მოსწავლეები

ჩართულია
ანა (17)

“ზოგადად ძნელია შენი პირადი ტელეფონიც რომ არ გაქვს, მაგალითად როდესაც ონლაინზე იყო სკოლა გადასული, მიჭირდა გაკვეთილებზე დასწრება, ასევე სკოლაში ბევრ საგანში (გეოგრაფია, ფიზიკა, ქიმია) გვჭირდება რაღაც დამატებითი ინფორმაციის მოძიება. ჩემი პირადი ლეპტოპი რო მქონდეს ეს ყოველივე უფრო ადვილი შესასრულებელი გახდებოდა ჩემთვის”. - გვიყვება ანა. მას ფილოლოგობა აქვს გადაწყვეტილი. ბუნებაში ყოფნა და თავისი პატარა ქათმების ფერმის მოვლა ყველაფერს ურჩევნია.

ჩართულია
ქეთი და თამუნა (16)

ქეთი და თამუნა ტყუპები არიან, ჯერ პროფესია და უნივერსიტეტი არ აურჩევიათ, თუმცა დისტანციურ გაკვეთილებში აქტიურად ჩართვა და მრავალფეროვანი ინფორმაციის მოძიება ძალიან უნდათ. ახალ კომპიუტერსა და ინტერნეტსაც ამ მიზნით გამოიყენებენ.

ჩართულია
ამირანი (15)

“გადაწყვეტილი მაქვს შევისწავლო პროგრამირება, რისთვისაც მესაჭიროება კომპიუტერი” - გვიწერს ამირანი, რომელმაც ამ სპეციალობის შესწავლა დამოუკიდებლად გადაწყვიტა და გვითხრა, რომ უნივერსიტეტში ჩაბარებას არ აპირებს. სკოლის საგნებიდან ყველაზე საინტერესოდ ფიზიკა მიაჩნია, ქიმიას კი ვერ იგებს. ლეპტოპი ახალი ინფორმაციის მიღების გზაზე საუკეთესო თანამგზავრი იქნება! გარდა ამისა, მისი თქმით, ძალიან მოსწონს მანქანების შეკეთებაში მონაწილეობა.

ჩართულია
მარიამი (17)

“ლეპტოპის მიღება ჩემთვის, აბიტურიენტისთვის, სასურველია, რადგან ეს შემიმსუბუქებს ამა თუ იმ მასალის მოძიების სირთულეს. უნივერსიტეტში სწავლის დროს კი მრავალი პრეზენტაცია თუ სამუშაო იქნება შესასრულებელი, მობილურით ეს რთულია.” - გვიყვება მარიამი. სურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბაროს, თუმცა სპეციალობა ჯერ არ აურჩევია. თავისუფალ დროს წიგნების კითხვას უთმობს, ეს მისი თქმით საუკეთესო მედიტაციაა, სიახლეებითა და თავგადასავლებით სავსე.

ჩართულია
ნინი (15) და ანი (17)

ნინი უცხო ენების მოყვარულია, განსაკუთრებით გაძლიერებულად ინგლისურს სწავლობს დამოუკიდებლად! გასაკვირიც არაა, რომ პროფესიად ინგლისურის მასწავლებლობა აირჩია. თავისუფალ დროს კი ფილმებს ინგლისურად უყურებს და სიტყვებსა და ფრაზებს იმახსოვრებს. ახალი ლეპტოპი უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს… მის დას, ანის, კი ადვოკატობა სურს. სკოლაში ისტორიითაა დაინტერესებული, რადგან როგორც გვიყვება აინტერესებს რა გზა გაიარა მსოფლიომ დღემდე მოსასვლელად. “თუ კომპიუტერს მივიღებ, მაშინ ახდება ჩემი ოცნება, რომ ჩანახატები ვორდის ფაილებში ჩავწერო და შევინახო და ამით შევიქმნი პატარა პირად სივრცეს.”- ამბობს ანი.

ჩართულია
გაგა (15)

როდესაც გაგას ვკითხეთ, თუ რისი გაკეთება უყვარდა ყველაზე მეტად, ერთი სიტყვით გვიპასუხა - “სიკეთის”. სამომავლო პროფესია ჯერ არ აურჩევია, თუმცა გვიყვება, რომ სკოლაში მხოლოდ ინგლისურის სწავლა უყვარს და გამოსდის.

ჩართულია
ნელიკო (15)

“დიდი სიამოვნებით ავიღებდი ლეპტოპს, რომელიც მხოლოდ ჩემი იქნებოდა, სადაც შევძლებდი წერას ყველაფერზე და დარწმუნებული ვიქნებოდი ჩემს დაუკითხავად ვერავინ ნახავდა ჩემს პირადი ჩანაწერებს”. - გვიყვება ნელიკო, რომლესაც წერა ყველაზე დიდ სიამოვნებას ანიჭებს. აპირებს ქართულ ფილოლოგიაზე ჩააბაროს და ენასთან დაკავშირებული საკითხები უკეთ შეისწავლოს. სკოლაშიც ქართული და ისტორია ყველაზე მეტად უყვარს, რუსული კი არ მოსწონს, რადგან რთულად გასაგებად მიაჩნია.

ჩართულია
საბა (16)

“მცირე შესაძლებლობის ძალა უსაზღვროა და მეც ეს მცირე შესაძლებლობა მჭირდება. კომპიუტერული თამაშებით ან იუთუბზე უაზრო ვიდეობის ყურებით არასდროს ვყოფლივარ დაინტერესებული. მინდა ყველა შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოვიყენო და კომპიუტერსაც მხოლოდ ცოდნის მისაღებად გამოვიყენებ. “ - გვიყვება საბა, რომელსაც პოლიტიკოსობა გადაუწყვიტავს! თავისუფალ დროს წიგნებს კითხულობს და ანალიტიკურ გადაცემებს უყურებს.

ჩართულია
გიორგი (16)

გიორგი მომავალი კულინარია, კერძების მომზადება მუდამ სიამოვნებას ანიჭებს! სკოლაში განსაკუთრებული ინტერესით ბიოლოგიას სწავლობს, თუმცა ქიმია არ უყვარს. გვარწმუნებს, რომ ახალ ლეპტოპს სწავლისთვის გამოიყენებს.

ჩართულია
საბა (17)

„კომპიუტეერის არქონისას ბევრ რამეში ხელი მეშლებოდა და ვერ ვმუშაობდი ისე როგორც საჭირო იყო. IT სფერო ჩემი ინტერესის სფეროა და მოგეხსენებათ ძალიან ბევრ მუშაობას მოითხოვს. საკუთარი კომპიუტერი მართლაც ძალიან დამეხმარება მომავალი პროფესიის დაუფლებაში.“ - გვიყვება საბა. სკოლაში მისთვის არ არსებობს ისეთი საგანი რომელიც არ უყვარს, რადგან მიიჩნევს, რომ ადამიანის განვითარებისთვის ყველა თავისმხრივ მნიშვნელოვანია. უნივერსიტეტში ჩაბარებას ჯერ არ აპირებს, თავისით სწავლობს კომპიუტერულ პროგრამებს.

ჩართულია
ლაშა (16) და ლიკა (15)

“ვფიქრობ, რომ კომპიუტერი სწავლაში ძალიან დამეხარება, გავაკეთებ უფრო მეტ პროექტს და გავაუმჯობესებ ჩემი სწავლის დონეს “ - გვიყვება ლიკა. თავისუფალ დროს წიგნების კითხვა და საინტერესო ინფორმაციის გაგება უყვარს. მისი ძმა ლაშა კი ფეხბურთითაა გატაცებული. მათ პროფესია ჯერ არ აურჩევიათ, თუმცა ახალი ლეპტოპი და ინტერნეტი თვალსაწიერის გაფართოებაში დაეხმარება და იქნებ მომავლის დაგეგმვაშიც გამოიყენონ!

ჩართულია
ანი (18)

“მინდა, რომ ლეპტოპის და ინტერნეტის დახმარებით შევისწავლო უფრო ბევრი რამ” - გვიყვება ანა, რომელსაც მასწავლებლობა გადუწყვიტავს! სკოლის საგნებიდან ისტორია, ქართული და ინგლისური მოსწონს.