მოსწავლეები

ჩართულია
თორნიკე (16)

თორნიკეს სკოლაში ყველა საგნის სწავლა მოსწონს, რადგან მისი თქმით ეს დიდ ცოდნას აძლევს! უნივერსიტეტში ჩაბარებასაც გემავს, თუმცა ჯერ კიდე ფიქრის პროცესშია, რომელ პროფესიას დაუკავშიროს მომავალი. თავისუფალ დროს წიგნებსა და ტელეფონს უთმობს. ახლა, როცა კომპიუტერი აქვს დროს უფრო ნაყოფიერად გამოიყენებს!

ჩართულია
ნიკა (17)

ნიკას აიტი სპეციალისტობა სურს! “მოგახსენებთ, რომ დისტანციური სწავლების დროს ვერ ვახერხებდი გაკვეთილებსა და მასწავლებლის მიერ განხორციელებულ პროექტებში ჩართვას. მიჭირდა ინფორმაციის მოძიება კომიუტერის არქონის გამო. ვფიქრობ, ლეპტოპი საშუალებას მომცემს გავიღრმავო ცოდნა ტექნოლოგიებისა და სასწავლო რესურსების გამოყენებაში.სურვილი მაქვს მომავალში სიღმისეულად შევისწავლო კომპიუტერული ტექნოლოგიები. “ - გვიყვება ნიკა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს, რადგან, მისი თქმით, ეს ცნობიერების დონეს უმაღლებს და თან საინტერესოა.

ჩართულია
ანა (17)

ანასთვის მუსიკა მთელი ცხოვრებაა! მომღერლობა აქვს ოცნებად, დიდ სცენაზე დგომა… ანამ ჩვენს დასმულ კითხვას ძალიან გულწრფელად უპასუხა და გვითხრა რომ სკოლაში არც ერთი საგანი არ მოსწონს. სამაგიეროდ, სიმღერის გარდა, საოჯახო საქმეებიც უყვარს. კომპიუტერის დახმარებით უამრავ სიმღერას მოისმენს და მუსიკის სამყაროს უკეთ გაეცნობა.

ჩართულია
გვანცა (16)

გვანცა მომავალი გამომძიებელია! სამართალზე სურს ჩაბარება, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. როგორც ამბობს, ეს სასწავლებელი კარგი ლექტორებისა და გაცვლითი პროგრამების გამო აირჩია. თავისუფალ დროს ძირითადად დეტექტიური ჟანრის წიგნებს კითხულობს. “ჩემი გატაცებაა რაღაც ახლის ძიებაში ყოფნა” - გვიყვება გვანცა და გვპირდება, რომ ახალ ლეპტოპს ნაყოფიერად გამოიყენებს სხვადასხვა პროექტში ჩასართავად.

ჩართულია
ლაშა (16) და ლიკა (15)

ლაშას და ლიკას ორივეს სურთ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება. ლიკას ფილოლოგობა გადაუწყვიტავს, ლაშას კი ჯერ არ შეურჩევია პროფესია. და-ძმის ჰობები ერთმანეთისგან განსხვავებულია. თუ ლაშასთვის ფეხბურთის თამაშია თავისუფალ დროს გართობის საუკეთესო საშუალება, ლიკასთვის წიგნების კითხვა და ახალი ინფორმაციის შესწავლაა. ლიკა ორივეს სათქმელს მარტივად ამბობს: “ვფიქრობ, რომ ლეპტოპი სწავლაში ძალიან დამეხარება, გავაკეთებ უფრო მეტ პროექტს და გავაუმჯობესებ ჩემი სწავლის დონეს “

ჩართულია
მარიამ (15)

მარიამს დიზაინერობა სურს, ხატვაში თავის თავს პოულობს! კომპიუტერს უნარების გაუმჯობესებისა და სწავლისთვის გამოიყენებს. სკოლის საგნებიდან ისტორია მოსწონს, ქიმიის გაგება კი უჭირს. ლეპტოპში გაუგებარი საკითხების შესახებაც შეძლებს ინფორმაციის მოძიებას.

ჩართულია
საბა (18)

“ვარ დაინტერესებული კომპიუტერის შესწავლით, რათა მიღებული ცოდნა სამომავლოდ გამოვიყენო” - გვიყვება საბა. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ქართულია, რადგან მშობლიური ენაა, მათემატიკა კი არ მოსწონს, რადგან ერთულება. საბა უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, ამიტომ ლეპტოპი განსაკუთრებით სჭირდება, რომ თვითგანვითარება არ შეწყვიტოს. მისი თქმით, ყველაზე მეტად ადამიანების დახმარება უყვარს, რადგან ეს ბედნიერებას ანიჭებს.

ჩართულია
ზურა (17)

ზურას ექიმობა გადაუწყვიტავს! გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქიმია და ბიოლოგიაა. “ლეპტოპი მჭირდება რათა მასწავლებლებს ჩავერთო ონლაინ რეჟიმში და ასევე მოვიძიო საინტერესო ინფორმაციები, რაც სწავლაში დამეხმარება” - გვიყვება ზურა.

ჩართულია
ზაური (17)

ზაური ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს! როგორც თვითონ ამბობს, ვარჯიშობს, რადგან ეს მის ჯანმრთელობას უფრო მტკიცეს ხდის. სკოლაში ყველაზე მეტად ქართული და მათემატიკა მოსწონს, ქიმია კი ყველაზე ნაკლებად. ლეპტოპს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
დემური (16)

დემურის საყვარელი სკოლის საგნები ქართული და ქიმიაა. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა მისთვის სასურველი ფაკულტეტი ჯერ არ იცის რომელია. ლეპტოპს უფრო ფილმების სანახავად და მუსიკების მოსასმენად გამოიყენებს.

ჩართულია
თეა (15)

თეას ლეპტოპი ფილმების საყურებლად სურს, თუმცა თვითგანათლების მიზნითაც აუცილებლად გამოიყენებს. სკოლაში ყველაზე მეტი ინტერესით ბიოლოგიას სწავლობს. შეიძლება მომავალი პროფესიაც ამ ინტერესს დაუკავშიროს, თუმცა ზუსტად არ იცის.

ჩართულია
ლუკა (17)

ლუკას სკოლის საგნებიდან ისტორია და მათემატიკა უყვარს. უნივერსიტეტში ჩაბარებაც ძალიან უნდა. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებისთვის კი ახალი ლეპტოპი მისი შეუცვლელი მეგობარი იქნება.