გუგას ყველაზე მეტად ქართული და ისტორია უყვარს სკოლის საგნებიდან, რადგან აინტერესებს ძველი დრო. სურს, მომავალში სამხედრო ექიმი გახდეს. „თავისუფალ დროს მიყვარს გიტარაზე დაკვრა. ვუკრავ ხოლმე ჩემი საყვარელი ჯგუფების შემოქმედებას: Metallica, Slipknot და ა.შ.“
მირიანს სკოლის საგნებიდან უყვარს ხაზვა, ქიმია და გეოგრაფია. „ინტერნეტს გამოვიყენებ ყველაფერში, რაშიც დამჭირდება, თუნდაც სწავლისა და პირადი ცხოვრებისთვის“. თავისუფალ დროს უყვარს ვარჯიში და მეგობრებთან ერთად გართობა.
ქრისტინეს სურს, მომავალში იყოს რომელიმე წარმატებული კომპანიის მენეჯერი. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად უყვარს კითხვა. „ძალიან მიზიდავს ხელოვნების დარგები. მიყვარს ოპერა, ბალეტი. სურვილი მაქვს, ვისწავლო პიანინოზე დაკვრა“.
როლანდს სკოლის საგნებიდან უყვარს ქართული, მათემატიკა, ისტორია და ფიზიკა. მისი ჰობია მეგობრებთან ფეხბურთის თამაში. მომავალში აპირებს გამოვიდეს იურისტი.
ალმასის ჯერ არ აქვს მოფიქრებული, რომელ პროფესიას გაჰყვება, თუმცა უყვარს მათემატიკა და თავისუფალ დროს წიგნების კითხვა. „ინტერნეტს გამოვიყენებ სკოლაში დავალებული ინფორმაციის მოსაძიებლად“.
მაკას უყვარს ლიტერატურა და პოეზია, იგი თავადაც წერს ლექსებსა და ჩანახატებს. „ამჟამად ტელეფონის საშუალებით ვმეცადინეობ და ვიძიებ სხვადასხვა ინფორმაციას, თუმცა ზოგჯერ ვერ ვახერხებ, რადგან ტელეფონი ყველაფერს არ ხსნის. მასწავლებელთან მომზადებას ვერ ვახერხებ, ამიტომ ჩემით ვმეცადინეობ. მთელი გულით მინდა, გავხდე სტუდენტი. ამისათვის ყველაფერს გავაკეთებ“.
გიორგის მოსწონს ისტორია და აინტერესებს წარსულში მომხდარი ამბები. სწავლის გაგრძელებას ტურიზმის მიმართულებით აპირებს. „ინტერნეტს გამოვიყენებ მეტი ინფორმაციის მოსაძიებლად და ინგლისურის უკეთ სასწავლად“.
დარეჯანს უყვარს ბიოლოგია, ინგლისური და სამოქალაქო განათლება. „სამოქალაქო განათლება ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რადგან სწავლობ საკუთარ უფლებებს და იღებ ინფორმაციას, რომელიც ცხოვრების განმავლობაში გამოგადგება“. მას სურს, სწავლა გააგრძელოს პოლიციის აკადემიაში და გამოვიდეს პოლიციელი, რათა დაიცვას ადამიანების უფლებები.
თეონას უყვარს ისტორია და ქართული, თავისუფალ დროს კი — მეგობრებთან სეირნობა და მუსიკის მოსმენა. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სკოლის დავალებების შესრულებაში და საინტერესო გადაცემების საყურებლად“.
თეონას უყვარს ბიოლოგია და ფრენბურთის თამაში. სურს, რომ მომავალში გამოვიდეს ექიმი. „ინტერნეტს გამოვიყენებდი სამეცადინოდ და საინტერესო ფილმების საყურებლად“. ნათიას ქართული და ისტორია მოსწონს, თუმცა ჯერ არ მოუფიქრებია, რა პროფესიას აირჩევს.
გიორგის საყვარელი საგნებია ქართული და ისტორია. სურს, ჩააბაროს უნივერსიტეტში და გააგრძელოს სწავლა ტურიზმის მიმართულებით. თავისუფალ დროს უყვარს ფეხბურთის თამაში.
სოფიოს ინტერნეტის გამოყენებას გაკვეთილების მოძიებაში და ახალი ამბების გასაგებად აპირებს. ჯერ არ იცის ჩააბარებს თუ არა უნივერსიტეტში.