მოსწავლეები

ჩართულია
ლერი (17)

ლერის მთელი გულით გემის კაპიტნობა სურს! საზღვაო აკადემიაში ჩასაბარებლად ემზადება. სკოლაში ქართული უყვარს, მათემატიკა კი ნაკლებად მოსწონს, იმიტომ, რომ ერთულება. როგორც გვიყვება, ლეპტოპი გაკვეთილების უკეთესად მეცადინეობაში გამოადგება. თავისუფალ დროს კალათბურთის თამაშით ერთობა, იცის, რომ ეს ჯანმრთელობისთვისაც კარგია.

ჩართულია
თამთა (15) და ლაშა (16)

თამთას და ლაშას განსხვავებული ინტერესები აქვთ - ერთ მზარეულობა სურს, მეორე კი მეზღვაურობაზე ოცნებობს. სკოლაში ორივეს ყველა საგანი უყვართ. თამთას ჰობი უფრო წიგნების კითხვაა, ლაშას კი ფეხბურთის თამაში. გვიყვებიან, რომ კომპიუტერს უკეთ სწავლისთვის და ფილმების საყურებლად გამოიყენებენ.

ჩართულია
ზალინა (16)

ზალინას საზღვაო აკადემიაში სწავლა გადაუწყვიტავს! ამისთვის კი გულმოდგინედ ემზადება და კომპიუტერიც დაეხმარება. სკოლაში მათემატიკა უადვილდება ყველაზე მეტად და ამიტომაც მოსწონს. თავისუფალ დროს კი კალათბურთს თამაშობს, ბუნებას ფოტოებს უღებს და წიგნებს კითხულობს.

ჩართულია
მალხაზ (17)

მალხაზის მიზანია წარმატებული პროგრამისტი გახდეს! კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე კი ეს წარმოუდგენელიც კი იქნებოდა. ახლა უკვე კოდების წერისთვის მხოლოდ მონდომება სჭირდება. თავისუფალ დროს ფილმების ყურება და მეცადინეობა მოსწონს.

ჩართულია
მირანდა (16)

მირანდას უკვე გადაწყვეტილი აქვს რა სურს - კერძების დეკორატორი უნდა გამოვიდეს! ამისთვის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად ემზადება, ახლაი ლეპტოპით კი თითქმის ყველანაირი მასალის მოძიებას შეძლებს. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად გარეთ გასვლას და ზოგჯერ საკუთარ თავთან მარტო ყოფნას ამჯობინებს.

ჩართულია
ნონა (16)

ნონას სტილისტობა სურს! სკოლაში ქართული ენის, სამოქალაქო განათლებისა და ფიზიკის გაკვეთილები უყვარს, თავისუფალ დროს კი სახლის დალაგება და წიგნის კითხვა. “ნამდვილად მსურს და აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან ჩემი ოცნება იყო კომპიუტერი მქონოდა და კომპიტერთან მუშაობაც მესწავლა” - ეს დაგვიწერა ნონა კითხვარში.

ჩართულია
გოგი (17)

“ლეპტოპი მჭირდება, რადგან ვარ მომავალი სტუდენტი და ლეპტოპი დამეხმარება დავალებების შესრულებაში “ - გვიყვება გოგი. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ბიზნეს ადმინისტრირების სწავლა. თავისუფალ დროს ფილმების ყურება იტაცებს.

ჩართულია
ნინო (17)

ნინოს ჰობი ქარგვაა, სკოლაში კი ისტორიაა მისი საყვარელი საგანი. უნივერსიტეტში სწავლა სურს, თუმცა პროფესიაზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოყალიბდა. გვიყვება, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.

ჩართულია
ანა (18)

ანას უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა რა პროფესია სურს ჯერ ვერ გადაწყვიტა. სკოლაში ინგლისურია მისი საყვარელი საგანი. თავისუფალ დროს კი წიგნებს კითხულობს.

ჩართულია
თედო (15)

თედო ფეხბურთის დიდი ფანია, თავადაც სულ ამ სპორტითაა დაკავებული. კომპიუტერით კი მეტ თამაშს ნახავს და თავის ამ ინტერესს უფრო გაიღრმავებს. სამომავლო პროფესია ჯერ არ მოუფიქრებია.

ჩართულია
მარგო (16)

მარგომ სამომავლო პროფესიად ქართულის მასწავლებლობა აირჩია! გვიყვება, რომ სკოლაში ყველა საგანი უყვარს. კომპიუტერს და ინტერნეტს განათლებისა და გართობისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
ნაირა (17)

“ისტორია მიყვარს, უცხო ენები კი არ მიყვარს, რადგან უცხო სიტყვებს რთულად ვითვისებ” - გვიყვება ნაირა. ყველანაირად ეცდება რომ ლეპტოპი სასარგებლოდ გამოიყენოს. მისი საყვარელი საქმიანობა კი ფილმების ყურებაა.