მოსწავლეები

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამის საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა. ჯერ არ იცის რა უნდა რომ გამოვიდეს და უნივერსიტეტში ჩააბარებს თუ არა, თუმცა ზუსტად იცის - ლეპტოპს სწავლისთვის გამოიყენებს! კლასგარეშე ლიტერატურა მისი გატაცებაა.

ჩართულია
გუგა (16)

გუგას კომპიუტერი ინტერნეტიდან მასალების მოძიებაში და Teams-ის პროგრამის უკეთ გამოყენებაში სჭირდება. ჯერ საკუთარი თავის ძიებაშია, სამომავლო პროფესია არ აურჩევია. როგორც კითხვარში დაგვიწერა, უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს.

ჩართულია
ოთარ (16)

“მე მსურს ლეპტოპის მიღება, რათა მივიღო ცოდნა დამატებითი მასალებით” - გვიყვება ოთო. როდესაც ვკითხეთ, რა უნდოდა მომავალში გამოსულიყო გვიპასუხა რომ “ბიზნეს-არქიტექტორი”. სკოლის საგნებიდან ქართული, მათემატიკა და ინგლისური გამოარჩია, რადგან მისი თქმით საჭირო საგნებია. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს.

ჩართულია
გიორგი (17)

გიორგი უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა ფაკულტეტი ჯერ ვერ აარჩია. სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია მოსწონს, მისი ჰობი კი ვარჯიშია. გვპირდება, რომ ლეპტოპს აუცილებლად სასარგებლოდ გამოიყენებს.

ჩართულია
მაკა (17)

“კომპიუტერის დახმარებით შევეცდები უფრო დეტალურად გავეცნო სხვადასხვა საკითხებს” - გვიყვება მაკა. მას პოლიციელობა აქვს გადაწყვეტილი! სკოლაში ინგლისურის, ისტორიისა და ქართული სწავლა უყარს, მათემატიკა კი არ მოსწონს. თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს.

ჩართულია
ქრისტინა (16) და მალხაზი (15)

ქრისტინას უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის შესწავლა სურს! “ლეპტოპი მჭირდება, რადგან შევძლებ სხვადასხვა ტრენინგებში მონაწილეობა მივიღო. ასევე ფილმებისთვის და რა თქმა უნდა სწავლისთვის იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი ფილმების და სერიალების ყურება მარწმუნებს იმაში, რომ შეუძლებელი არაფერია თუ რაიმე ძალიან გინდა” - გვიყვება ქრისტინა. ახალი ლეპტოპი განვითარებაში დაეხმარება. უფრო ბევრ ფილმს ნახავს და საკუთარი თავისაც მეტად ირწმუნებს. მსგავსი ჰობი აქვს მის უმცროს ძმას, მალხაზსაც. “კომპიუტერი ჩემს ცხოვრებას გაადვილებს. ის დამეხმარება სკოლის ცხოვრებაში უფრო აქტიური რომ გავხდე, ასევე სკოლის გარეთ ცხოვრებაშიც” - ამბობს მალხაზი.

ჩართულია
სანდრა (17)

სანდრა იმ იშვიათ ბავშვებს შორისაა, რომელსაც სკოლა უყვარს! როგორც ამბობს, ბევრ რამეს სწავლობს და იმიტომ… სხვათაშორის, საჭმელების კეთებაც მისი ჰობია. საყვარელ სკოლის საგნებს რაც შეეხება, ჩამონათვალი გრძელი: ქართული, ინგლისური, ბუნება, სპორტი, მუსიკა, მათემატიკა. ხოლო, რუსული და ისტორია არ უყვარს. ახალ ლეპტოპს სწავლაში გამოიყენებს.

ჩართულია
ნიკა (15) და ირაკლი (17)

ნიკას პილოტობა სურს, ირაკლის კი იურისტობა აქვს გადაწყვეტილი! თავისუფალი დროის საყვარელი აქტივობებიც ასეთი განსხვავებული აქვთ - ირაკლი ჭადრაკის, “ჭკვიანური თამაშის”, მოყვარულია, ნიკა კი ფეხბურთის ფანი. კითხვარში დაგვიწერეს, რომ ლეპტოპი სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებასა და სწავლის მოტივაციის გაზრდაში დაეხმარებათ.

ჩართულია
ჯამილა (16) და ჯენეტ (18)

“მე მსურს ლეპტოპის მიღება იმიტომ რომ ვარ სხვადასხვა ორგანიზაციებში, სადაც ხშირია პროექტები და გვჭირდება სლაიდები ან ინფორმაციები. ასევე სკოლაშიც გვჭირდება პროექტების გაკეთების დროს.” - გვიყვება ჯამილა. ადვოკატობა სურს! თვისუფალ დროს კი კულინარია იტაცებს. მისი და ჯენეტი კი ფსიქოლოგობას უმიზნებს. ლეპტოპიც ძირითადად სწავლაში გამოსაყენებლად სჭირდება.

ჩართულია
თამილა (17)

თამო აბიტურიენტია და თავისი მომავლის საკმაოდ ჩამოყალიბებული ხედვა აქვს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს ჩაბარება, ინგლისურ ფილოლოგიაზე. გასაკვირიც არ არის, რომ სკოლაში მისი საყვარელი საგანი ინგლისურია. თამოს ჰობი წიგნების კითხვა და ფოტოგრაფიაა.

ჩართულია
გიგა (16)

“ლეპტოპი გამოცდებისთვის მოსამზადებლად მჭირდება” - დაგვიწერა გიგამ კითხვარში. სკოლაში ყველა საგანი უყვარს, რადგან ფიქრობს, რომ თითოეულს თავისი ადგილი აქვს. უნივერსიტეტში ჩაბარებას აპირებს, თუმცა რისი სწავლა სურს მომავალში ვერ გადაუწყვეტია. გვიყვება, რომ ყველაზე მეტად ფეხბურთის თამაში უყვარს.

ჩართულია
მარი (16)

მარის სურს, რომ ტექნოლოგიების ელვისებურ განვითარებას ცოტათი მაინც დაეწიოს და ლეპტოპიც ამისთვის უნდა. თავისუფალ დროს მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება მოსწონს. უნივესიტეტში ჩაბარებას არ აპირებს, ჯერ არც გადაუწყვეტია ვინ უნდა იყოს მომავალში. სკოლის საგნებიდან ქართულსა და ისტორიას უთმობს ყველაზე დიდ ყურადღებას.