„ყველა საგანი მიყვარს, მაგრამ უპირატესობას ისტორიას, ბუნებას და რუსულს ვანიჭებ. მინდა, რომ ჩავაბარო იურიდიულზე და დეტექტივი გამოვიდე“.
თამარი უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა უნდა რომ გამოვიდეს. თეონას თქმით, ინტერნეტი აბიტურიენტობის პერიოდში ინფორმაციის უკეთ გაგებაში დაეხმარება. ფიქრიას უნდა რომ ჟურნალისტი და მოცეკვავე გამოვიდეს, ინტერნეტს თანამედროვე ბიბლიოთეკის გასაცნობად გამოიყენებს და ყველაზე მეტად ცეკვა უყვარს.
მარიამს უნდა რომ გამომძიებელი გამოვიდეს. უყვარს ხატვა და სათავგადასავლო წიგნების კითხვა. საგნებიდან უპირატესობას გეოგრაფიას, ბიოლოგიას და მუსიკას ანიჭებს.
„შიდა ქართლის სოფლებისთვის: შინდისი, ქვემო ხვითი და ყელქცეული დავაარსე არაფორმალური განათლების ცენტრი, იგეგმება პატარა ბიბლიოთეკის მოწყობაც“. სუზი ბერიძე - ცენტრის დამფუძნებელი
ვალერის უნივერსიტეტში ჩაბარება აქვს გადაწყვეტილი, თუმცა ჯერ არ იცის რა უნდა რომ გამოვიდეს. ისტორია და მათემატიკა უყვარს ყველაზე მეტად და ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად და გასართობად გამოიყენებს.
მარიამს უნდა სამართალდამცავი გამოვიდეს. მათემატიკა, ქართული და ხელოვნება უყვარს და არ უყვარს ბიოლოგია.
ბექას უყვარს ქართული და არ უყვარს მათემატიკა. თუ გამოცდას ჩააბარებს, უნივერსიტეტში სწავლა უნდა. ინტერნეტს საინტერესო ინფორმაციების მოსაძიებლად გამოიყენებს.
ლუკას ყველაზე მეტად მუსიკის მოსმენა უყვარს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, მაგრამ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა უნდა რომ გამოვიდეს.
შოთა: „მე მინდა გამოვიდე გემის კაპიტანი. მიყვარს ფილმების ყურება“.
რევაზს სურს ჯარისკაცი ან მეცნიერი გამოვიდეს. ჭიდაობითაა დაკავებული და კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენებას გაკვეთილების მოსამზადებლად აპირებს.
ბაჩუკი კოლეჯში სწავლობს. ინტერნეტს გამოვიყენებ „ძრავის შესახებ ინფორმაციის მოძიებაში“. ნაზი: „ჩემი ოცნებაა გავხდე მოდელი და ჩავაბარო კარგ უნივერსიტეტში. ყველაზე მეტად მიყვარს ცეკვა“.
თინათინი უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს და უნდა იურისტი გამოვიდეს. ფოტოგრაფია და დეტექტიური ჟანრის წიგნების კითხვა უყვარს ყველაზე მეტად.