და მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ყურება.

ჩართულია
ირინა (17)

ირინას საყვარელი საგნები არის ქიმია, ქართული და ისტორია. „მინდა, მომავალში ფსიქოლოგი გავხდე, რადგან მიყვარს ადამიანების დახმარება და მსურს, ჩემი პროფესიაც ასეთი იყოს. ახლაც ხშირად ვესაუბრები ჩემს მეგობრებს მათ პრობლემებზე და, ჩემი აზრით, კარგ რჩევებსაც ვაძლევ“. თავისუფალ დროს მიყვარს ხატვა და „მენტალისტის“ სტილის სერიალების ყურება.

ჩართულია
სოფო (17)

სოფო უპირატესობას ანიჭებს ტექნიკურ საგნებს. ჩაბარებას აპირებს საერთაშორისო ურთიერთობების ან იურიდიულ ფაკულტეტზე. „მინდა, მომავალში ჩემი პროფესია დაკავშირებული იყოს ადამიანის უფლებების დაცვასთან. მსურს, დავიცვა ქალთა უფლებები და შევეცადო ოჯახში ძალადობის შემთხვევების აღმოფხვრას, რადგან ეს საკითხები ჩვენს ქვეყანაში პრობლემატურია“.

ჩართულია
გიგა (16)

გიგას სკოლის საგნებიდან უყვარს ფიზიკა, ქიმია და მათემატიკა. მომავალში სურს, შეისწავლოს პროგრამირება და გახდეს გეიმ-დეველოპერი. თავისუფალ დროს თამაშობს კომპიუტერულ თამაშებს, უყურებს ფანტასტიკის ჟანრის ფილმებს და თამაშობს რაგბის.

ჩართულია
თათია (16) და ნათია (16)

თათიას სურს, მომავალში დიზაინერი გამოვიდეს. „ინტერნეტის ქონის შემთხვევაში მოვიძიებდი სხვადასხვა ინფრომაციას, ვუყურებდი საყვარელ ფილმებს და დავათვალიერებდი ნახატებს“. ნათიას უნდა, რომ ჩააბაროს თეატრალურში და გამოვიდეს ცნობილი მსახიობი. მისი კუმირები ანჯელინა ჯოლი და მონიკა ბელუჩი არიან. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სწავლასა და ფოტოების შენახვისათვის“.