აჩუქე ქველმოქმედება საახალწლოდ: გააკეთე შემოწირულობა სხვის სახელზე
ანას სურს, მასწავლებელი გახდეს. როგორც გვიყვება, ძალიან უყვარს კითხვა, განსაკუთრებით კი ისტორიული ნაწარმოებების. ფიქრობს, რომ ეს მის მომავალ პროფესიას გამოადგება.
„ვაპირებ ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ჩაბარებას მენეჯმენტის ფაკულტეტზე ან სამხედრო ინჟინერიაზე, რადგან ძალიან ახლოს არის ჩემთან სამხედრო სფერო და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მთელი ცხოვრება ვემსახურო ამ საქმეს და ჩემს ქვეყანას,” - გვიყვება მარიამი. სურს, კარიერის დასაწყისშივე წარმატებული ლეიტენანტი იყოს. თავისუფალ დროს აქტიურად ატარებს. როგორც მოგვიყვა, უყვას კითხვა, მოთხრობების წერა, ვარჯიში და მათემატიკური ტესტების კეთება.
თათიას სურს, მომავალში ადვოკატი გამოვიდეს. თავისუფალ დროს კითხვა და ფილმების ყურება უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.
„მიყვარს დეტექტიური ფილმიების ყურება იმიტომ, რომ ინტერესს იწვევს ჩემში,” - გვიყვება სალომე. პროკურორობა სურს და უნივერსიტეტშიც აპირებს ჩაბარებას. ამბობს, რომ ინტრნეტს ინფორმაცის მოსაძიებლად და პრეზენტაციების გასაკეთებლად გამოიყენებს.
თორნიკეს თავისუფალ დროს საინტერესო ინფორმაციიების მოძიება და თამაში უყვარს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს საჭირო ინფორმაციის მოძიებისთვის და კომუნიკაციისთვის გამოიყენებს.
„მიყვარს, როდესაც ვინმეს ვეხმარები, ეს დიდ სიხარულს მანიჭებს” - გვიყვება გიორგი. ოცნებობს, ექიმი გახდეს და სწავლის გაგრძელებას ამ განხრით აპირებს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწავლისთვის და ინფორმაციის მოძიებისთვის გამოიყენებს.
ირინას სურს, ექიმი გახდეს და სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში გეგმავს. ფიქრობს, რომ ინტერნეტს სწორედ სწავლისთვის გამოიყენებს. ყველაზე მეტად კითხვა უყვარს.
„ვფიქრობ, ინტერნეტი დამეხმარება, ეფექტურად ავითვისო და შევისწავლო თანამედროვე ინფორმაციულ სივრცეში არსებული სიახლეები” - გვიყვება ზაალი. ზაალს სურს, პროგრამული უზრუნველყოფის სპეციალისტი გახდეს და ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით აპირებს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩაბარებას. ყველაზე მეტად უყვარს ტექნიკური და ინოვაციური აღმოჩენების შესახებ კითხვა.
„ინტერნეტს გამოვიყენებ ძირითადად საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რადგან აბიტურიენტი ვარ და ყველა გაკვეთილზე ინტერნეტი მჭირდება” - გვიყვება გვანცა. გვანცას სურს, იურისტი გახდეს და უნივერსიტეტშიც ამ განხრით აპირებს სწავლის გაგრძელებას. ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს, რადგან, როგორც ამბობს, წიგნებიდან ბევრ რამეს სწავლობს, რაც შემდეგ რეალურ ცხოვრებში ადგება.
მარიამი ფიქრობს რომ ინტერნეტს სწავლისთვის და გაკვეთილების მომზადებისთვის გამოიყენებს. “სამოქალაქო განათლება, ქართული, ინგლისური, გერმანული, გეოგრაფია და ბიოლოგია მიყვარს. არ მიყვარს ფიზიკა, ქიმია, ისტორია და მათემათიკა - რომ კარგად ვერ ვითვისებ” - გვიყვება მარიამი. მზიას სურს, მომავალში ექთანი გახდეს. თავისუფალ დროს სამზარეულოში ფუსფუსი უყვარს. როგორც თავად ამბობს, ეს მისი ჰობია.
„მიყვარს კითხვა, როგორც წიგნების, ისე სხვადასხვა ინფორმაციის,” - გვიყვება ნატა. მისი თქმით, ინტერნეტს სიახლეების მოძიებისთვის და კომუნიკაციისთვის გამოიყენებს. სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში სურს, თუმცა ჯერ არ გადაუწყვეტია, რა განხრით.
მარიამს სურს, რომ გამომძიებელი გახდეს. თავისუფალ დროს ყველაზე მეტად წიგნის კითხვა უყვარს. ფიქრობს, რომ ასე არა მარტო გონებას ავრჯიშებს, არამედ ბევრ საინტერესო რამესაც იგებს. ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად გამოიყენებს.