მოსწავლეები

ჩართულია
სოფიკო (15)

„ვაპირებ რომ ჩავაბარო უნივერსიტეტში. მინდა გამოვიდე სტომატოლოგი. მიყვარს, როდესაც ჩართული ვარ სამეცნიერო-საგანმანათლებლო პროექტებში, რითაც ვიღებ უფრო მეტ ცოდნას“.

ჩართულია
მარიამი (14) და თამარი (12)

მარიამი: „მინდა თეატრალურზე ჩავაბარო“. თამარი: „ინტერნეტს გამოვიყენებ საშინაო დავალებების შესასრულებლად. მინდა დიზაინერი გამოვიდე“.

ჩართულია
ხვიჩა (17) და მარიამი (15)

მარიამი: „მიყვარს მძივებისგან ყელსაბამების და სამაჯურების კეთება და ვცდილობ კიდევ უკეთესად შევისწავლო“. ხვიჩა: „ინტერნეტს გამოვიყენებ საინტერესო ინფორმაციის მოძიებისთვის“.

ჩართულია
გიორგი (16) და თედო (15)

გიორგი: „მე მიყვარს ცხოველები და მათზე ზრუნვა“; თედო: „ფეხბურთის თამაში მიყვარს ყველაზე მეტად“. უნივერსიტეტეში ჩაბარებას ძმები არ აპირებენ.

ჩართულია
ელენე (16) და მარიამი (14)

ელენე: „კითხვა მიყვარს ძალიან ისტორიული ნაწარმოებების. ინტერნეტით სკოლის დავალებებს გავაკეთებ, რომელსაც დამატებით მოძიება სჭირდება"; მარიამი: "მინდა ტუროპერატორი გამოვიდე. მიყვარს დეტექტივების კითხვა“.

ჩართულია
თეონა (15) და გიორგი (14)

თეონა: „ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის მოსაძიებლად, სურათების დასათვალიერებლად და მუსიკის მოსასმენად“; გიორგი: „ჩავაბარებ თუ არა უნივერსიტეტეში არ ვიცი, რამე ხელობა მინდა ვისწავლო“.

ჩართულია
თამუნა (14)

„ქართული, მუსიკა, ხელოვნება და ქიმია ჩემი საყვარელი საგნებია, უნივერისტეტში ჩაბარებას ვაპირებ მაგრამ ჯერ არ ვიცი რა პროფესიას ავირჩევ.“

ჩართულია
ირმა (14) და ანა (12)

„მინდა ჩავაბარო იურიდიულზე და გამოვიდე ადვოკატი. ინტერნეტს გამოვიყენებთ მასალის მოძიებაში და პროექტის გაკეთებაში, რომელსაც სკოლაში გვავალებენ“. ანას უნდა, რომ იყოს მხატვარი. „ინტერნეტს გამოვიყენებ მასალის მოძიებაში, რასაც სკოლაში გვაძლევენ“.

ჩართულია
მარიამი (15) და მანანა (14)

მანანას უყვარს ხატვა, ლექსების წერა, ქსოვა და ფიქრობს რომ ადვოკატი გამოვა; მარიამი: „მინდა რომ უნივერსიტეტში ჩავაბარო და ექთანი გამოვიდე. ინტერნეტს გამოვიყენებ ინფორმაციის და დამატებით მასალის მოსაძიებლად“. ორივე და ბიოლოგიით არის გატაცებული.

ჩართულია
თამარი (16) და ნათია (14)

თამარი: „ხშირად დავალებად პროექტს მაძლევენ და ინტერნეტის საშუალებით გავაკეთებ. გამოცდებისთვის მოვემზადები“; ნათია: „მათემატიკა და ისტორია მიყვარს. თავისუფალ დროს ვუსმენ მუსიკას და ვკითხულობ“.

ჩართულია
ლევანი (16)

„წიგნების კითხვა, ვარჯიში და ცეკვა არის ის რისი კეთებაც მიყვარს. სამოქალაქო განათლების და ქართული ენის გაკვეთილები არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო.“

ჩართულია
იაკობი (16) და მაია (14)

იაკობი კარგად ხატავს. „ყველაზე მეტად სიწყნარეში ხატვა მიყვარს. მინდა დიზაინერ-არქიტექტორი გამოვიდე“. მაიამ ჯერ არ იცის რა პროფესიას აირჩევს. ამჟამად უნდა, რომ ინგლისური ისწავლოს კარგად.