ლუკას ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სურს სწავლა, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მომავალ წელს უკვე სტუდენტი იქნება და კომპიუტერი და ინტერნეტი დიდ დახმარება გაუწევს!
ქეთის ფავორიტი საგანი სკოლაში ქართულია. მომავალზე ჯერ ბევრს არ ფიქრობს, აწმყოთი ცხოვრობს და ასე იღებს სიამოვნებას. ლეპტოპს განათლებისთვის და გართობისთვის გამოიყენებს.
“მსურს მივიღო ლეპტოპი, რადგან ჩემი მეგობრების მსგავსად ვიმონაწილევო სხვადასხვა პროექტᲨი და მივაღწიო ჩემს მიზნებს”. - გვიყვება გია.
ანას ისტორიის მასწავლებლობა სურს, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივესიტეტში გეგმავს სწავლის გაგრძელებას. გასაკვირიც არ არის, რომ მისი საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა, რუსული კი არ უყვარს. ანას თქმით, კომპიუტერს თემების უკეთესად დაწერაში გამოიყენებს. როდესაც ვკითხეთ, რისი გაკეთება უყვარდა ყველაზე მეტად, გულწრფელად გვიპასუხა რომ “არაფრის”! თავისუფალ დროს ისვენებს, კომპიუტერთან ერთად კი იმედი გვაქვს უფრო ნაყოფიერად გაატარებს დროს.
დაჩის სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, ამიტომ სხვადასხვა მიმართულებაზე ინფორმაციის მოძიება ძალიან სჭირდება. ლეპტოპსა და ინტერნეტს სწორედ ამისთვის გამოიყენებს. სკოლაში კი მისი საყვარელი სკოლის საგანი ბიოლოგიაა.
მიშიკოს საყვარელი სააგნები სკოლაში მათემატიკა და სპორტია. თავისუფალ დროს კი ფეხბურთის და კალათბურთის თამაში იტაცებს. სამომავლო პროფესია უკვე აირჩია - არქიტექტორობა სურს! მისი თქმით, კომპიუტერი როგორც სხვა ბევრ რამეში, ასევე სამომავლო პროფესიაშიც დაეხმარება. ვინაიდან, მისი პროფესია მოითხოვს პროგრამული ნახაზების შესრულებას.
მირზას ბევრი პროფესია მოსწონს, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არ აქვს რა გამოვა ან სად გააგრძელებს სწავლას. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ინგლისური, ისტორია და სპორტია, რადგან მიიჩნევს, რომ ძალიან გამოსადეგი და საჭირო საგნებია. როგორც გვიყვება, ლეპტოპის მიღება მისი მიზნების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარება.
ზურიკოს ცეკვა ძალიან უყვარს. აპირებს, სამომავლო პროფესიაც მას დაუკავშიროს და პროფესიონალი მოცეკვავე გახდეს. სკოლაში მისი გამორჩეულად საყვარელი საგანი მათემატიკაა. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, ფიქრობს, რომ სწავლაში და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში აუცილებლად დაეხმარება.
ანას აქტიური ცხოვრება უყვარს. როგორც გვიყვება, ხშირად ერთვება სხვადასხვა პროექტებში რაც ძალიან მოსწონს. სამომავლო პროფესია უკვე გადაწყვეტილი აქვს - ქართული ენის ფილოლოგი სურს გამოვიდეს! სწორედ ამ მიმართულებით აპირებს სწავლის გაგრძელებას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ფიქრობს, კომპიუტერს აქტიურად გამოიყენებს სწავლის პერიოდში, განსაკუთრებით კი სტუდენტობისას.
ეკატერინეს სწავლის გაგრძელება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში სურს და აპირებს, გახდეს საერთაშორისო დონის მეზღვაური. თავისუფალ დროს ცხენზე ჯირითი უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს, მისი თქმით, ეროვნული გამოცდებისთვის ოსამზადებლად აუცილებლად დაეხმარება.
მარის მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! აპირებს სწავლა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელოს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ინგლისური და ისტორიაა.
ნიკას საყვარელი საგანი სკოლაში ქართული ენა და ლიტერატურაა. ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი დაეხმარება განვიტარებაში და ბევრი სიახლის გაგებაში.