“ინტერნეტი და კომპიუტერი აუცილებელია განვითარებისთვის განსაკუთრებით მაშინ როცა სოფლად ცხოვრობ, ფაქტობრივად მოწყვეტილი ხარ გარესამყაროს და ძნელია წინ წასვლა ვინაიდან ბევრ დაბრკოლებას ვაწყდებით. მაგალითად, როცა მჭირდებოდა რამე დამატებითი ცოდნის მიღება არ მაქვს სახლში Google-ზე წვდომა. იძულებული ვიყავი დღევანდელი საქმე ხვალისთვის გადამედო და სკოლაში მისვლის შემდეგ მიმეღო ჩემს კითხვაზე პასუხები. “ - გვიყვება ეთერი. აბიტურიენტია და სულ ცდილობს დრო ნაყოფიერად გამოიყენოს. ისტორიის მასწავლებლობა გადაუწყვიტავს! ეთერს, არც მეტი, არც ნაკლები, მათემატიკაც უყვარს, რადგან სააზროვნოა, გეოგრაფია კი სიმარტივის გამო არ მოსწონს.
ნანა ბუნებაში სეირნობის მოყვარულია, ცხოველებთან ურთიერთობა ყველაზე მეტად უხარია! უნივერსიტეტში სწავლა ძალიან უნდა, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია რომელი მიმართულებით კარიერაზე ფიქრი. სკოლაში ქართული, ისტორია და ინგლისური უყვარს, ფიზიკა კი ყველაზე ნაკლებად.
გოჩას სწავლის გაგრძელება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სურს! უნივერსიტეტიც უკვე შეარჩია - შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება. თავისუფალ დროს ფილმების ყურება იტაცებს. რაც შეეხება კომპიუტერს, აპირებს სწავლის პროცესში აქტიურად დაიხმაროს.
ნიკას მართალია ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ, თუმცა მისი საყვარელი საგნები სკოლაში ინგლისური და მათემატიკაა. აპირებს კომპიუტერი და ინტერნეტი სწავლისთვის აქტიურად გამოიყენოს.
ანას განსაკუთრებით საყვარელი საგანი სკოლაში ქართულია. ეს საგანი ისე უყვარს, რომ აპირებს, თვითონაც ქართულის მასწავლებელი გამოვიდეს! თავისუფალ დროს ხატვა უყვარს. რაც შეეხება კომპიუტერს და ინტერნეტს, ფიქრობს, რომ ბევრი საინტერესო ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.
ბექას სურს ჯარისკაცი გამოვიდეს! მისი საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა, მათემატიკა კი არ უყვარს. როგორც გვიყვება, თავისუფალ დროს ოჯახის წევრებს სამეურნეო საქმეებში ეხმარება. ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი დაეხმარება უკეთ სწავლაში და განვითარებაში.
ოთარს საჭმელების კეთება ძალიან უყვარს. აპირებს, რომ სამომავლო პროფესიაც მას დაუკავშიროს და მზარეული გამოვიდეს! სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ქიმია, ფიზიკა და ბიოლოგიაა. მისი თქმით, კომპიუტერს აუცილებლად გამოიყენებს განათლების მისაღებად.
ანრის ჯერ არ გადაუწყვიტავს, სად ან რაზე გააგრძელებს სწავლას სამომავლოდ. მისი საყვარელი საგნები სკოლაში ქართული და სპორტია, ბიოლოგია კი არ უყვარს. როგორც გვიყვება, ბავშვობიდან თამაშობს რაგბს და უკვე ბევრ წარმატებასაც მიაღწა ამ სპორტში. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაში.
თამუნასთვის არ არსებობს ისეთი სკოლის საგანი, რომელიც არ უყვარს, თუმცა განსაკუთრებით მაინც ქართული მოსწონს. სამომავლოდ აპირებს, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელოს სწავლა და დაწყებითი კლასების მასწავლებელი გახდეს! თავისუფალ დროს წიგნების კითხვა უყვარს, რადგან როგორც ამბობს, ბევრ რამეს სწავლობს იქიდან.
„რთულია 21-ე საუკუნეში იყო კომპიუტერისგან შორს, მაშინ როდესაც ხედავ შენი თანატოლები როგორ იყენებენ ბევრ საინტერესო პროექტებში ჩასართავად, ელექტრონული ნიგნების წასაკითხად, ინფორმაციის მოსაძიებლად, საკონტაქტოდ და სხვა. მინდა კომპიუტერი, რადგან აღარ იყვნენ ჩემი მშობლები დანაღვლიანებული, როდესაც მე კომპიუტერისგან შორს, ტექნოლოგიებისგან შორს მხედავენ. იმედი მაქვს, ეს პროექტი მომცეს იმას რაც მე მინდა, რითაც შემდგომში დავუახლოვდები უკვე ცივილიზებულ სამყაროს.“ - გვიყვება მარიამი. სამომავლოდ სურს ექიმი გამოვიდეს და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსი გააგრძელოს სწავლა.
ასმათის და სალომეს სამომავლო პროფესია უკვე არჩეული აქვთ - მასწავლებლობა სურთ! აპირებენ, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა. გოგონებს სჯერა, რომ კომპიუტერი წარმატების მიღწევაში აუცილებლად დაეხმარებათ.
მარიამს ჯერ არ გადუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება ძალიან უნდა. როგორც გვიყვება, დისტანციური სწავლების პროცესში ძალიან უჭირდა სწავლის პროცესში აქტიურად ჩართვა და ახლა აპირებს, ლეპტოპი სწორედ საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად და დავალებების შესასრულებლად გამოიყენოს.