უყვარს ჰუმანიტარული საგნები და უნდა, რომ ექიმი გამოვიდეს. ინტერნეტს გამოიყენებს ინფორმაციის მოძიებისათვის და შემეცნებითი გადაცემების საყურებლად. მოსწონს ახალი რაღაცების გამოგონება.
„ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოსაძიებლად, რომელსაც სკოლაში მავალებენ, მათემატიკურ ამოცანებს სამუშაოდ და ჩემი საყვარელი მხატვრების ნამუშევრების დასათვალიერებლად“.
პაატას უნდა ფსიქოლოგი ან აიტი სპეციალისტი გამოვიდეს. „ყველაზე მეტად მიყვარს როდესაც მარტო ვარ დეტექტივის კითხვა“.
„მიყვარს ხატვა, ლიტერატურის კითხვა. ინტერნეტს გამოვიყენებ სასწავლო პროგრამისთვის“.
ქრისტინე უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა უნდა რომ გამოვიდეს. ყველაზე მეტად წიგნების კითხვა უყვარს.
რუსუდანს უნდა რომ სტილისტი გამოვიდეს. „ინტერნეტს გამოვიყენებ მეტი ინფორმაციის გასაგებად“.
„ინტერნეტს გამოვიყენებ მაგალითად რაიმეს მოძიებაში“. მარის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა უნდა რომ გამოვიდეს.
ნანის ყველაზე მეტად კითხვა და მეგობრებთან ყოფნა უყვარს. უნდა რომ ქირურგი ან იურისტი გამოვიდეს.
თორნიკეს კინოების ყურება უყვარს. ჯერ არ მოუფიქრებია რა უნდა რომ გამოვიდეს და ინტერნეტს ყველაფერში გამოიყენებს.
ელენე უნივერსიტეტში „რა თქმა უნდა“ აპირებს ჩაბარებას და ფიქრობს თავისუფალ უნივერსიტეტსა და ჯავახიშვილს შორის. მომავალში სურს დიპლომატი იყოს.
პავლეს ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს. საგნებიდან ქართული, გეოგრაფია და ბუნება უყვარს და ჯერ არ აქვს მოფიქრებული რა უნდა რომ გამოვიდეს.
მარიამი: ინტერნეტის ქონის შემთხვევაში „მოვუსმენ ვიდეო გაკვეთილებს, დავათვალიერებ ხელოვნების ნიმუშებს და ვიკონტაქტებ მეგობრებთან“. ანის უყვარს კულინარია, კითხვა და მუსიკის მოსმენა. უნდა რომ პედაგოგი გამოვიდეს.