მოსწავლეები

ჩართულია
ლანა (16) და ანა (18)

ლანა ძალიან მიზანდასახული გოგოა, პროგრამისტი სურს გახდეს! ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აბარებს. პროგრამული ენების შესწავლა დამოუკიდებლად დაიწყო, ახალი ლეპტოპი კი განვითარების უსაზღვრო შესაძლებლობებს მისცემს. გვიყვება, რომ მუსიკების მოსმენა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, ასევე, კალათბურთისა და მაგიდის ჩოგბურთის თამაში მოსწონს. მისი და ანა კი წიგნის ნამდვილი მეგობარია! სულ ახალ ინფორმაციას იგებს. სკოლის საგნებიდან კი ყველა ერთნაირად მოსწონს და აფასებს.

ჩართულია
ლუკა (15) და ალეკო (15)

ლუკა და ალეკოც ტყუპები არიან. ორივენი დარწმუნებული არიან, რომ ძნელია განვითარდე ახალი ტექნოლოგიების გარეშე. გვიყვებიან, რომ ახალ ლეპტოპს ძირითადად ცოდნის მისაღებად გამოიყენებენ. ლუკას იურისტობა სურს, თავისუფალ დროს ფოტოებს იღებს და წიგნებს კითხულობს. ალეკოს კი ბათუმის უნივერსიტეტში სურს ბიზნეს ადმინისტრირების შესწავლა. საყვარელი აქტივობა კალათბურთი და მაგიდის ჩოგბურთია, ლიტერატურის კითხვაც იტაცებს.

ჩართულია
ქეთი (18) და ქრისტინა (15)

ქეთი მომავალი კონდიტერია! გასაკვირიც არ არის, რომ თავისუფალ დროს, ყველაზე მეტად, დესერტების მომზადება უყვარს. სკოლის საგნებიდან ქართული და ისტორია მოსწონს, რუსული კი არა. მისი და, ქრისტინა, კი იურისტობით არის დაინტერესებული. “კომპიუტერი დამეხმარება მივიღო უფრო მეტი ცოდნა და გავერკვე ტექნოლოგიების საკითხებში. ასევე მე, როგორც მომავალ სტუდენტს მჭირდება კომპიუტერი რათა კარგად შევისწავლო სასწავლი მასალა და შევასრულო დავალებები... “ - გვიწერს ქრისტინე. მისი საყვარელი საქმიანობა ცხოველების მოვლა და ფოტოების გადაღებაა.

ჩართულია
მეგი (18)

“ახლა როცა ჩემი წიგნი იბეჭდება, მიწევს კომპიუტერში ტექსტების აკრეფვა, ვერავისგან ვითხოვე ლეპტოპი, მეზობელთან გავდიოდი და ვბეჭდავდი…” მეგი ლექსებს, ჩანახატებს, მოთხრობებს წერს, თანაც მომავალი ჟურნალისტია! გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში სწავლა აქვს მიზნად დასახული. სტუდენტობისას პროფესიული და პირვონული განვითარებისთვის ლეპტოპი მისი შეუცვლელი მეგობარი იქნება. მეგი სიმღერის კონკურსებზეც ხშირად გამოდის. პოეზიასა და მუსიკაში მეგის საკუთარი სამყარო აქვს, ეს ამშვიდებს და ცხოვრებას უმარტივებს.

ჩართულია
ნიკა (16)

“რა თქმა უნდა აუცილებლად გამოვიყენებ, რადგან კომპიუტერი დამეხმარება სასწავლო მასალის მოძიებასა და შესწავლაში”. - გვიწერდა ნიკა კითხვარში, სანამ ლეპტოპს გადავცემდით. მისი საყვარელი საქმიანობა სოფლის მეურნეობას უკავშირდება. სკოლის საგნებიდან სპორტი, ისტორია და მათემატიკა უყვარს. უნივერსიტეტში ჩაბარება უნდა, თუმცა ჯერ პროფესია ვერ აირჩია.

ჩართულია
ხატია (15)

ხატიას საყვარელი საქმე შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაა! სკოლაში ქართული და მათემატიკა უყვარს, რუსული კი არა. უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. “მე როგორც მომავალ სტუდენტს მჭირდება კომპიუტერი რათა მივიღო უფრო მეტი განათლება. კომპიუტერის დახმარებით მე შევძლებ შევისწავლო უფრო მეტი სასწავლო მასალა.” - გვიყვება ხატია.

ჩართულია
თორნიკე (16)

თორნიკეს წიგნების კითხვა უყვარს, მისი საყვარელი საგანი სკოლაში კი ქართულია. მათემატიკას ვერ უგებს, თუმცა როცა ახალი კომპიუტერი ექნება გაუგებარი საკითხების შესახებ ინფორმაციის მოძიებას უკეთ შეძლებს. უნივერსიტეტში ჩაბარებასაც აპირებს, თუმცა პროფესია ჯერ არ აურჩევია.

ჩართულია
ლიკა (15) და ზურაბი (17)

“მინდა, რომ ავიმაღლო ჩემი ცოდნა, ჩავერთო პროექტებზე და დავესწრო ტრენინგებს” - გვიყვება ლიკა. თავისუფალ დროს მუსიკას უსმენს და წიგნებს კითხულობს. მის ძმა ზურაბს კი ეკონომისტია სურს! სკოლაში მათემატიკის სწავლაც ძალიან მოსწონს. ლიკას ფავორიტი სკოლის საგანი კი ქართული ენაა.

ჩართულია
დათო (17)

“სამომავლო მიზნების მისაღწევად და განათლების გაუმჯობესებისთვის” - გვიპასუხა დათომ როცა ვკითხეთ, თუ რისთვის სჭირდებოდა კომპიუტერი. როგორც ამბობს, მეცადინეობის პროცესი ძალიან მოსწონს და სკოლაში ყველა საგანი უყვარს. სწავლის გაგრძელებას ბათუმში, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს ბუღალტრობის მიმართულებით! დათო შუახევიდან არის და ფინანსური სირთულეების გამო თბილისში სწავლას ვერ მოახერხებს.

ჩართულია
ეკა (17)

ეკას სკოლაში ყველა საგანი უყვარს! სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა უნივერსიტეტში სწავლა აუცილებლად უნდა. თავისუფალ დროს უყვარს კითხვა, მუსიკის მოსმენა და ფილმების ყურება. ეკა გვიყვება, რომ სპეციალური საჭიროებები აქვს და ლეპტოპი მისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ჩართულია
ლიზა (16) და ნიკა (16)

ლიზას “დიზაინერული ნამუშევრების” კეთება იტაცებს! სამომავლოდ რისი შესწავლა სურს ჯერ არ გადაუწყვეტია, თუმცა უნივერსიტეტში ჩაბარება ძალიან უნდა. კომპიუტერს პროექტებისა და პრეზენტაციების მომზადებისთვის გამოიყენებს. მისი ტყუპისცალი ძმა კი მომავალი კიარა, უკვე სპორტსმენია! სულ ვარჯიშობს, რომ პროფესიონალი მოჭიდავე გახდეს.

ჩართულია
მინდია (16)

მინდიას საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სურს ჩაბარება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში! თავისუფალ დროს ფილმებს ინგლისურად უყურებს, რომ ენა უკეთ შეისწავლოს და აქცენტიც დამოუკიდებლად გამოიმუშაოს. “იმიტომ მინდა ლეპტოპის მიღება, რომ მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო და შესაბამისად მეცადინეობისთვის მჭირდება კომპიუტერი, ასევე სხვადასხვა პლატფორმებში სამუშაოდ.” - გვიყვება მინდია.