გიგას ჰობი ისტორიული ამბების მოსმენაა! სკოლაში განსაკუთრებით სამოქალაქო განათლებისა და ქართულის გაკვეთილები აინტერესებს. უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა სპეციალობა ჯერ არ შეურჩევია. ახალ კომპიუტერს განათლებისა და გართობისთვის გამოიყენებს.
ალექსანდრეს უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია. მას სპეციალური საჭიროებები აქვს და ლეპტოპის ქონა მისთვის უმნიშვნელოვანესია. სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და მათემატიკაა.
“მინდა ლეპტოპის მიღება რადგან გამიადვილდება სხვადასხვა ინფორმაციის მოპოვება და უფრო გამიმარტივდება სწავლა” - გვიყვება თამარი. მას მასწავლებლობა აქვს გადაწყვეტილი! წიგნების კითხვა და მათემატიკის მეცადინეობა უყვარს, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება სურს.
ნინოს ექიმობა, თამარს კი იურისტობა გადაუწყვიტავს! ორივე დას ძლიერ უყვარს წიგნების კითხვა. სკოლაში საყვარელ საგნებს რაც შეეხება, ნინოს ბიოლოგია აინტერესებს, ასევე ქართული, მათემატიკა, ინგლისური და ისტორია. თამარის ინტერესის სფერო კი არა საბუნებისმეტყველო, არამედ ჰუმანიტარულ საგნებს უკავშირდება. როგორც დები გვიყვებია, ლეპტოპს თვითგანვითარებისთვის, უცნობი საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიებისთვის და ეროვნული გამოცდებისთვის მზადებისთვის გამოიყენებენ.
გიორგი მომავალი ინჟინერია! სკოლის საგნებიდან მათემატიკას, ქართულს ისტორიასა და ინგლისურს გამოარჩევს, რადგან “საჭირო და გამოსადეგი საგნებია”. გიორგის უნივერსტიტეში ჩაბარება ძალიან უნდა, ლეპტოპს კი ახალი ინფორმაციის მისაღებად გამოიყენებს.
“ძალიან მინდა ლეპტოპი, რადგან გამოვიყენო სასწავლო პროცესში და სხვა მიზნებისთვისაც, 21-ე საუკუნე ხომ წარმოუდგენელია ტექნოლოგიების გარეშე”. - გვიყვება ნინო. სკოლაში ქართული ენისა და ისტორიის გაკვეთილები უყვარს, რუსული კი არ მოსწონს. ნინოს ჯერ არ გადაუწყვეტია ვინ უნდა რომ გამოვიდეს, თუმცა განსაკუთრებულ სიამოვნებას მუსიკის მოსმენა და ფოტოების გადაღება ანიჭებს!
აშოტი და მანუშაკი ოთხშვილიან ოჯახში ცხოვრობენ. რა პროფესიას აირჩევენ მომავალში არ იციან, თუმცა როგორც გვიყვებიან, სკოლაში ორივეს ყველა საგანი მოსწონს. აშოტს კითხვა უყვარს, მანუშაკს კი ხატვა. ლეპტოპს განათლებისა და გართობისთვის გამოიყენებენ.
გოჩას პროგრამისტობა გადაუწყვიტავს და შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის უნივერსიტეტში აბარებს! “კომპიუტერის და ტელეფონის შეკეთება” - ასე გვიპასუხა კითხვაზე თუ რისი კეთება უყვარდა ყველაზე მეტად. სკოლაში მათემატიკა და ქართულია მისი ფავორიტი საგნები, ბიოლოგია და ქიმია კი არ მოსწონს.
“მე მჭირდება კომპიუტერი რადგან მივიღო მეტი განათლება და ჩავერთო სხვადასხვა პროექტებში” - გვიყვება მარი. სურს მასწავლებელი გახდეს, ამისთვის კი ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში სწავლა აქვს გადაწყვეტილი. სკოლის საგნებიდან ქართულს, ისტორიას და გეოგრაფია გამოარჩევს, განსაკუთრებული ინტერესით სწავლობს.
ნინის დიზაინერობა გადაუწყვიტავს! ბავშვობიდან ხატავს და გვიყვება, რომ ახალ ლეპტოპი მისი სასურველი პროფესიის უკეთ დაუფლებაში დაეხმარება. სკოლაში მისი საყვარელი საგანი ინგლისურია.
ლიზის შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა იტაცებს! სკოლის საგნებიდან ისტორია ქართული და ინგლისური უყვარს, რუსული.კი არა. უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა, თუმცა საბოლოო პროფესია ჯერ ვერ შეარჩია. "ლეპტოპი, რა თქმა უნდა, ძალიან დამეხმარება ჩემი მომავალი გეგმების განხორციელებაში,მინდა სწავლის გაგრძელება და მოგეხსენებათ ტექნოლოგიების სამყაროში კომპიუტერის და ინტერნეტის გარეშე შეუძლებელია რამე დასახულ მიზანს ადვილად მიაღწიო" - გვიყვება ლიზი.
მინდიას საყვარელი საგანები სკოლში სპორტი და ქართულია. მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას, თუმცა უნივერსტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა.