მოსწავლეები

ჩართულია
ნინო (16) და მარიამ (18)

ნინოსთვის განსაკუთრებით საყვარელი საგანი სკოლაში ისტორიაა და გასაკვირიც არაა, რომ აპირებს, ისტორიკოს გამოვიდეს. მარიამს კი სტომატოლოგობა გადაუწყვიტავს! სწავლის გაგრძელებას კი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში აპირებს. გოგონები აბიტურიენტები არიან და ფიქრობენ, რომ უნივერსიტეტში სწავლის პროცესში კომპიუტერი ძალიან დასჭირდებათ.

ჩართულია
საბა (16)

საბას ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, სად ან რაზე გააგრძელებს სწვლას თუმცა, სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და სპორტია. აპირებს, კომპიუტერი სწავლაში აქტიურად გამოიყენოს.

ჩართულია
მარიამი (16)

მარიამს სწავლის გაგრძელება ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით სურს! თუმცა, უნვერსიტეტი ჯერ ვერ შეარჩიე. თავისუფალ დროს მრავალფეროვნად ატარებს - წერა, კითხვა, ხატვა, სიმღერა და ცეკვა უყვარს. მისი თქმით, კომპიუტერი სწავლაში აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
ლაშა (15)

ლაშას საყვარელი საგნები სკოლაში სპორტი და ქართულია. სამომავლოდ აპირებს პროფესიულ კოლეჯში გააგრძელოს სწავლა და ვეტერინარი გამოვიდეს! ფიქრობს, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი სწავლაში აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
მარიამი (18)

მარიამს ჯერ არ გადაუწყვიტავს, რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ. თუმცა უნივერსიტეტი უკვე აირჩია - თბილისის სახელმწიფ უნივერსიტეტში სურს სწავლის გაგრძელება! სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული, ინგლისური და ისტორიაა. თვისუფალ დროს კი კითხვა იტაცებს. „ლეპტოპის მიღება ჩემთვის, აბიტურიენტისთვის, სასურველია, რადგან ეს შემიმსუბუქებს ამა თუ იმ მასალის მოძიების სირთულეს. უნივერსიტეტში სწავლის დროს კი მრავალი პრეზენტაცია თუ სამუშაო იქნება შესასრულებელი, მობილურით კი ეს რთულია.“ - გვიყვება მარიამი.

ჩართულია
ანა (16)

ანას მართალია, ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა პროფესიას აირჩევს სამომავლოდ, თუმცა სკოლაში მისი საყვარელი საგნები ქართული და ინგლისურია. როგორც გვიყვება კითხვა ძალიან უყვარს, რადგან ბევრ საინტერეს რამეს სწავლობს წიგნებიდან. ფიქრობს, კომპიუტერი სწავლის პროცესში აუცილებლად დაეხმარება.

ჩართულია
სალომე (16)

სალომეს სამომავლო პროფესია მასწავლებლობაა! სკოლაში განსაკუთრებით ქართული და მათემატიკა უყვარს. რაც შეეხება თავისუფალ დროს, ძალიან უყვარს კითხვა და ამოცანების კეთება. ფიქრობს, რომ კომპიუტერი დაეხმარება როგორც დისტანციური სწავლების რეჟიმში, ასევე საჭირო ინფრორმაციების მოძიებაში.

ჩართულია
ლუკა (16)

ჩართულია
ანი (16)

„არ მაქვს ლეპტოპი, არასდროს არ მქონია.დარწმუნებული ვარ ბევრ რამეში დამეხმარება და გამომადგება.“ - ამბობს ანი. სკოლაში საყვარელი საგნები ქართული, ინგლისური და ისტორიაა. რაც შეეხება თავისუფალ დროს, უყვარს ცხოველებზე ზრუნვა, მზარეულობა და თევზაობა.

ჩართულია
მათე (17)

„როდესაც სკოლის დავალებებს მოვრჩები, თავისუფალ დროს ვუთმობ კლასგარეშე წიგნებს და სიახლეების გაგებას“ - გვიყვება მათე. აპირებს ინჟინერი გამოვიდეს! ფიქრობს, რომ კომპიუტერი და ინტერნეტი ონლაინ სწავლების პროცესში და სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში დაეხმარება.

ჩართულია
ავთანდილი (17)

ავთანდილს კალათბურთის თამაში უყვარს. სკოლაში კი მისთვის გამორჩეულად საყვარელი საგანი ისტორიაა. სამომავლო პროფესიად პროგრამისტობა გადაუწყვიტავს! როგორც გვიყვება, კომპიუტერის არ ქონის გამო ონლაინ გაკვეტილებზე ჩართვა ძალიან უჭირდს.

ჩართულია
ქეთევან (16)

ქეთავანს მასწავლებლობა სურს! საყვარელი საგანი ქართულია, ხოლო მათემატიკა არ უყვარს. თავისუფალ დროს კი კითხვა უყვარს. ფიქრობს, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დაეხმარება.