ანას კითხვა ძალიან უყვარს, რადგან როგორც თავად ამბობს, ცოდნის მიღებაში ეხმარება. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ინგლისური, ქართული და ისტორიაა. სამომავლო პროფესიად პედაგოგობა გადაუწყვიტავს! აპირებს სწავლა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს. მისი ძმა, ლუკა, კი ფეხბურთის თამაშითაა გატაცებული. როგორც ის გვეუბნება, ინტერნეტს ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.
გიორგის სწავლის გაგრძელება ეკოლოგიის მიმართულებით სურს. უნივერსიტეტიც უკვე არჩეული აქვს - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს სწავლის გაგრძელებას. სკოლაში მისი გამორჩეულად საყვარელი საგანი ინგლისურია, რადგან ემარტივება გაგება. მათემატიკა კი არ უყვარს, რადგან ვერ იგებს. თავისუფალ დროს, როგორც გვიყვება, წიგნის კითხვა იტაცებს. რაც შეეხება კომპიუტერს, ფიქრობს, რომ ინფორმაციის მოძიებაში და განვითარებაში ძალიან დაეხმარება.
გიორგის საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. სამომავლო პროფესიად პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! მისი თქმით, კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.
მარიამს სურს მსახიობი გამოვიდეს! სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ხშირად მედიტირებს, რადგან ეს განტვირთვაში ძალიან ეხმარება. ფიქრობს, კომპიუტერი აბიტურიენტობის პერიოდში განსაკუთრებით დაეხმარება.
თეონას სკოლაში ქართული ძალიან უყვარს. სამომავლო პროფესიად კი დაწყებითების მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ხშრად კითხულობს, რადგან ეს განვითარებაში ეხმარება. აპირებს, კომპიუტერი სწავლაში აქტიურად დაიხმაროს.
ლუკას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი სამომავლო პროფესია. თუმცა მისი საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. ფიქრობს, რომ დღეს უკვე ძალიან რთულია კომპიუტერის და ინტერენტის გარეშე რამის სწავლა და განვითარება, სწორდ ამირტომ აპირებს, კომპიუტერი სწავლაში აქტიურად გაოიყენოს.
ლაშას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. საყვარელი საგნები სამოქალაქო განათლება და ისტორიაა. თავისუფალ დროს კი ფილმების ყურება იტაცებს. მისი თქმით, კომპიუტერი სკოლის დავალებების შესრულებაში და პრეზენტაციების მომზადებაში დაეხმარება.
ნიკა ძალიან ბევრს ფიქრობს თავის მომავალზე, უფრო მეტად კი ბიზნესის მიმართულებით სწავლას აპირებს. მათემატიკაც ყველაზე მეტად ხიბლავს. ქართული, ქიმია, ფიზიკაც ასე თუ ისე აინტერესებს. ბიოლოგია კი არ მოსწონს, თუმცა იაზრებს რომ რაღაცები აქაც საინტერესო და საჭიროა. თავისუფალი დროს მრავალფეროვნად ატარებს, ბევრი გატაცება აქვს - ველოსიპედის აწყობა, კითხვა, დაკვრა, ფეხბურთის თამაში. სჯერა, რომ კომპიუტერი მომავალში დიდ დახმარებას გაუწევს!
ლუკას იურისტობა გადაუწყვიტავს! თუმცა უნივერსიტეტს ჯერ კიდევ არჩევს. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ისტორია, უცხო ენები და სპორტია. როგორც გვიყვება, მომავალი აბიტურიენტია და კომპიუტერი ახლა განსაკუთრებით დასჭირდება სწავლის პროცესში.
ქრისტინას ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აარჩევს სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული, ისტორია, ბიოლოგია და ინგლისურია. თავისუფალ დროს კერძების მომზადება უყვარს და ფიქრობს, კარგადაც გამოსდის. რაც შეეხება კომპიუტერს, მისი თმით, სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენებს.
გიორგისთვის არ არსებობს სკოლაში ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს. ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში და დამატებითი ინფორმაციის მოძიებაში ძალიან დაეხმარება.
ნოდარის სამომავლო პროფესიად პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! სკოლაში მისი განსაკუთრებით საყვარელი საგანი ინგლისურია. თავისუფალ დროს კი ფეხბურთის თამაში ძალიან უყვრას. „აუცილებელიცაა რომ ყველა მოსწავლეს ჰქონდეს კომპიუტერი რადგან მისი საშუალებით ბევრი ახალი ინფორმაციის მოძიებაა შესაძლებელი.“ - გვიყვება ნოდარი.